ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

მზისავარ (მზია) დიაკვნიშვილი

#

 

 

 

მზისავარ (მზია) ზაქარიას ასული დიაკვნიშვილი

(1937-2012)

 

 

კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი

 

 

კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1966), საკოორდინაციო საბჭოს წევრი (1990-1992)

 

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1937.10.28.

თბილისი (საქართველო);

 

გარდაცვალების თარიღი, ადგილი

 

2012.06.17. თბილისი, (საქართველო), 74 წლის ასაკში;

დაკრძალვის ადგილი

 

დუშეთის სასაფლაო;

 

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2027 დაბადებიდან 90 წელი

2027 გარდაცვალებიდან 15 წელი

 

განათლება

(სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1944-1951 - ქ. ხონის (ყოფილი წულუკიძის) სამუსიკო სკოლა, ფორტეპიანოს განხრა;

1952-1956 - ქ. ქუთაისის მე-7-ე საშუალი სკოლა, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. სამუსიკო სასწავლებელი ფორტეპიანო, ფორტეპიანოს განხრა, პედაგოგები: ცირა კარგარეთელი, ერა კალანდაძე;

1956-1963 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიციო  ფაკულტეტი, კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის კლასი;

 

მოღვაწეობის გეოგრაფიული მონაცემი

 

თბილისი, ქუთაისი, დუშეთი (საქართველო)

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია

 

1954-1957 - დუშეთის სამუსიკო სკოლა;

1965-2007 - თბილისის დიმიტრი არაყიშვილის სახ. პირველი სამუსიკო სასწავლებელი, საერთო ფორტეპიანოს და თეორიული საგნების პედაგოგი;

 

 

შემოქმედებითი სფერო

 

საკომპოზიტორო შემოქმედება: სიმფონიური, ვოკალურ-სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, საგუნდო, საესტრადო მუსიკა;

 

წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები

 

მამა - ზაქარია ილარიონის ძე დიაკვნიშვილი, მუსიკოსი - თეორეტიკოსი, მევიოლინე, დუშეთის სამუსიკო სკოლის დამაარსებელი და დირექტორი (სკოლა ატარებს მის სახელს);

დედა - სოფიო ფარცვანია, ეკონომისტი, დიასახლისი;

ძმა - ბადურ ზაქარიას ძე დიაკვნიშვილი (1941-2014), კლარნეტისტი, თბილისის საოპერო თეატრის  სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრი, კონსერვატორიის სიმებიანი მიმართულების დეკანი, ასოცირებული პროფესორი;

ძმა - გოგი ზაქარიას ძე დიაკვნიშვილი (1940), მესაყვირე. დუშეთის სამუსიკო სკოლის პედაგოგი;

ძმისშვილი - შავლეგ გოგის ძე დიაკვნიშვილი (1983), ეკონომისტი, “Sharm Trading”-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ძმისშვილი - სოფიო გოგის ასული დიაკვნიშვილი (1987), ეკონომისტი, დიასახლისი;

 

დაახლოებული პირები

 

ვაჟა აზარაშვილი, ნუგზარ ვაწაძე, ლილი შავერზაშვილი, ნათელა კვირკველია, ნუნუ გაბუნია, ნანი ბრეგვაძე, თემურ ცაგურია;

 

შემოქმედების მემკვიდრე

 

გოგი, შავლეგ და სოფიო დიაკვნიშვილები;

 

მასალის მდებარეობა

 

საოჯახო არქივი; საქართველოს ხელოვნების სასახლე; საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქ. ეროვნული არქივი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი და ბიბლიოთეკა; საქტელე-რადიოს არქივი;