ქეთევან (კიწი) თუმანიშვილი

ქეთევან დიმიტრის ასული თუმანიშვილი
1919-2001
კომპოზიტორი, მუსიკოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი
ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
ღირსების ორდენის კავალერი
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1943)
დაბადების თარიღი, ადგილი |
|
1919.31.09. თბილისი
|
გარდაცვალების თარიღი, ადგილი |
|
2001.07.30. თბილისი
|
დაკრძალვის ადგილი |
|
თბილისი, ვაკის სასაფლაო |
უახლოესი საიუბილეო თარიღი |
|
2029 წელს დაბადებიდან 110 2026 წელს გარდაცვალებიდან 25
|
განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი) |
|
1926-1936 - თბილისის სტალინის სახელობის I საცდელ-საჩვენებელი სკოლა; 1926-1938 - თბილისის I სამუსიკო სასწავლებელი, ფორტეპიანოს კლასი; 1938-1943 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიცია: პროფ. პეტრე რიაზანოვისა და პროფ. ანდრია ბალანჩივაძის კლასი (დიპლომი წარჩინებით); სოლო ფორტეპიანო: პროფ. ანასტასია ვირსალაძისა და პროფ. ვალენტინა სტეშენკო-კუფტინას კლასი (დიპლომი წარჩინებით); 1945-1949 - მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ასპირანტურა (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს მივლინებით), ხელმძღვანელები კომპოზიციის მიმართულებით: პროფესორები დ. კაბალევსკი, ვ. შებალინი, ი. შაპორინი, დისერტაციის ხელმძღვანელი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფ. ვ. ბელიაევი.
|
მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი |
|
საქართველო, რუსეთი;
|
შემოქმედებითი სფერო |
|
საკომპოზიტორო შემოქმედება: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, საგუნდო მუსიკა; სამეცნიერო ნაშრომები: 1949 - საკანდიდატო დისერტაცია, თემა: „ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ მუსიკალური ენის ზოგიერთი თავისებურება“
|
მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი პოზიცია |
|
1943-1945 - თბილისის III სამუსიკო სასწავლებელი, თეორიული დისციპლინების მასწავლებელი; 1949-1974 - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“, პედაგოგი, სასწავლო ნაწილის გამგე (1952-1956); 1956-1998 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, მუსიკის თეორიის კათედრა, პედაგოგი, დოცენტი (1961), პროფესორი (1966), მუსიკის თეორიის კათედრის გამგე (1973 -1991);
|
წინაპრები / ოჯახის წევრები / შთამომავლები |
|
მამა - დიმიტრი გრიგოლის ძე თუმანიშვილი (1889-), ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, დოცენტი, კათედრის გამგე; დედა - ნინო სერგის ასული ჯაფარიძე (1899-), ინჟინერი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი; ძმა - გრიგოლ დიმიტრის ძე თუმანიშვილი (1925-), ბიოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ციტოლოგიის კათედრის გამგე, საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი; რძლები: ქეთევან მანუჩარის ასული ჯანდიერი (1927), ბიოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ნანა გივის ასული კვიციანი (1967), ხელოვნებათმცოდნე; ძმისშვილი - დიმიტრი თუმანიშვილი (1950), ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ცენტრი, დირექტორის მოადგილე; შუა საუკუნეების არქიტექტურის განყოფილების გამგე, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, თბილისის ა. ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორი; ძმისშვილი - თეიმურაზ თუმანიშვილი 1953 ბიოლოგი, ბიოლოგიის დოქტორი, თბილისის სახ. უნივერსიტეტი, ლექტორი; ძმისშვილიშვილები: გრიგოლ თუმანიშვილი (1994) მანუჩარ თუმანიშვილი (1995) დიმიტრი თუმანიშვილი (1997) არჩილ თუმანიშვილი (2004)
|
შემოქმედების მემკვიდრე |
|
ნანა კვიციანი, გრიგოლ თუმანიშვილი, მანუჩარ თუმანიშვილი, დიმიტრი თუმანიშვილი, არჩილ თუმანიშვილი;
|
მასალის მდებარეობა |
|
საოჯახო არქივი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი და ბიბლიოთეკა; საქ. საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო-არქივი; |