ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ნინო ჯანჯღავა

#

ინო კარლოსასული ჯანჯღავა

კომპოზიტორი, შემსრულებელი (ფორტეპიანო, ფლეიტა, ვოკალი), კონცერტმაისტერი, პედაგოგი,

ხმის რეჟისორი, დამფუძნებელი (ხმის ჩამწერი სტუდია)

 

კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1990)

კონკურსების ლაურეატი (1987; 2022;)

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1964.07.29. თბილისი

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2024 წელს 60 წელი

განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1970-1981 - თბილისის 54-ე საშუალო სკოლა;

1971-1978 - თბილისის მე-8 სამუსიკო სკოლა, პედაგოგები: რუსუდან ჩაჩუა (ფორტეპიანო), ალექსი შანიძე (კომპოზიცია); ნ. კიკნაძე (ფლეიტია),

1978-1983 - თბილისის კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტალური მუს. სკოლა, პედაგოგები: ბეჟან ნამგლაძე (ფორტეპიანო), ალექსი შანიძე (კომპოზიცია);

1983-1988 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიციო ფაკულტეტი, კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის კლასი;

1988-1990 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიციო ფაკულტეტი, ასპირანტურა, კომპოზიტორ სულხან ცინცაძის კლასი;

1990-1993 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიციო ფაკულტეტი, ასისტენტ-სტაჟიორი, ხელმძღვანელი ალექსი მაჟავარიანი;

1995-1997 - კომპოზიტორ მიხეილ შუღლიაშვილის სტუდია, მუსიკალური კომპოზიციის კურსი;

მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი

 

თბილისი (საქართველო);

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია

 

1985 - დან - საერთაშორისო ფესტივალები და კონცერტები (სომხეთი, აზერბაიჯანში, ევროპის ქვეყნები, რუსეთი, ა.შ.შ.), მონაწილე (კომპოზიტორი, შემსრულებელი);

1987 - სასწავლო თეატრი, სპექტაკლების მუსიკალური გაფორმება, მუსიკის ავტორი;

1989 - თბილისის 27-ე ბაგა-ბაღი, მუსიკის მასწავლებელი;

2000 - დან - „საავტორო სტუდია“ (დამაარსებელი, ორგანიზატორი, პროექტების განმხორციელებელი);

2006 - დან - „ბგერის თეატრი“, საგუნდო-ინსტრუმენტული ანსამბლი (თბილისი), დამაარსებელი, მენეჯერი, პროექტების განმხორციელებელი;

სხვადასხვა წლებში თანამშრომლობა კინოს და თეატრის სადადგმო ჯგუფთან;

საგანმანათლებლო-საგამომცემლო საქმიანობა, თანამშრომლობა გამომცემლობებთან („სულაკაური“);

შემოქმედებითი სფერო

 

საბალეტი, პანტომიმა, სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, კასმერულ-ვოკალური, საგუნდო, სიმღერები, საბავშვო მუსიკა, მუსიკა ფილმისთვის (მხავრული, დოკუმენტური, მულტიპლიკაციური), მუსიკა სპექტაკლისთვის; საესტრადო რეპერტუარი;

წინაპრები, ოჯახის წევრები

 

მამა - კარლო შალვას ძე ჯანჯღავა 1940-1975 (ინჟინერი, ფიზიკოსი);

დედა - ლია კარლოს ასული მოისწრაფიშვილი 1940 (მუსიკოსი, შემსრულებელი (ფ-ნო), პედაგოგი);

მეუღლე - დავით ხოსიტაშვილი 1976 (მუსიკოსი, შემსრულებელი (გიტარა), ხმის რეჟისორი);

და - მარინა კარლოს ასული ჯანჯღავა 1970 (მუსიკოსი, ხმის რეჟისორი);

მასალის მდებარეობა

 

საოჯახო არქივი;

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; 

https://www.ninojanjgava.com/

https://ninojanjgava.musicaneo.com/

http://www.composers21.com/compdocs/janjgavan.htm

http://www.edition-s.dk/composer/nino-janjgava

https://www.imdb.com/name/nm2369859/

https://en.wikipedia.org/wiki/Nino_Janjgava