მანანა ალფაიძე
მანანა ილიას ასული ალფაიძე
კომპოზიტორი, პედაგოგი, შემსრულებელი (მომღერალი), საზოგადო მოღვაწე
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1994)
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი (2017)
„ტოლერანტობის ქომაგი” (2017 საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული საბჭო, UNAG , USAID)
დაბადების თარიღი, ადგილი |
|
1957.03.04. რუსთავი |
უახლოესი საიუბილეო თარიღი |
|
2027 წელს 70 წელი |
განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი) |
|
1964-1973 - რუსთავის მე-15 საშუალო სკოლა; 1965-1972 - რუსთავის I სამუსიკო სკოლა, ფორტეპიანოს კლასი, პედაგოგები: ვანდა ბუკოვსკაია, კარლო ჩუხრუკიძე; კომპოზიციის კლასი, პედაგოგი ნუგზარ ვაწაძე; 1974-1977 - რუსთავის სამუსიკო ტექნიკუმი, თეორიული განყოფილება, კომპოზიცის კლასი, პედაგოგები: რუბენ კაჟილოტი, რევაზ ჩიტაშვილი; 1980-1985 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიტორო ფაკულტეტი, დავით თორაძის, ალექსი მაჭავარიანის კლასი; |
მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი |
|
რუსთავი, თბილისი (საქართველო); |
მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია |
|
1985-2008 - რუსთავის სამუსიკო ტექნიკუმი, თეორიული საგნების (სოლფეჯიო, ჰარმონია, ფორმის ანალიზი, პოლიფონია, საკრავმცოდნეობა, კომპოზიცია, მუს. ლიტერატურა) პედაგოგი; 1987-1990 - საესტრადო კვარტეტი „იასამანი”, ანსამბლის წევრი; 1991-1994 - თბილისი, ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე”, ფორტეპიანოს პედაგოგი; 1994-1996 - ტელეკომპანია „რუსთავი-2”, მუსიკალური რედაქტორი; 2006-2008 - რუსთავის ჯაზ-ვოკალ ბენდი, ხელმძღვანელი; 2008-2021 - თბილისის ალოიზ მიზანდარის სახ. N1 ხელოვნების სკოლა, თეორიული საგნების (სოლფეჯიო, მუს. ლიტერატურა) პედაგოგი; 2022-დან დღემდე - თბილისის სულხან ცინცაძის სახ. მე-16 ხელოვნების სკოლა, თეორიული საგნების (სოლფეჯიო, ელ. თეორია, მუს. ლიტერატურა) პედაგოგი; 2007-2019 - მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი”, დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 2007-დან დღემდე - საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის რეგიონებთან ურთიერთობის კოორდინატორი; |
შემოქმედებითი სფერო |
|
სიმფონიური, მუსიკალური თეატრი, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, საგუნდო, საბავშვო, საესტრადო; |
წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები |
|
ბებია (მამის დედა) - პარასკევა ილარიონის ასული ტაბიძე 1907-1990 ბაბუა (მამის მამა) - ამბროსი ანდროს ძე ალფაიძე 1907-1966 (სამხედრო) ბებია (დედის დედა) - კლარა ნიკიფორეს ასული სიხარულიძე ბაბუა (დედის მამა) - ნიკოლოზ ჩადუნელი (ცხოვრობდა და მოღვაწეობდა უკრაინაში, დაკრძალულია ქალაქ ვინიცაში) დედა - ლილი ნიკოლოზის ასული ჩადუნელი 1936-2019 (ინჟინერი, მეტალურგი) მამა - ილია ამბროსის ძე ალფაიძე 1934-2019 (ინჟინერი, მშენებელი) და - მადონა ალფაიძე 1958 (ექიმი, სტომატოლოგი) შვილი - კახაბერ ვალერიანის ძე მჭედლიშვილი 1980 (კიოლნის სახელმწ. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, RMG -ს (არემჯი) კორპორაციული დირექტორი რძალი - ვინეტა ბოიცოვა 1982 (ლინგვისტი, ფილოლოგი) შვილი - თორნიკე ვალერიანის ძე მჭედლიშვილი 1984 (ბონის სახელმწ. უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ბიზნესმეწარმე, „გეონუშის“ დამფუძნებელი) რძალი - მარიამ მიშველიძე 1989 (გრაფიკული დიზაინერი) შვილიშვილი - მონტა კახაბერის ასული მჭედლიშვილი 2011 (სკოლის მოსწავლე) შვილიშვილი - მართა კახაბერის ასული მჭედლიშვილი 2015 (სკოლის მოსწავლე) შვილიშვილი - ვაჩე თორნიკეს ძე მჭედლიშვილი 2015 (სკოლის მოსწავლე) შვილიშვილი - უტა თორნიკეს ძე მჭედლიშვილი 2019 (სკოლის მოსწავლე) |
შემოქმედების მემკვიდრე |
|
მარიამ მიშველიძე |
მასალის მდებარეობა |
|
საოჯახო არქივი; საქართველოს მუსფონდი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; |