მარინე ნიკურაძე
მარინე სიმონის ასული ნიკურაძე
კომპოზიტორი, შემსრულებელი, მუსიკალური რედაქტორი
II პრემია, სსრკ სტუდენტ-კომპოზიტორთა კონკურსი, მოსკოვი (1977);
I პრემია, სსრკ კომპოზიტორთა კონკურსი, ერევანი (1978);
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1983);
|
დაბადების თარიღი, ადგილი |
|
1956.11.05. სენაკი (საქართველოს)
|
|
უახლოესი საიუბილეო თარიღი |
|
2026 დაბადებიდან 70 წელი
|
|
განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი) |
|
1963-1973 - სენაკის II საშუალო სკოლა; 1963-1970 - სენაკის I სამუსიკო სკოლა, საფორტეპიანო განხრა, პედაგოგი ლ. კვარჭაია; 1970-1973 - სენაკის II საშუალო სკოლასთან არსებული სამუსიკო ათწლედი, საფორტეპიანო განხრა, პედაგოგი ა. მეტაქსა; 1975-1981 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიციო ფაკულტეტი, კომპოზიტორ დავით თორაძის კლასი; 1983-1984 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიციოს კათედრის ასისტენტ-სტაჟიორი, დავით თორაძის და სულხან ნასიძის საკომპოზიციო კლასი;
|
|
მოღვაწეობის გეოგრაფიული მონაცემი |
|
სენაკი, თბილისი (საქართველო)
|
|
მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია |
|
1973-1975 - სენაკის II საშუალო სკოლასთან არსებული სამუსიკო ათწლედი, პედაგოგი (ფორტეპიანო); 1981-1983 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, გუნდის კონცერტმაისტერი;
1984-1991 - საქართველოს კინოსტუდიის დოკუმენტური ფილმების სტუდია, მუს. გამფორმებელი;
|
|
შემოქმედებითი სფერო |
|
საკომპოზიტორო შემოქმედება: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, საგუნდო, ვოკალური, საბავშვო, საესტრადო მუსიკა;
|
|
წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები |
|
მამა - სიმონ ივანეს ძე ნიკურაძე (1925-1983), პედაგოგი; დედა - ნორა შალვას ასული სინაურიძე (1926-2007), პედაგოგი; და - ლალი სიმონის ასული ნიკურაძე (1949), ექიმი; ძმა - გელა სიმონის ძე ნიკურაძე (1951), ინჟინერ-ტექნოლოგი;
შვილი - ირაკლი ბადრის ძე ღვინჯილია (1992), ეკონომისტი;
|
|
შემოქმედების მემკვიდრე |
|
ირაკლი ღვინჯილია
|
|
მასალის მდებარეობა |
|
საოჯახო არქივი; საქტელე-რადიოს არქივი; |