ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

თამარ ფუტკარაძე-ლაშხი

#

 

 

თამარ მალხაზის ასული ფუტკარაძე-ლაშხი

 

კომპოზიტორი, პედაგოგი, შემსრულებელი (ვოკალი, ფორტეპიანო), მუსიკალური პროდიუსერი

 

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი (2021)

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1989.08.02. თბილისი

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2024 წელს 35 წელი

განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1997-2004 - თბილისის მე-16 სამუსიკო სკოლა, (ფ-ნო), პედ. ქ. ქოიავა;

2004-2006 - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“, პედაგოგები: თამარ კეჩხუაშვილი (ფორტეპიანო), ნუნუ დუღაშვილი (კომპოზიცია);

2006-2010 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, ბაკალავრიატი, პროგრამა "კომპოზიცია", პროფ. გიორგი შავერზაშვილის კომპოზიციის კლასი;

2010-2013 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, მუსიკალური ხელოვნების მაგისტრი, მაგისტრატურა, პროგრამა "კომპოზიცია", პროფ. გიორგი შავერზაშვილის კომპოზიციის კლასი;

2015-2023 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, დოქტორანტურა, პროგრამა "კომპოზიცია", ასოც. პროფ. ეკა ჭაბაშვილის კლასი;

2016-2017 - კრაკოვის მუსიკის აკადემია, სადოქტორო პროგრამა კომპოზიცია (ერასმუსის გაცვლითი პროგრამა), პედაგოგები: მარეკ ჰოლონიევსკი და ვოიჩეხ ზიჩი;

2016 - ესტონეთის მუსიკისა და დრამის აკადემია, სადოქტორო პროგრამა კომპოზიცია (ერასმუსის გაცვლითი პროგრამა) პედაგოგი ტოივო ტულევი (ტალინი);

2023 - სამუსიკო ხელოვნების დოქტორის აკადემიური ხარისხი;

მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი

 

თბილისი (საქართველო), ტალინი (ესტონეთი), კრაკოვი (პოლონეთი), ალიტუსი (ლიეტუვა);

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი

პოზიცია

 

2014-2015 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, ბიბლიოთეკის თანამშრომელი;

2016 - თბილისის მე-200 საჯარო სკოლა-პანსიონი

2017-2019 - თბილისის ს. ცინცაძის სახელობის ხელოვნების სკოლა, პედაგოგი;

2018-2019 - ქართულ-ებრაული სკოლა „ორ ავნერი“;

2019-2021 - თბილისის 171-ე სკოლა, მასწავლებელი;

2021 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მოწვეული ლექტორი;

2021-2022 - მუსიკის აკადემია/Academy of Music;

2022-2023 - სკოლა „არქიმედე“, მასწავლებელი;

2023 - დღემდე - საქართველოს შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი;

შემოქმედებითი სფერო

 

მუსიკა თეატრისთვის (ოპერა), სიმფონიური, ორიგინალური მუსიკის ავტორი დრამატული სპექტაკლებისათვის და ფილმისთვის, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, საგუნდო, საფორტეპიანო, საბავშვო;

წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები

 

დედა - ლალი ჭანჭალეიშვილი (ისტორიკოსი, ეთნოგრაფი)

მამა - მალხაზ ფუტკარაძე (ეკონომ-გეოგრაფი, ისტორიკოსი, იურისტი)

და - ქეთევან ფუტკარაძე (იურისტები)

და - მარიამ ფუტკარაძე (იურისტები)

ძმა - დავით ფუტკარაძე (სტუდენტი)

მეუღლე - ლაშა-გიორგი ლაშხი (რეჟისორი-მსახიობი, პოეტი)

ვაჟიშვილი - საბა ქუთათელაძე (სკოლის მოსწავლე),

ქალიშვილი - თინათინ ლაშხი

შემოქმედების მემკვიდრე

 

ლაშა-გიორგი ლაშხი, საბა ქუთათელაძე, თინათინ ლაშხი;

მასალის მდებარეობა

 

პირადი არქივი; კონსერვატორიის ბიბლიოთეკა; საქართველოს მუსფონდი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;