ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ლიკა ჯგერენაია

#

 

 

ლიკა გიორგის ასული ჯგერენაია

 

კომპოზიტორი, პედაგოგი

 

საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოლოგთა ასოციაციის საბჭოს წევრი

 

საერთაშორისო და ეროვნულ კონკურსებსა და პროფესიულ მუსიკალურ პლატფორმებზე მიღებული აღიარებები, მათ შორის:

ჟიურის სიმპათიის პრიზი, „საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების კონკურსი“, 2019;

 

სპეციალური პრიზი, საერთაშორისო ფესტივალი „Future Stars“, თურქეთი, 2013;

 

არტისტიზმის ნომინაცია, საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „Future Stars“, თურქეთი, 2014;

 

შერჩევითი მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალებსა და კონცერტებში (საქართველო, იტალია), 2018-2023;

 

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1999.09.05.

პოდოლსკი (რუსეთი)

 

 

 

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2029 დაბადებიდან 30 წელი

 

განათლება

(სასწავლებელი, პედაგოგი)

 

2005-2017 - თბილისის 90-ე საჯარო სკოლა;

2005-2017 - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის II ხელოვნების სკოლა, ფორტეპიანოს განხრით, პედაგოგი ლამარა გრიგოლია;
2008-2017 - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის II ხელოვნების სკოლა, კომპოზიციის განხრით, პედაგოგი ლილი შავერზაშვილი;

2017-2021 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, საბაკალავრო პროგრამა „კომპოზიცია“, კომპოზიტორ გიორგი შავერზაშვილის კლასი;

2021-2023 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, სამაგისტრო პროგრამა „კომპოზიცია“, კომპოზიტორ გიორგი შავერზაშვილის კლასი;

2022-2023 - მილანის კონსერვატორია (Conservatorio di Milano), Erasmus+ გაცვლითი სამაგისტრო პროგრამა „კომპოზიცია და ელექტროაკუსტიკური კომპოზიცია“,  კომპოზიტორ გაბრიელე მანკას და ხავიერ ტორეს მალდონადოს კლასი;

 

2023.11.14.-2023.11.23 -  Erasmus+  ტრენინგი “Youthpass: Start Your Business and Develop Your Skills” (ბალატონსარსო, უნგრეთი);

2019.05 – Multimedia Journalism: Storytelling Tips, Tools and Guides, ამერიკის ხმა და სეუ;

მასტერკლასები:
2021.04 - მასტერკლასი კომპოზიციაში მანოლის ვლიტაკისთან (საბერძნეთი, გერმანია);

2021.10 - მასტერკლასი ხავიერ ტორეს მალდონადოსთან (იტალია) სპექტრალიზმში და პოსტ-სპექტრალიზმში, IRCAM: Introduction to OpenMusic and Applications of Computer-Assisted Composition;

2021.11 - მასტერკლასი ვახტანგ მაჭავარიანთან (საქართველო/აშშ) გაორკესტრებაში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია;

2023.02 - მასტერკლასები ჰობოიში და ვორქშოპი კომპოზიციაში პილარ ფონტაბლასთან და ხავიერ ტორეს მალდონადოსთან, მილანის კონსერვატორია;

2023.05 - მასტერკლასები პიტერ ვაელესთან, მილანის კონსერვატორია;

 

მოღვაწეობის გეოგრაფიული მონაცემი

 

თბილისი (საქართველო), მილანი (იტალია)

 

 

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია

 

2025 - დან - მუსიკალური ვორკშოპების კურატორი (ამანტეა, იტალია);

2025 - დან - პედაგოგის ასისტენტი, Convent Centre (ამანტეა, იტალია);

02025.07-08 - სოციალური მედიის მენეჯერი, Acarbio, Corleto Monforte Rural Lab (კორლეტო მონფორტე, იტალია);

2025.07-08 - ივენთ მენეჯერი, Acarbio, Corleto Monforte Rural Lab (კორლეტო მონფორტე, იტალია);
2025 - დან - სოციალური მედიის მენეჯერი, Dánca Livre Com Carla (პორტუგალია / დისტანციურად);
2024 - დან - საბჭოს წევრი, ახალგაზრდა მუსიკათმცოდნეთა ასოციაცია;
2024.07 - მოხალისე / სოციალური მედიის მენეჯერი, Acarbio „Make it Green“ (ტრამონტი, იტალია);

2023 - დან - ფრილანს კომპოზიტორი;

2023 - ადმინისტრაციული მხარდაჭერის სპეციალისტი, მეიჯორელი საქართველო;

2022 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ეთიკის კოდექსის სამუშაო ჯგუფის წევრი;

2021.01 - 2022.12 - კომპოზიციის მასწავლებელი (კერძო პრაქტიკა);

2020-2022 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სამუშაო ჯგუფის წევრი;

2019-2020 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი;
2019-2020 - ინგლისური ენის მასწავლებელი (კერძო პრაქტიკა);

2018-2023 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს წევრი;

2018-2021 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი;

2018-2020 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, სტუდენტური თვითმმართველობის  წევრი;

 

შემოქმედებითი სფერო

 

საკომპოზიტორო შემოქმედება: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, საორკესტრო, ელექტროაკუსტიკური მუსიკა, ელექტრონული მუსიკა, მულტიმედია.

 

წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები

 

ბაბუა (დედის მხრიდან) - თამაზი ფარშევანგის ძე აბაშია (1951-2008), ისტორიკოსი (წარმოშობით აფხაზეთიდან);

ბებია (დედის მხრიდან) - ლეილა ბორისის ასული შონია (1952-), ინჟინერ-დეკორატორი, სწავლული აგრონომი (წარმოშობით აფხაზეთიდან);

მამა - გიორგი ოთარის ძე ჯგერენაია;

დედა - თეა აბაშია თამაზის ასული (1974), იურისტი;

 

მასალის მდებარეობა

 

საოჯახო არქივი;

მილანის ჯუზეპე ვერდის სახელობის კონსერვატორია;

https://likajgerenaia.bandcamp.com/

www.linkedin.com/in/likajgerenaia-54b945276