რუსუდან თოხაძე
რუსუდან ვლადიმერის ასული თოხაძე
1927- 2001
კომპოზიტორი, პედაგოგი, მუსიკალური რედაქტორი, ექიმი
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1959)
|
დაბადების თარიღი, ადგილი |
|
1927.01.24. თბილისი |
|
გარდაცვალების თარიღი, ადგილი |
|
2001.12.11. თბილისი, 74 წლის ასაკში |
|
დაკრძალვის ადგილი |
|
თბილისი |
|
უახლოესი საიუბილეო თარიღი |
|
2027 დაბადებიდან 100 წელი 2031 გარდაცვალებიდან 30 წელი
|
|
განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი) |
|
1934-1944 - თბილისის მე-2 ქალთა სკოლა; 1945-1949 - თბილისის სამუსიკო ტექნიკუმი; 1937-1941 - თბილისის დ. არაყიშვილის ს სახ. სამუსიკო სასწავლებელი, კომპოზიტორ შალვა მშველიძის კლასი; 1949-1953 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიციო ფაკულტეტი, კომპოზიტორ ანდრია ბალანჩივაძის კლასი; 1953-1956 - კიევის სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიტორ ლ. რევუცკის კლასი;
|
|
მოღვაწეობის გეოგრაფიული მონაცემი |
|
თბილისი (საქართველო), კიევი (უკრაინა); |
|
მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია |
|
1956 - დან - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი; 1956-1961 - თბილისის ე. მიქელაძის სახ. მე-9 სამუსიკო სკოლა, თეორიული საგნების პედაგოგი; 1961-1966 - კინოსტუდია „ქართული ფილმი“, მუსიკალური რედაქტორის მოადგილე;
|
|
შემოქმედებითი სფერო |
|
საკომპოზიტორო შემოქმედება: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, საგუნდო;
სამეცნიერო შემოქმედება: სამეცნიერო შრომები მედიცინის დარგში; |
|
წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები |
|
მამა - ვლადიმერ ამბაკოს ძე თოხაძე (1892-1972), ექიმი, პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; დედა - ქეთევან ხომერიკი, პედაგოგი, თბილისის საშუალო სკოლის დირექტორი; და - ციალა თოხაძე, ექიმი; შვილი - ნინო თოხაძე (1959-2021), კომპოზიტორი; შვილი - მირიან თოხაძე (1960), კომპოზიტორი;
|
|
დაახლოებული პირები |
|
ანდრია ბალანჩივაძე, ირაკლი აბაშიძე, მზია რამიშვილი;
|
|
შემოქმედების მემკვიდრე |
|
მირიან თოხაძე
|
|
მასალის მდებარეობა |
|
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს ეროვნული არქივი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი; ხელოვნების სასახლე; საქტელე-რადიოს არქივი; |