ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

მანანა ალფაიძე

#

 

 

მანანა ილიას ასული ალფაიძე

 

კომპოზიტორი, პედაგოგი, შემსრულებელი (მომღერალი), საზოგადო მოღვაწე

 

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1994)

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი (2017)

„ტოლერანტობის ქომაგი” (2017 საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული საბჭო, UNAG , USAID)

 

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1957.03.04. რუსთავი

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2027 წელს 70 წელი

განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1964-1973 - რუსთავის მე-15 საშუალო სკოლა;

1965-1972 - რუსთავის I  სამუსიკო სკოლა, ფორტეპიანოს კლასი, პედაგოგები: ვანდა ბუკოვსკაია, კარლო ჩუხრუკიძე; კომპოზიციის კლასი, პედაგოგი  ნუგზარ ვაწაძე;

1974-1977 - რუსთავის სამუსიკო ტექნიკუმი, თეორიული განყოფილება, კომპოზიცის კლასი, პედაგოგები: რუბენ კაჟილოტი, რევაზ  ჩიტაშვილი;

1980-1985 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიტორო ფაკულტეტი, დავით თორაძის, ალექსი მაჭავარიანის კლასი;

მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი

                                                   

რუსთავი, თბილისი (საქართველო);

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია

 

1985-2008 - რუსთავის სამუსიკო ტექნიკუმი, თეორიული საგნების (სოლფეჯიო, ჰარმონია, ფორმის ანალიზი, პოლიფონია, საკრავმცოდნეობა, კომპოზიცია, მუს. ლიტერატურა) პედაგოგი;

1987-1990 - საესტრადო კვარტეტი „იასამანი”, ანსამბლის წევრი;

1991-1994 - თბილისი, ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე”, ფორტეპიანოს პედაგოგი;

1994-1996 - ტელეკომპანია „რუსთავი-2”, მუსიკალური რედაქტორი;

2006-2008 - რუსთავის ჯაზ-ვოკალ ბენდი, ხელმძღვანელი;

2008-2021 - თბილისის ალოიზ მიზანდარის სახ. N1 ხელოვნების სკოლა, თეორიული საგნების (სოლფეჯიო, მუს. ლიტერატურა) პედაგოგი;

2022-დან დღემდე - თბილისის სულხან ცინცაძის სახ. მე-16  ხელოვნების სკოლა, თეორიული საგნების (სოლფეჯიო, ელ. თეორია, მუს. ლიტერატურა) პედაგოგი;

2007-2019 - მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი”, დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი;

2007-დან დღემდე - საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის  რეგიონებთან ურთიერთობის კოორდინატორი;

შემოქმედებითი სფერო

 

სიმფონიური, მუსიკალური თეატრი, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, საგუნდო, საბავშვო, საესტრადო;

             წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები

 

 

ბებია (მამის დედა) -  პარასკევა ილარიონის ასული ტაბიძე 1907-1990

ბაბუა (მამის მამა) - ამბროსი ანდროს ძე ალფაიძე 1907-1966 (სამხედრო)

ბებია (დედის დედა) - კლარა ნიკიფორეს ასული სიხარულიძე

ბაბუა (დედის მამა) -  ნიკოლოზ ჩადუნელი (ცხოვრობდა და მოღვაწეობდა უკრაინაში, დაკრძალულია ქალაქ ვინიცაში)

დედა - ლილი ნიკოლოზის ასული ჩადუნელი 1936-2019 (ინჟინერი, მეტალურგი)   

მამა - ილია ამბროსის ძე ალფაიძე 1934-2019 (ინჟინერი, მშენებელი)

და - მადონა ალფაიძე 1958 (ექიმი, სტომატოლოგი)                                       

შვილი - კახაბერ ვალერიანის ძე მჭედლიშვილი 1980 (კიოლნის სახელმწ. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, RMG -ს (არემჯი) კორპორაციული დირექტორი

რძალი - ვინეტა ბოიცოვა 1982 (ლინგვისტი, ფილოლოგი)

შვილი - თორნიკე ვალერიანის ძე მჭედლიშვილი 1984 (ბონის სახელმწ. უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ბიზნესმეწარმე, „გეონუშის“ დამფუძნებელი)

რძალი -  მარიამ მიშველიძე 1989 (გრაფიკული დიზაინერი)

შვილიშვილი - მონტა კახაბერის ასული მჭედლიშვილი 2011 (სკოლის მოსწავლე)

შვილიშვილი - მართა კახაბერის ასული მჭედლიშვილი 2015 (სკოლის მოსწავლე)

შვილიშვილი - ვაჩე თორნიკეს ძე მჭედლიშვილი  2015 (სკოლის მოსწავლე)

შვილიშვილი - უტა თორნიკეს ძე მჭედლიშვილი 2019 (სკოლის მოსწავლე)

შემოქმედების მემკვიდრე

 

მარიამ მიშველიძე

მასალის მდებარეობა                   

 

საოჯახო არქივი; საქართველოს მუსფონდი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;