ანა ქასრაშვილი
ანა მიხეილის ასული ქასრაშვილი
კომპოზიტორი, გამაორკესტრებელი, სიმღერების ავტორი
საავტორო სიმღერის ეროვნული კონკურსი - „სიმღერა ბათუმზე“ - I ადგილი (2010);
საქართველოს თეატრალური საზოგადოების ჯილდო ნომინაციაში წლის საუკეთესო ორიგინალური მუსიკა სპექტაკლისათვის „ჩვენ გველის დიდება“ (2015);
ვალენსიის ბერკლის კოლეჯის კინოს, ტელევიზიისა და ვიდეოთამაშების მუსიკის ფაკულტეტის გამორჩეული კურსდამთავრებულის ჯილდო (2015);
კალიფორნიის დამოუკიდებელი ფილმების ფესტივალის (CAIFF) ფარგლებში გამართული კინომუსიკის კონკურსის გამარჯვებული (2015);
ასკაპის (ASCAP) კინომუსიკის ვორკშოპის მონაწილე (2017);
ხუან ხილის (Juan Gil) კინომუსიკის მე-2 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული (2018);
მსოფლიო საუნდტრეკების დაჯილდოების (World Soundtrack Awards) ახალგაზრდული ნომინაციის გამარჯვებული (კონკურსის ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც ამ ნომინაციაში გაიმარჯვა) (2020);
დაბადების თარიღი, ადგილი |
|
1986.11.23. ბათუმი |
უახლოესი საიუბილეო თარიღი |
|
2026 წელს დაბადებიდან 40 წელი |
განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი) |
|
1991-2001 - ბათუმის საკრავიერი ხელოვნების ექსპერიმენტული სკოლა (ფორტეპიანო - ირინა ხერჟის კლასი, ვიოლინო - თემურ შალვაშვილის კლასი) 1992-2003 - ქ. ბათუმის მე-16 საშუალო სკოლა 2004-2008 - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რომანისტიკის ფაკულტეტი, ესპანური ენა და ლიტერატურა) 2002-2006 - ქ. ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი (საფორტეპიანო განყოფილება) 2014-2015 - ვალენსიის ბერკლის მუსიკის კოლეჯის მაგისტრატურა (კინოს, ტელევიზიისა და ვიდეოთამაშების მუსიკის ფაკულტეტი) ესპანეთი, ვალენსია. პროგრამის ხელმძღვანელი - ლუსიო გოდოი. 2017 - ასკაპის (ASCAP) კინომუსიკის ვორკშოპის მონაწილე (ხელმძღვანელი რიჩარდ ბელისი) - ლოს-ანჯელესი, აშშ. |
მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი |
|
საქართველო, ესპანეთი, აშშ, ინგლისი |
შემოქმედებითი სფერო |
|
საკომპოზიტორო შემოქმედება: კინომუსიკა (საორკესტრო, საფორტეპიანო) საესტრადო სიმღერა, მუსიკა სატელევიზიო რეკლამებისათვის |
მოღვაეობის (სამუშაო) ადგილი პოზიცია |
|
2017-დან - აშშ-ის საავტორო უფლებათა ორგანიზაციის ასკაპის (ASCAP) წევრი 2018-დან - ვალენსიის ბერკლის მუსიკის კოლეჯის მაგისტრატურის კურსდამთავრებული ელჩი 2018-დან - ლოს ანჯელესში არსებული ქალ კომპოზიტორთა საერთაშორისო ალიანსის (AFWC) წევრი 2020-დან - World Soundtrack Awards-ის აკადემიის წევრი |
წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები |
|
მამა - მიხეილ ვარლამის ძე ქასრაშვილი 1947-2022 დედა - მანანა ივანეს ასული გოგილაშვილი 1959 (საბავშვო ბაღის აღმზრდელი) ძმა - მიხეილ მიხეილის ძე ქასრაშვილი 1982 (სპორტსმენი) მეუღლე - ილია ვახტანგის ძე ჯღარკავა 1985 (მუსიკოსი, ხმის რეჟისორი) შვილი - მართა ილიას ასული ჯღარკავა 2018 |
შემოქმედების მემკვიდრეები |
|
მართა ჯღარკავა |
მასალის მდებარეობა |
|
საოჯახო არქივი |