ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

თეა ჯინორია

#

თეა ევგენის ასული ჯინორია

 

კომპოზიტორი, პედაგოგი, შემსრულებელი (ფორტეპიანო)

 

 „ამიერკავკასიის ფესტივალი“, პიანისტ-შემსრულებელი - გრანპრი (1988)

 

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი (2007)

 

 

 

 

 

დაბადების თარიღი,

ადგილი

 

1970.05.26.

ქუთაისი (საქართველო)

 

 

 

 

 

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2030 დაბადებიდან 50 წელი

 

 

განათლება

(სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1976-1986 - ქ. ქუთაისის N1 საშუალო სკოლა;

1977-1984 - ქ. ქუთაისის მეორე მუსიკალური სკოლა, პედაგოგ მზია სანებლიძის საფორტეპიანო კლასი;

1986-1989 - ქ. ქუთაისის მუსიკალური ათწლედი, პედაგოგ ლ. კანკავას საფორტეპიანო კლასი;

1989-1993 - ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობა - საკომპოზიტორო ფაკულტეტი, კომპოზიციის მიმართულება. პედაგოგების - ანდრია ბალანჩივაძის და ნოდარ მამისაშვილის საკომპოზიციო კლასი.

2020-2021 - ქ. თბილისი, ილიაუნის მასწავლებელთა გადამზადების კურსები;

 

 

მოღვაწეობის გეოგრაფიული მონაცემი

 

ქუთაისი, თბილისი (საქართველო)

 

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია

 

2004-2021 - „ჭოხონელიძეების სტუდია“ (თბილისი), პედაგოგი, კონცერტმაისტერი, კომპოზიტორი; 

 

2005-2024 - შშმ პირთა ამიერკავკასიაში ერთადერთი პარა-ორკესტრი (თბილისი), მუსიკის პედაგოგი და მუსთერაპევტი;

2021 -დან - ქ. თბილისის 192-ე საჯარო სკოლა, მუსიკის პედაგოგი;

2025 -დან - ქ. თბილისის სკოლა „პეგასი“, მუსიკის პედაგოგი;

სკოლის მუს. სპექტაკლების დადგმის ორგანიზატორი და განმხორციელებელი;

 

სხვადასხვა წლებში ( მათ შორის 2005, 2006, 2007, 2017) საავტორო შემოქმედებითი საღამოების მონაწილე და მუსიკალური კომპოზიციების ავტორი;

 

 

შემოქმედებითი სფერო

 

საკომპოზიტორო შემოქმედება: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, საგუნდო, ვოკალური, სიმღერები, საბავშვო მუსიკა, მუსიკა სპექტაკლისთვის, საესტრადო;

 

 

წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები

 

ბაბუა - გიორგი აპოლონის ძე სამხარაძე (1910-1982), ცნობილი პოეტი, პედაგოგი, ფოლკლორისტი,

ქ. ქუთაისის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ლ. მესხიშვილის სახ. დრამატული თეატრის დირექტორი, თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი;

ბებია - ელენე მიხეილის ასული სიამაშვილი (1915-1985), ბიოლოგი;

ბაბუა - ალექსი გაბრიელის ძე ბლიაძე (1914-2000), მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, სამშობლოსადმი თავდადებისთვის დაჯილდოებულია მედლებით;

 

ბებია - ნადია დიმიტრის ასული ბაღდავანიძე (1920-1997), დიასახლისი;

 

მამა - ევგენი ალექსის ძე ბლიაძე (1938-2021), ტექნიკური უნივერსიტეტის და აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, მრავალი სამეცნიერო სტატიის, კვლევისა და სახელმძღვანელოს ავტორი;

 

დედა - ხათუნა გიორგის ასული სამხარაძე (1942), ქუთაისის უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის ლექტორი;

 

და - ნათია ბლიაძე (1966), ბიოლოგი;

და - ელენე (ლიკა) ბლიაძე (1976), გერმანული ენის სპეციალისტი;

 

მეუღლე - მალხაზ კორნელის ძე ჯინორია (1969), ინჟინერი, პროდიუსერი;

 

შვილი - ნიკოლოზ მალხაზის ძე ჯინორია (1995);

შვილი - ნინო მალხაზის ასული ჯინორია (1996);

შვილი - გიორგი მალხაზის ძე ჯინორია (1998);

 

შვილიშვილი - იოანე ზურაბის ძე აბესაძე (2016);

შვილიშვილი - ევა ნიკოლოზის ასული ჯინორია (2020);

 

 

შემოქმედების მემკვიდრე

 

მალხაზ ჯინორია, ნინო ჯინორია, ნიკოლოზ ჯინორია, გიორგი ჯინორია,

 

 

მასალის მდებარეობა

 

საოჯახო არქივი; საქტელე-რადიოს არქივი;