ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

მარიამ (მაკო) ღვინიაშვილი

#

მარიამ ღვინიაშვილი არის კომპოზიტორი და საუნდ-არტისტი, რომლის შემოქმედება ელექტროაკუსტიკური მუსიკის, სამგანზომილებიანი (3D) ხმისა და მულტიმედიური პერფორმანსის გადაკვეთაზე მიმდინარეობს. მის ნამუშევრებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხმისა და სივრცის ფიზიკურ თუ ემოციურ განზომილებებს; ხშირად კი მის, მიერ შექმნილ თხზულებებში, მუსიკალური ქსოვილი ვიზუალურ ხელოვნებასა და ცოცხალ შესრულებასთან ერთიანდება.

 

საქართველოში დაბადებული და გაზრდილი მარიამის მუსიკალური გზა ადრეული ბავშვობიდან იწყება. სიმღერითა და ფორტეპიანოზე დაკვრით, მან ბავშვობიდანვე გამოავლინა მუსიკის სახელოვნებო დარგის მიმართ ინტერესი. 2008 წელს, მან ჩააბარა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც კომპოზიციის მიმართულებით საბაკალავრო კურსის პირველ ეტაპზე მისი ხელმძღვანელი იყო კომპოზიტორი ზურაბ ნადარეიშვილი. 2011-2012 წლებში ღვინიაშვილმა, საბაკალავრო კურსის შემდგომ ეტაპზე, განათლება მიიღო ნორვეგიის მუსიკის აკადემიაში გაცვლითი პროგრამის (Erasmus+) ფარგლებში. 2013 წლიდან მან თბილისის კონსერვატორიაში, ახლა უკვე სამაგისტრო კურსი, კვლავ ზ. ნადარეიშვილთან, ხოლო მომდევნო წელს (2014), ნორვეგიის მუსიკის აკადემიის (ოსლო) მუსიკალური ტექნოლოგია და კომპოზიციის სამაგისტრო III სემესტრი (Erasmus+ გაცვლითი პროგრამა) წარმატებით გაიარა. 2016-2017 წლებში ღვინაშვილმა სწავლა განაგრძო ფერენც ლისტის მუსიკის აკადემიაში (ბუდაპეშტი, უნგრეთი). გაცვლითი პროგრამის (Erasmus+) ფარგლებში, სამაგისტრო კურსის - ელექტრონული მუსიკის მედია და კომპოზიცია - ხელმძღვანელი ანდრეა სიგეტვარი (Andrea Szigetvari) იყო. მარიამის სამაგისტრო კურსის (მუსიკალური შესრულების ტექნოლოგია და ელექტროაკუსტიკის კომპოზიცია) დასკვნითი ეტაპი 2018-2020 წლებში ნორვეგიის მუსიკის აკადემიაში (ოსლო), ხელმძღვანელ ნატალია ბარეტისთან (Natasha Barrett) წარიმართა.

მრავალფეროვანმა საგანმანათლებლო და კულტურულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებით ხედვაზე, რაც აისახა მის თემატურ ინტერესებზეც.

 

მარიამის ნამუშევრები ხშირად თანამედროვე ადამიანის გამოცდილებასა და გლობალურ რეალობებს ეხმიანება. მაგალითად, DAYDREAMING (2022) ონლაინ შეხვედრების დროს წარმოშობილ გაფანტულობასა და ფიქრთა ხეტიალს იკვლევს; აუდიოვიზუალური პროექტი REVELATION (2021) სამყაროს „უცნაურ კოსმოსურ ბალეტად“ წარმოაჩენს. ასევე, პროექტი DECONSTRUCTION (2020) ვირუსების გავრცელების მექანიზმებსა და მათ გავლენაზე ფიქრი ახალ-ახალ იდეებს ბადებს მასში და ეს ყველაფერი საოცარი ინტერპრეტაციით გადმოიცემა ავტორის მიერ შექმნილ თხზულებებში.

 

მარიამ ღვინიაშვილს სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს სტიპენდიები და გრანტები. მათ შორის, ნორვეგიის ხელოვნების საბჭოს (2024-2026) მიერ გაცემული სახელმწიფო გრანტი; სტიპენდია - საავტორო უფლებების ასოციაცია, TONO (ნორვეგია, 2023); სტიპენდია - საავტორო უფლებების ასოციაცია, TONO (ნორვეგია, 2022); მისი შემოქმედება მრავალ საერთაშორისო ფესტივალსა და პრესტიჟულ სივრცეშია წარმოდგენილი. მათ შორისაა IRCAM, Sonic Acts, EMPAC, New York Electroacoustic Music Festival, BEAST FEaST, Virginia Tech, CCRMA, ICMC, Mixtur Festival, Heroines of Sound, Ultima Festival და სხვ.

 

ღვინიაშვილის შემოქმედებითი მიღწევები არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოთია აღიარებული. მარიამი ორჯერ გახდა Prix Ars Electronica Honorary Mention-ის საპატიო სიგელის (Honorary Mention) მფლობელი („Trails“ და „DECONSTRUCTION“). მისი ნაწარმოები „Ruins“ 40.4 ფესტივალის ამბისონიკური ნამუშევრების და წლის ნამუშევრის (NKF) გამარჯვებული. მას დაუკვეთეს ისეთი ინსტიტუტებისგან, როგორიცაა ZKM - ხელოვნებისა და მედიის ცენტრი, INA GRM, Notam, Henie Onstad ხელოვნების ცენტრი, MA/IN ფესტივალი და ჰონგ-კონგის ვიზუალიზაციის კვლევის ცენტრი. მას 2021 წელს ჯილდო გადაეცა საუკეთესო ნამუშევრისთვის,ნომინაცია Perihelion (ნორვეგია); პრემია - EDVARDS, თანამედროვე მუსიკის კატეგორია, ნომინაცია Perihelion (ნორვეგია, 2021); მარიამი გახდა რჩეული - Prix Ars Electronica Forum Wallis - official selection, Allotropy (შვეიცარია, 2020) და I ადგილის მფლობელი - ელექტრო-აკუსტიკური მუსიკის კონკურსზე (Coincidence. უნგრეთი, 2017). მარიამის ნამუშევრები საერთაშორისო დონეზე იყო წარმოდგენილი და გადაიცემოდა BBC-ის, SWR-ის და NRK რადიოს ეთერში. მიღებული აქვს PRIX CIME, აგრეთვე Work of the Year Award ჯილდოები, რაც მისი შემოქმედების საერთაშორისო მნიშვნელობასა და მაღალი პროფესიული აღიარების ხარისხს ადასტურებს.

 

მარიამ ღვინიაშვილის შესახებ საინტერესო პორტრეტს გვიხატავს, სხვადასხვა დროს, ამა თუ იმ პრესაში წარმოდგენილი გამონათქვამები:

 

„ღვინიაშვილის მიერ ხმოვანი ელემენტების მართვის ოსტატობა მართლაც შთამბეჭდავია. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები შედარებით ნელი განვითარებით გამოირჩევა, ის შეუმჩნევლად გარდაიქმნება და ახალ ფორმებს იძენს. ქართველი კომპოზიტორი უკუკავშირის (feedback) მღელვარე ღრუბლებსა და კიბერნეტიკული ხმის დიზაინის ელემენტებს ცოცხალი ენერგიით სავსე, ცხელ და მფეთქავ ტექსტურებად აყალიბებს. ეს არ არის ტიპური ბნელი ემბიენტისა თუ ელექტროაკუსტიკური მუსიკის მოსაწყენი ნიმუში. პირიქით, იგი სიურეალისტური, დინამიკური და სიცოცხლით სავსეა - ახალ შემოქმედებით ჰორიზონტებზე მიმანიშნებელი.“ - Boomkat

 

„...თუმცა, ფესტივალისმეორესაღამოსშესრულებულმაორმანაწარმოებმანათლადაჩვენა, რომესანსამბლიშემოქმედებითიკომპოზიტორისთვისერთგვარიცარიელიტილოა, რომელზეცმრავალფეროვანიმუსიკალურიიდეებისგანხორციელებააშესაძლებელი. ქართველისაუნდ-არტისტიდაკომპოზიტორი, მარიამ ღვინიაშვილი,თექვსმეტივეშემსრულებელსსრულიდატვირთვითამუშავებსდაქმნისსტაკატოსხასიათისნაწარმოებს, რომელიცუწყვეტი, თუმცაოდნავასიმეტრიულიდამოულოდნელიიმპულსებითწინმიიწევს. რადგანმუსიკოსთანაწილსსანოტოტექსტისკითხვაარშეუძლია, მათისხეულებიერთგვარადამიანურმეტრონომებადიქცევა - რიტმსადადროსისინითითოეულმოძრაობაშიჩადებულისხეულისდახრითადაჟესტებითინარჩუნებენ. ესელექტრიზებულინაწარმოებიმოგაგონებთკადრს Metropolis-იდან, ფრიც ლანგის ლეგენდარულიფილმიდან. მუსიკოსებიაქქარხნისკონვეიერთანმომუშავემუშებსჰგვანან, სადაც შემსრულებლები ქარხნის მუშაკებს მოგვაგონებენ და საკუთარი მოძრაობებით მექანიკური სისტემების მუშაობას ასახავენ.“ - The Wire

„...ბუნკერიდან მალევე გამოვედით, როდესაც ელექტროაკუსტიკოსმა კომპოზიტორმა მარიამ ღვინიაშვილმა თავისი კოსმოსური დრონის ზურგზე შეგვსვა და სტრატოსფეროსკენ გაგვაქანა. ნატიფი მოდულაციები ამ უმძიმეს სიმსუბუქესა და უწონადობის განცდას განსაკუთრებულ ელფერს სძენდა. მოულოდნელად, მიზიდულობის ძალა კვლავ ამოქმედდა. ბგერა თავისუფალ სიხშირულ ვარდნაში გაეშვა, გარდაუვალი მეტეორის შეჯახებისკენ. აფეთქება დაბალი სიხშირეების აპოკალიფსს ჰგავდა - მოულოდნელად, სხეულს შიგნიდან კვეთდა, თითოეულ ნერვულ უჯრედს რხევაში აგდებდა და მთელ არსებას ვიბრაციით ავსებდა. გამოცდილება მართლაც უნიკალური იყო.“ – Seismograf

„Deconstruction სტერეო და მრავალარხიანი ნამუშევარია, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე, პანდემიის პირველი ლოქდაუნის პერიოდში, COVID-19-ის მონაცემების საფუძველზე შეიქმნა. შედეგად მიღებული ხმოვანი და ვიზუალური სამყარო გამაოგნებლად ლამაზია, თუმცა მისი საფუძველი ვირუსის გავრცელებისა და ინფიცირების ქსელების მონაცემებს ეყრდნობა რეალობას, რომელმაც საზოგადოება და კაცობრიობა დაჰყო. მძლავრი ჟღერადობისა და ხშირ-ნაწილაკური ვიზუალის ურთიერთქმედება მაყურებელს ერთდროულად იზიდავს და აფიქრებს იმ დანაკარგებზე, რომლებიც ამ პერიოდმა მოიტანა. ჟიურიმ განსაკუთრებით დააფასა მარიამ ღვინიაშვილის გადაწყვეტილება, ადამიანური სასოწარკვეთის ფონზე შეექმნა და წარმოედგინა მსგავსი ნამუშევარი.“ - Prix Ars Electronica (2021)

 

„ქართველი კომპოზიტორის, მარიამ ღვინიაშვილის TRAILS დახვეწილი და ნატიფი კომპოზიციაა, რომელიც ოსლოს მახლობლად მდებარე მარიდალსვანეტის ტბის ხმოვან ლანდშაფტს იკვლევს იმერსიული ტექნოლოგიების, ზუსტად ჩამოყალიბებული სტრუქტურებისა და თანმიმდევრულად განვითარებადი პროცესების მეშვეობით. მსმენელს ავიწყდება იმ ბგერების საწყისი წყარო, რომლებმაც ნაწარმოების ემოციური განწყობები წარმოშვა. აკუსმატური კომპოზიცია TRAILS მსმენელს ისეთ სივრცეში ამოგზაურებს, სადაც იშვიათი დრამატული მოვლენები დროისა და სივრცის კინემატოგრაფიულ გამოცდილებად გარდაიქმნება და ხმოვან მასალას ნარატიულ კვალად აქცევს. თითოეული ბგერა საიდუმლოდ რჩება, მსმენელის პირად ემოციებსა და შინაგან ისტორიებს ერწყმის. შედეგად, კომპოზიციის სივრცითი განზომილება ამ ხმოვან მასალას ვირტუალურ რეალობაში გარდაქმნის და ინტენსიურ, თუმცა დახვეწილ გამოცდილებას ქმნის.“ - Prix Ars Electronica (2023)

 

„ორგანული და სინთეზური ჟღერადობების შერწყმით, ღვინიაშვილი ხმასა და გამოსახულებას ერთიან სისტემად აერთიანებს. იგი ერთსა და იმავე პარამეტრებს იყენებს როგორც აუდიო, ისე ვიზუალური ფორმის შესაქმნელად, რის შედეგადაც წარმოიქმნება სინთეზური მთლიანობა, სადაც ხმა საკუთარ ენაზე იმეორებს და ასახავს გამოსახულების სტრუქტურას.“ - The Quietus

 

„საქართველოში დაბადებულმა და ოსლოში მოღვაწე კომპოზიტორმა მარიამ ღვინიაშვილმა სტილიზებული ადამიანური ფიგურები აბსტრაქტულ გარემოში განათავსა და მათგან რთული ქორეოგრაფიული ბალეტი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი უფრო ხმებისა და ვიზუალური ელემენტების ნატიფ ურთიერთობებზე იყო ორიენტირებული, ვიდრე მყისიერ ეფექტზე, სწორედ ამ სიფაქიზემ გააძლიერა მისი ექსტატიკური კულმინაციის გავლენა.“ - 5:4

 

„თავდაპირველად, ძლიერი და გამჭოლი დაბალი სიხშირეების სერიამ ისეთი განცდა გამიჩინა, თითქოს Zdrowie Cinema-ს დარბაზი რამდენიმე სართულით ქვემოთ ეშვებოდა, კედლები კი სქელდებოდა და საკუთარი სიმძიმით მანადგურებდა. ხმის მატერია აუდიტორიას მთლიანად მოიცავდა და ვიბრირებადი სხეულების ერთიან მასად გარდაქმნიდა. ჟღერადობა თითქოს მიწის სიღრმიდან ამოდიოდა და წარსულ მოვლენათა არათანაბარ რიტმს ეხმიანებოდა. - Glissando

 

მარიამ ღვინიაშვილი 2020 წლიდან აწარმოებს Notam-ის ონლაინ შეხვედრებს და არის თანაორგანიზატორი ტექნოლოგიურ სფეროში და სივრცითი აუდიო შეხვედრების თანაწამყვანი; 2020 წლიდან „Notam, Nuts and Bolts“-ის საბჭოს წევრი; 2021-2024 წლებში იყო „Nuts and bolts“-ის პროდიუსერი; 2022-2026 წლებში - კულტურის დეპარტამენტთან არსებული ხელოვნების დარგში სახელმწიფო სტიპენდიის მინიჭების კომიტეტის წევრი (ნორვეგია); 2022-2023 წლებში კონკურს „მსოფლიო მუსიკის დღეები“-ის ჟიურის წევრი (ნორვეგია); ღვინიაშვილი 2024 წელს იყო SMC25 - „Sound and Music Computing Conference“-ის (ხმისა და მუსიკის გამოთვლითი ტექნიკა) ჟიურის წევრი (ავსტრია); 2025 წელს - 3D აუდიო წარმოების კონკურსის ჟიურის წევრი (იტალია); 2025 წელს - SISS კონკურსის ჟიურის წევრი (იტალია); აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში მოწვეული ლექტორი, მრავალი სემინარის ხელმძღვანელი და მომხსენებელი, ფესტივალების და კონკურსების ჟიურის წევრი.

 

ვრცელია ჩამონათვალი ქვეყნებისა, რომელშიც მარიამი წლებია წარადგენს მის შემოქმედებას და გამოცდილებას, ძირითადად არის ნორვეგია, შვედეთი, დანია, გერმანია, ჩინეთი, ავსტრია, აშშ, პოლონეთი, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, იტალია, ჩეხეთი, შვეიცარია. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ ახალგაზრდა კომპოზიტორია, რომელიც დაიბადა 1989 წელს და წელს, 26 მაისს 37 წლის გახდა, თვალს თუ გადავავლებთ მარიამის მოღვაწეობას, ვნახავთ რომ, მისი შემოქმედება საკმაოდ მრავალფეროვანი სიახლეებით სავსეა და ნაყოფიერებით გამოირჩევა. ვრცელი ჩამონათვალითაც კი ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი ინტენსივობით და მოცულობით არის დატვირთული არაჩვეულებრივი ხელოვანის ყოველდღიურობა. ბოლო რამდენიმე წლის პერიოდში იგი აქტიურად წარდგება საზოგადოების წინაშე, რასაც წარმატებული პერფრმანსების, შეხვედრების, საინსტალაციო სივრცეებში ლაივ-კონცერტების, სალექციო კურსების და ა.შ. სახე აქვს.:

 

 

2023

Tape Music Festival - CECIA Project - სან-ფრანცისკო, აშშ;

Debris Project, OSAGE Gallery - ჰონგ-კონგი, ჩინეთი;

Elektronmusiken i Fokus - Fylkingen, სტოკჰოლმი, შვედეთი;

40.4 Festival - კოლორადოს უნივერსიტეტი, ბოლდერი, აშშ;

Interference - Nikolaj Kunsthal - კოპენჰაგენი, დანია;

კონცერტი Henie Onstad Art Center-ში - ოსლო, ნორვეგია;

Eisbären - Schauspielhaus Wien (პრემიერა) - ვენა, ავსტრია;

Sonic Spaces 2023 (პრემიერა) - ZKM, კარლსრუე, გერმანია;

აუდიოვიზუალური კონცერტი ZiMMT-ში - ლაიფციგი, გერმანია;

Voxlab VårFEST - ოსლო, ნორვეგია;

Sanatorium of Sound (პრემიერა) - სოკოლოვსკო, პოლონეთი;

PUNKT Festival - კრისტიანსანდი, ნორვეგია;

Elektroakustisk + Stockholm Sax, KMH - სტოკჰოლმი, შვედეთი;

Intonarumori: Orchestra of Futurist Noise Intoners - ოსლო, ნორვეგია;

Bulldozer - ცოცხალი შესრულება - ბერგენი, ნორვეგია;

Spatial Audio Network Germany-ის Think Tank - ბერლინი და ლაიფციგი, გერმანია;

 

2024

 

„3D ხმა“ (ვორკშოპი) - Notam, ოსლო, ნორვეგია;

ლექციები გრინვიჩის უნივერსიტეტში - ლონდონი, გაერთიანებული სამეფო;

კონცერტი Image/Sound Research Centre-ში - ლონდონი, გაერთიანებული სამეფო;

TronTalks — NyNorsk Messingkvintet-თან და Silje Aker Johnsen-თან ერთად (პრემიერა) - ტინსეტი, ნორვეგია;

Fram საკონცერტო სერია - NyNorsk Messingkvintet-თან და Silje Aker Johnsen-თან ერთად - ოსლო, ნორვეგია;

Samtida Musik - NyNorsk Messingkvintet-თან და Silje Aker Johnsen-თან ერთად - სტოკჰოლმი, შვედეთი;

Nordic Music Days - გლაზგო, შოტლანდია;

Lydbølge Festival - Electric Audio Unit - ოსლო, ნორვეგია;

Visualisation Research Centre (პრემიერა) - ჰონგ-კონგი, ჩინეთი;

Only Connect Festival (პრემიერა) - ოსლო, ნორვეგია;

40.4 Festival — ბოლდერი, აშშ;

Sanatorium of Sound Festival - სოკოლოვსკო, პოლონეთი;

 

2025

„ამბისონიკის გამოყენება - თეორია და პრაქტიკა“ (Nuts and Bolts at Notam) (ვორკშოპი) - ოსლო, ნორვეგია;

Kreislaufwiese, ZKM - ხელოვნებისა და მედიის ცენტრი - კარლსრუე, გერმანია;

ცოცხალ ელექტრონიკასა და სივრცით აუდიო - აგდერის უნივერსიტეტი - კრისტიანსანდი, ნორვეგია;

სივრცითი აუდიოს რეზიდენცია, EMS - სტოკჰოლმი, შვედეთი

KMH-ში - სტოკჰოლმი, შვედეთი;

„ამბისონიკის გამოყენება - თეორია და პრაქტიკა“, EMS (ვორკშოპი) - სტოკჰოლმი, შვედეთი;

აუდიოვიზუალური წარმოდგენა Galerie Rudolfinum - პრაღა, ჩეხეთი;

პორტრეტული კონცერტი, Cité de la Musique - მარსელი, საფრანგეთი;

INA GRM (პრემიერა) - პარიზი, საფრანგეთი

სივრცითი აუდიოს ვორკშოპი BEK-ში - ბერგენი, ნორვეგია;

კონცერტი BEK-ში - ბერგენი, ნორვეგია;

4DSOUND-ის რეზიდენცია - ამსტერდამი, ნიდერლანდები;

Spatial Audio Live, SANE-ის რეზიდენცია, Effenaar - ეინდჰოვენი, ნიდერლანდები;

აუდიოს-სივრცითი ვორკშოპი, მუსიკალური აკადემია - ორჰუსი, დანიის სამეფო;

Alter Festival - ორჰუსი, დანია;

MA/IN Festival (პრემიერა) - მატერა, იტალია;

SANE-ის კონცერტი HELLERAU-ში - ევროპის ხელოვნების ცენტრი, დრეზდენი, გერმანია;

Notam-ის კონცერტი Cinemateket-ში - ოსლო, ნორვეგია;

სივრცითი აუდიოს ვორკშოპი Notam-ში - ოსლო, ნორვეგია;

„ICST-ის 20 წელი“ - კონცერტი - ციურიხი, შვეიცარია;

პორტრეტული კონცერტი CCRMA-ში - სტენფორდი, კალიფორნია, აშშ;

კონცერტი და ვორკშოპი Berklee College of Music-ში - ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ;

ლექციები MIT-ში - ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ;

რეზიდენცია Virginia Tech-ში - ბლექსბურგი, ვირჯინია, აშშ;

SANE-ის კონცერტი ZiMMT-ში - ლაიფციგი, გერმანია;

 

2026

The Silence of the Amps - კონცერტი, Bing Concert Hall Studio, CCRMA, სტენფორდის უნივერსიტეტი, აშშ;

Electric Spring Festival - ჰადერსფილდი, გაერთიანებული სამეფო;

Sonic Acts - ამსტერდამი, ნიდერლანდები;

Borealis Festival - ბერგენი, ნორვეგია;

IRCAM-ის ფორუმი - პარიზი, საფრანგეთი;

სამდღიანი ვორკშოპი, Conservatorio Tito Schipa - ლეჩე, იტალია;

Only Connect - სტავანგერი, ნორვეგია;

Only Connect (პრემიერა) - ოსლო, ნორვეგია;

ღია სივრცის ხმოვანი ინსტალაცია 1110 - შიენი, ნორვეგია;

Oslo Sinfonietta-ს 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი, Henie Onstad Art Centre (პრემიერა) - ოსლო, ნორვეგია;

EMS-ის რეზიდენცია I - სტოკჰოლმი, შვედეთი;

EMS-ის რეზიდენცია II - სტოკჰოლმი, შვედეთი;

Supersonic Festival - მარსელი, საფრანგეთი;

MA/IN Festival - ლეჩე, იტალია;

Kiezsalon - ბერლინი, გერმანია;

Audiomanzia Festival, Centro d'Arte პადოვა, იტალია;

 

 

ინტერნეტსივრცეში განთავსებულია ინფორმაცია, სადაც შესაძლებელია გავეცნოთ მარიამის მიერ განხორციელებულ პროექტებს და აქტივობებს. ასე მაგალითად kunsthall314.art-ის გვერდზე ვკითხულობთ (თარგმანი):

Free Flow, წარმოდგენილი 3,14-ის პარაბოლურ ხმის სისტემაში, ფიქსირებული მედიის მრავალარხიანი კომპოზიციაა, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ვიოლინოს სემპლებზე. სწორედ ამ მონაცემთა ბაზამ მისცა ნამუშევარს საფუძვლად ქცეული ხმოვანი მასალა - ხმაურები და დეფორმირებული ჟღერადობები. შერჩეულ მასალაზე დაყრდნობით, ღვინიაშვილმა შექმნა ხმოვანი სამყარო, რომელიც ვიოლინოს ტრადიციულ ჟღერადობას უპირისპირდება. ეს სივრცე ერთდროულად ძლიერიცაა და ტექსტურებით მდიდარიც, დამთრგუნველიც და უხეშიც, ზოგჯერ კი ყურისთვის გამჭოლი და მჭრელიც. თავად ავტორი აღნიშნავს: „ხმოვან მასალას მივეცი საშუალება, თავად წარემართა კომპოზიციის შექმნის პროცესი და თავისუფალი დინების პრინციპით ჩამოეყალიბებინა ნაწარმოების ფორმა და დრამატურგია.“ Free Flow პროექტ Debris-ის ნაწილია ელექტრონული კომპოზიციების ციკლისა, რომელიც ეფუძნება Demiurge-ის მიერ გენერირებულ მასალებს. Demiurge ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაა, რომელიც მუსიკის გენერირებისთვის შეიქმნა და აუდიოტალღების წარმოსაქმნელად და დასალაგებლად სამნაწილიან ნეირონულ არქიტექტურას იყენებს. (https://www.kunsthall314.art/mariam-gviniashvili)

 

2026 წლის 18 მაისიდან მთელი ზაფხულის მანძილზე მარიამის ნამუშევარი „Trails“ (ბილიკები) 1110 -ის ხმოვან სკულპტურაზე იჟღერებს ნაწარმოები წარმოდგენილია 24-დინამიკიანი აუდიოსისტემის მეშვეობით და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ადგილზე მოისმინოს. აღნიშნული მონაცემების აკუსტიკური შესაძლებლობა დიდ ინტერესს იწვევს, მით უმეტესს, რომ ჟღერადობა ორიგინალურად ერწყმის სკიენსის (ნორვეგია) ერთერთი მთის ღია სივრცეს.

2026 წლის 28 მაისს მარიამ ღვინიაშვილის ახალი ნაწარმოების - LOOP-ის მსოფლიო პრემიერა შედგა. ულტიმა ოსლოს თანამედროვე მუსიკის ფესტივალის (Ultima Oslo Contemporary Music Festival) ფარგლებში ჰენი ონსტადის ხელოვნების ცენტრში გაიმართა და ოსლოს სინფონიეტას 40 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ საღამოზე შესრულდა. პერფორმანსმა, სადაც ჟღერადს ვიზუალური მასალაც ახლდა თან, დიდი ოვაციები დაიმსახურა. (https://www.hok.no/arrangementer/oslo-sinfonietta-40-ar)

ულტიმა ოსლოს თანამედროვე მუსიკის ფესტივალის ბაზაზე მარიამ ღვინიაშვილმა 2026 წლის 4 ივნისს ნორვეგიის მუსიკისა და ხელოვნების ტექნოლოგიების ცენტრში (Notam) ორგანიზება გაუწია შეხვედრას, სადაც მასთან ერთად დაინტერესებულ პირთა წინაშე წარდგნენ მოწვეული არტისტები: ევა იაკობსონს და ჰილდე მარი ჰოლსენი. ისინი საუბრობდნენ და წარადგენდნენ ტექნოლოგიებთან მუშაობის საკუთარ გამოცდილებებზე და ამ დარგში უახლეს ტენდენციებზე.

მარიამ ღვინიაშვილი კვლავ მიიწვიეს (2026.06.08-26) სტოკჰოლმში (Elektronmusikstudio EMS Stockholm) სალექციო კურსის, რეზიდენტურის პირველი ნაწილის, ჩასატარებლად.

შეიძლება ითქვას, რომ ამოუწურავია ღვინიაშვილის სამოღვაწეო ასპარეზის შესახებ საუბარი. მისი ნოვატორული მიგნებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია სფეროში, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია, თუმცა ამ უსაზღვრო „წიაღში“ ინდივიდუალობა გამოიჩინო, შენი სიტყვა თქვა - მხოლოდ ნიჭის, განათლების და დიდი შრომის შერწყმით არის შესაძლებელი, რასაც მარიამი დიდი წარმატებით ახორციელებს.

 

საქართველოდან დაწყებული შემოქმედებითი გზა მარიამ ღვინიაშვილმა ოსლოში (ნორვეგია) განაგრძო. მან ქართული ნიჭი და თანამედროვე ხელოვნება მსოფლიო ავანგარდული მუსიკის რუკაზე მყარად მონიშნა.

https://www.borealisfestival.no/en/artists2026/mariam-gviniashvili/

 

შემოქმედებით გზაზე კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ქართველ კომპოზიტორ ქალს - მარიამ ღვინიაშვილს.

 

 

 

მერი შეყილაძე

 

2026.06.05.