ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ქეთევან (კიწი) თუმანიშვილი

#

 

 

 

 

ქეთევან დიმიტრის ასული თუმანიშვილი

1919-2001

კომპოზიტორი, მუსიკოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

 

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

ღირსების ორდენის კავალერი

 

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1943)

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1919.31.09. თბილისი

 

გარდაცვალების თარიღი, ადგილი

 

2001.07.30. თბილისი

 

დაკრძალვის ადგილი

 

თბილისი, ვაკის სასაფლაო

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2029 წელს დაბადებიდან 110

2026 წელს გარდაცვალებიდან 25

 

განათლება

(სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1926-1936 - თბილისის სტალინის სახელობის I საცდელ-საჩვენებელი სკოლა;

1926-1938 - თბილისის I სამუსიკო სასწავლებელი, ფორტეპიანოს კლასი;

1938-1943 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია,

კომპოზიცია: პროფ. პეტრე რიაზანოვისა და პროფ. ანდრია ბალანჩივაძის კლასი (დიპლომი წარჩინებით);

სოლო ფორტეპიანო: პროფ. ანასტასია ვირსალაძისა და პროფ. ვალენტინა სტეშენკო-კუფტინას კლასი (დიპლომი წარჩინებით);

1945-1949 - მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ასპირანტურა (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან  არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს მივლინებით), ხელმძღვანელები კომპოზიციის მიმართულებით: პროფესორები დ. კაბალევსკი, ვ. შებალინი, ი. შაპორინი, დისერტაციის ხელმძღვანელი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფ. ვ. ბელიაევი.

 

მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი

 

საქართველო, რუსეთი;

 

შემოქმედებითი სფერო

 

საკომპოზიტორო შემოქმედება: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, საგუნდო  მუსიკა;

სამეცნიერო ნაშრომები:

1949 - საკანდიდატო დისერტაცია, თემა: „ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ მუსიკალური ენის    ზოგიერთი თავისებურება“

 

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი

პოზიცია

 

1943-1945 - თბილისის III სამუსიკო სასწავლებელი, თეორიული დისციპლინების მასწავლებელი;

1949-1974 - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“, პედაგოგი, სასწავლო ნაწილის გამგე (1952-1956);

1956-1998 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, მუსიკის თეორიის კათედრა, პედაგოგი, დოცენტი (1961), პროფესორი (1966), მუსიკის თეორიის კათედრის გამგე (1973 -1991);

 

წინაპრები / ოჯახის წევრები / შთამომავლები

 

 

მამა - დიმიტრი გრიგოლის ძე თუმანიშვილი (1889-), ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, დოცენტი, კათედრის გამგე;

დედა - ნინო სერგის ასული ჯაფარიძე (1899-), ინჟინერი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი;

ძმა - გრიგოლ დიმიტრის ძე თუმანიშვილი (1925-), ბიოლოგი,  ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ციტოლოგიის კათედრის გამგე, საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი;

რძლები:

ქეთევან მანუჩარის ასული ჯანდიერი (1927), ბიოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ნანა გივის ასული კვიციანი (1967), ხელოვნებათმცოდნე;

ძმისშვილი - დიმიტრი თუმანიშვილი (1950), ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ცენტრი, დირექტორის მოადგილე; შუა საუკუნეების არქიტექტურის განყოფილების გამგე,  სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, თბილისის ა. ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორი;

ძმისშვილი - თეიმურაზ თუმანიშვილი 1953 ბიოლოგი, ბიოლოგიის დოქტორი, თბილისის სახ. უნივერსიტეტი, ლექტორი;

ძმისშვილიშვილები:

გრიგოლ თუმანიშვილი (1994)

მანუჩარ თუმანიშვილი (1995)

დიმიტრი თუმანიშვილი (1997)

არჩილ თუმანიშვილი (2004)

 

შემოქმედების მემკვიდრე

 

ნანა კვიციანი, გრიგოლ თუმანიშვილი, მანუჩარ თუმანიშვილი, დიმიტრი თუმანიშვილი, არჩილ თუმანიშვილი;

 

მასალის მდებარეობა

 

საოჯახო არქივი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი და ბიბლიოთეკა;  საქ.     საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო-არქივი;