ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

მარიამ (მარიკო) კვალიაშვილი

#

 

 

 

 

 

 

 

მარიამ (მარიკო) კონსტანტინეს ასული კვალიაშვილი

კომპოზიტორი, პედაგოგი

 

 

საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის წევრი / გამგეობის წევრი

ღირსების ორდენის კავალერი (1995)

თბილისის საპატიო მოქალაქე (2009)

„ვარსკვლავი“ ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ (2010)

ხელოვნების ქურუმი (2017)

ბრწყინვალების ორდენოსანი (2024)

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1937.05.07. თბილისი (საქართველო)

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2027 დაბადებიდან 90 წელი

 

განათლება

(სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1943-1950 - თბილისის 23-ე საშუალო სკოლა;

1945-1952 - თბილისის #3 სამუსიკო სკოლა, პედაგოგი მ. საფაროვა (ფ-ნო);

1952-1956 - დიმიტრი არაყიშვილის სახელობის I სამუსიკო სასწავლებელი, კომპოზიციის პედაგოგი: შალვა მშველიძე;

1956-1961 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, პროფ. იონა ტუსკიას კლასი; ხალხური მუსიკალური შემოქმედების ფაკულტეტი, პროფ. გრიგოლ ჩხიკვაძის კლასი;

 

მოღვაწეობის გეოგრაფიული მონაცემი

 

თბილისი (საქართველო)

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია

 

1959-დან - ხელოვნების მუშაკთა სახლი პედაგოგი

1961-2006 - თბილისის N1 მუსიკალური სკოლა, თეორიული საგნების პედაგოგი;

საქართველოს რუსთაველის საზოგადოება, კულტურული განყოფილების თავმჯდომარე

 

შემოქმედებითი სფერო

 

საკომპოზიტორო შემოქმედება: ვოკალური, საგუნდო, ნაწარმოებები, ვოკალური ანსამბლები, მუსიკალური პოემა, საფორტეპიანო პიესები;

 

წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები

 

მამა - კონსტანტინე გიორგის ძე კვალიაშვილი - (1906-1996) მხატვარი;

დედა - თამარ დიმიტრის ასული თარხნიშვილი (თარხან-მოურავი)(1909-1984); - ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, მარო თარხნიშვილის გუნდის წევრი;

ბებია - მარო (მარიამ) ესტატეს ასული თარხნიშვილი (1891-1969), ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებელი, მარო თარხნიშვილის გუნდის დამაარსებელი, საქართველოში პირველი ლოტბარი ქალი;

ძმა - ფირან კონსტანტინეს ძე კვალიაშვილი (1931- 2003)

მეუღლე - ფრიდონ სილიბისტროს ძე ნავერიანი (1928-2000) - სპორტსმენი, ფიზკულტურის ინსტიტუტის სამთო-სათხილამურო სპორტის კათედრის გამგე, პედაგოგი, სამთო-სათხილამური სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

შვილი - გურამ  ფრიდონის ძე ნავერიანი (1959-1980) მხატვარი

შვილი - ნუგზარ  ფრიდონის ძე ნავერიანი (1961) არქიტექტორი

შვილიშვილი - გურამ (გუკო) ნუგზარის ძე ნავერიანი (1983-2013) არქიტექტორი

შვილიშვილი - ლევან ნუგზარის ძე ნავერიანი (1984) ეკონომისტი

შვილთაშვილი - ლევან გურამის ძე ნავერიანი (2005) სტუდენტი

რძალი - თინათინ სანებლიძე, აგრობიოლოგი

რძალი - თამარ ბოდოკია, რეგიონალური ბრენდ მენეჯერი

 

დაახლოებული პირები

 

მარო თარხნიშვილი, ეკა კვალიაშვილი; ლია ხუგაშვილი, ვაჟა აზარაშვილი, ნანი ბრეგვაძე, მანანა ახმეტელი

 

შემოქმედების მემკვიდრე

 

ნუკრი (ნუგზარ) ნავერიანი, ლევან ნავერიანი, ლევან ნავერიანი;

 

მასალის მდებარეობა

 

საოჯახო არქივი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი და ბიბლიოთეკა;  საქ. საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო-არქივი;