ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ნუნუ გაბუნია

#

 

 

 

ნუნუ ნიკოლოზის ასული გაბუნია

 

კომპოზიტორი, მომღერალი, პედაგოგი, ტელე-რადიო გადაცემების ავტორი და რედაქტორი

 

თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი (1976)

რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი (1977)

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1977)

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი (1991 - 2000)

მედალი - „შრომის ვეტერანი“ (1988);

საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით „საბრძოლო თანამეგობრობის განმტკიცებისთვის“ 1988;

„კულტურის სფეროში საშეფო მუშაობისთვის” 1978, 1983,

„სასაზღვრო ჯარების წარჩინებული" -ს წოდება 1985, 1987;

ალექსანდროვის სახ. ვერცხლის მედალი (გმირულად დაცემული ქართველი ჯარისკაცისადმი მიძღვნილი საორკესტრო სუიტისათვის), (1989);

ღირსების ორდენის კავალერი (1998);

საპატიო სიგელი მედლით - „ქართული კულტურის ამაგდარი“ (2009);

 ჯორჯიის შტატის (აშშ) დედაქალაქ ატლანტის საპატიო მოქალაქე (1990);

თბილისის საპატიო მოქალაქე (2011);

ვარსკვლავი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ (2012);

სიმღერის საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი (აშშ, რუსეთი, მოლდოვა, ყაზახეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვა);

საქართველოს ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (2015)

 

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1941.07.14.  თბილისი

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2026 წელს დაბადებიდან 85

განათლება

(სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1947-1957 - თბილისის  საშუალო სკოლა N 42; თბილისის  სამუსიკო სკოლა N 3;   

1948–1955 - თბილისის  სამუსიკო სკოლა N 3;   ცალკე იმიტომ მქონდა, რომ მუსიკალური ადრე დაამთავრა;

1955-1960 - თბილისის  სამუსიკო სასწავლ. N 1, საკომპოზიციო განყოფილება, შალვა მშველიძის კლასი;

1960-1966 - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიციო ფაკულტეტი, პედაგოგები იონა ტუსკია და ალექსანდრე შავრზაშვილი;

1966-1970 - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, ვოკალური ფაკულტეტი, პედაგოგი ვერა დავიდოვა;

1972 - სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრში (ტატიანას პარტია ჩაიკოვსკის ოპერა „ევგენი ონეგინში“);

 

მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი

 

თბილისი (საქართველო)

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია

 

1961-1972 -  საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახ. კომიტეტი, საბავშვო რედაქციის მუსიკალური რედაქტორი;

1968 - საქათველოს ფილარმონიის სოლისტი;

1973 - 1993 საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახ. კომიტეტის სოლისტი;

1993 - 1997 საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახ. კომიტეტის საესტრადო ორკესტრ „ფორტეს“ რედაქტორი;

1997 - 2004 საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახ. კომიტეტი, სამსახიობო პერსონალის ( სიმფონიური, საესტრადო, ხალხურ საკრავთა ორკესტრები, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ლაშარი“ და ცალკეული სოლისტები) დირექტორ- განმკარგულებელი;

1986 - 2002 თბილისის მეორე სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი;

1998 - 2001 თბილისის ხელოვნების მუშაკთა სახლის სამხატრო ხელმძღვანელი;

1991 - 2000 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი;

შემოქმედებითი სფერო

 

საკომპოზიტორო შემოქმედება: ოპერა, ბალეტი, ოპერეტა, მიუზიკლი, სიმფონიური მუსიკა, თეატრალური მუსიკა, მუსიკა მხატვრული, მულტიპლიკაციური, დოკუმენტური ფილმებისთვის, სარეკლამო რგოლებისთვის, კამერულ-ვოკალური: რომანსები, სიმღერები, საგუნდო, საბავშვო რეპერტუარი, საესტრადო

წინაპრები / ოჯახის წევრები

 

მამა - ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე გაბუნია 1908 - 1950 (ინჟინერი, იურისტი);

დედა - ლუბა ივანეს ასული დიასამიძე 1912 - 1993 (სამუსიკო სასწავლებელი, სამედიცინო ინსტიტუტი);

ძმა - გურამ ნიკოლოზის ძე გაბუნია 1944 - 2021 (ინჟინერ-მშენებელი);

მეუღლე - გოჩა ალექსანდრეს ძე აბაშიძე 1937 - 1961 (კინოსა და თეატრის მსახიობი);

შვილი - მანანა გოჩას ასული აბაშიძე 1959 (ინგლისური ენის სპეციალისტი);

შვილიშვილები:

სოფიკო ზაზას ასული ბედიაშვილი 1985 (ტელე რეჟისორი);

ნინო ზაზას ასული ბედიაშვილი 1987 (მომღერალი);

შვილთაშვილები:

ნიკოლოზ დავითის ძე მეკოკიშვილი 2012 (მოსწავლე);

ალექსანდრე დიმიტრის ძე ნადირაშვილი 2016 (მოსწავლე);

თორნიკე დიმიტრის ძე ნადირაშვილი 2017 (მოსწავლე);

შთამომავლები / მემკვიდრეები

 

მანანა აბაშიძე, სოფიკო ბედიაშვილი, ნინო ბედიაშვილი

მასალის მდებარეობა

 

საოჯახო არქივი; საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიი მუზეუმი; საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქ. ეროვნული არქივი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი და ბიბლიოთეკა; საქტელე-რადიოს არქივი;