ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ნინო (ნანა) გაბაშვილი

#

 

 

ნინო (ნანა) გაიოზის ასული  გაბაშვილი

 

კომპოზიტორი, პედაგოგი

 

კომპოზიტორთა კავშირის წევრი

დიპლომები კომპოზიტორთა საერთაშორისო კონკურსებში (1980 - 1985)

საქართველოს თეატრალური ფესტივალის პრემია, ნომინაცია - საუკეთესო მუსიკა სპექტაკლისთვის (1990)

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1961.02.22. თბილისი

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2026  წელს დაბადებიდან  65

განათლება

(სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1968-1972 - თბილისის 24-ე  საშუალო სკოლა

1967-1979 - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა („ნიჭიერთა ათწლედი“), ფ-ნოს განხრით, პედაგოგი სუსანა გაბუნია, კომპოზიციის პედაგოგები: რეზო გაბიჩვაძე, მერი დავითაშვილი;

1979-1984 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიტორო ფაკულტეტი, პედაგოგი: კომპოზიტორი ალექსანდრე შავერზაშვილი;

1984-1986 - სტაჟირება, პედაგოგი: კომპოზიტორი სულხან ცინცაძე;

1987-1989 - ასპირანტურა, პედაგოგები: ნოდარ მამისაშვილი და სულხან ცინცაძე;

მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი

 

თბილისი (საქართველო)

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია

 

1984-2001 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ სამუსიკო ათწლედში, პედაგოგიური მოღვაწეობა, საგნები: კომპოზიცია, საკრავთმცოდნეობა;

2006-2014 - აპოლონ ქუთათელაძის სახ. სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტზე მოწვეული პედაგოგი, დისციპლინ: აუდიოდიზაინი, 2014-2022 - უფროსი პედაგოგი;

2022 - დან  დღემდე ამავე დისციპლინაში, ასისტენტ პროფესორი;

შემოქმედებითი სფერო

 

სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, მუსიკა დრამატული თეატრისათვის, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მიუზიკლი, საფორტეპიანო, საბავშვო მუსიკა

წინაპრები / ოჯახის წევრები

 

მამა - გაიოზ ალექსის ძე გაბაშვილი 1926-2004 (ეკონომისტი);

დედა - ლია აბელის ასული გაბაშვილი 2009 (ექიმი, სამედიც. ინსტიტუტის ლექტორი);

ძმა - გიორგი გაიოზის ძე გაბაშვილი 1954 (ექიმი, კარდეოლოგი);

მეუღლე - ერეკლე (ირაკლი) მერაბის ძე გამყრელიძე 1956-2014 (არქიტექტორი);

შვილი - მერაბ ერეკლეს ძე გამყრელიძე 1993 (არქიტექტორი);

შვილი - გიორგი ერეკლეს ძე გამყრელიძე 1994 (არქიტექტორი);

 

დაახლოებული პირები

 

პირები, რომლებთან ურთიერთობამ გავლენა იქონია: ნინო ოცხელი, მერი დავითა შვილი, სუსანა გაბუნია, ალექსანდრე შავერზაშვილი, სულხან ცინცაძე, ნოდარ მამისაშვილი

შთამომავლები / მემკვიდრეები

 

მერაბ გამყრელიძე,  გიორგი გამყრელიძე

მასალის მდებარეობა

 

საოჯახო არქივი