ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

მარიამ (მერი) დავითაშვილი

#

 

მარიამ (მერი) შალვას ასული დავითაშვილი

1924 - 2014

კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1946), გამგეობის წევრი (1956), მდივანი (1968-1990);

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1960);

საქართველოს სახალხო არტისტი (1976);

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981);

იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია და მედალი (1974);

იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია პედაგოგიური მოღვაწეობისთვის (1994);

ღირსების ორდენის კავალერი (1997);

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელები (1974, 1984, 1990);

ვარსკვლავი ქუთაისის საოპერო თეატრის წინ (2003 - ბაგრატის ტაძრის 1000 წ. ზეიმზე);

ბორჯომის საპატიო მოქალაქე (2005);

თბილისის საპატიო მოქალაქე (2011);

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1924.03.13. თბილისი

გარდაცვალების თარიღი, ადგილი

 

2014.02.17. თბილისი, 89 წლის ასაკში

დაკრძალვის ადგილი

 

თბილისი, საბურთალოს პანთეონი

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2024 წელს დაბადებიდან 100 და გარდაცვალებიდან 10 წელი

განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1930-1934 - თბილისის მე-13 საშუალო სკოლა;

1930-1934 - თბილისის I სამუსიკო სკოლა, ფ-ნოს განხრით, პედაგოგი სუსანა ელიავა-გაბულია;

1934-1941 - ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა

1934-1937 - მ. ბალანჩივაძის სახ. სამუსიკო სკოლა,

1937-1941 - მ. ბალანჩივაძის სახ. სამუსიკო სასწავლებელი, პედაგოგები: ა. ანსიმოვა, ედუარდ ტალვიკი;

1941-1946 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიციო ფაკულტეტი, კომპოზიტორ ანდრია ბალანჩივაძის კლასი, კომპოზიტორ პეტრე რიაზანოვის კლასი;

იღებდა პ.ი. ჩაიკოვსკის სახ. სტიპენდიას;

მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი

 

თბილისი, ქუთაისი, (საქართველო)

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია

 

1946 - დან საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი;

1954 - 1968 - საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საბავშვო მუსიკის სექციის ხელმძღვანელი;

1956 - დან საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი;

1968 - 1990 - საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი;

1973 - დან თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ინსტრუმენტმცოდნეობა, ორკესტრობის ხელოვნება); უფროსი მასწავლებელი (1977), დოცენტი (1983);

1994 - დან თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი;

1973 - დან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. სამუსიკო სასწავლებელი („ნიჭიერთა ათწლედი“), კომპ. პედაგოგი;

1972 - დან საქართველოს საბავშვო და მოზარდთა მუსიკის კვირეულის დამაარსებელი და ხელმძღვანელი; 2010 - დან საბავშვო და მოზარდთა მუსიკის კვირეულს მიენიჭა მერი დავითაშვილის სახელი;

მუსიკალური აღზრდის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი (ISME);

თანამშრომლობა „ქართულ ფილმთან“, კომპოზიტორი;

თანამშრომლობა „მუსფონდთან“, კომპოზიტორი, მუსიკალური რედაქტორი;

თანამშრომლობა ქართული თოჯინების თეატრთან, კომპოზიტორი;

ბავშთა მუსიკალური აღზრდის საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე (მომხსენებელი): უნგრეთი - ბუდაპეშტი (1969.12.), რუსეთი - მოსკოვი (1970), შვეიცარია (1976.06.), ჩეხოსლოვაკია - ოლომოუცი (1977.10.), (რუმინეთი 1979.09.),  ბულგარეთი (1984.04.) და სხვ.

იყო არაერთი კონკურსების მონაწილე და ჟიურის წევრი;

შემოქმედებითი სფერო

 

საკომპოზიტორო შემოქმედება: ოპერა, სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, საგუნდო, ვოკალური, სიმღერები, საბავშვო მუსიკა, მუსიკა სპექტაკლისთვის, კინოსთვის, მულტიპლიკაციისთვის;

სამეცნიერო შემოქმედება: (მუსიკალური ესთეტიკის და აღზრდის საკითხები); პუბლიკაციები

წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები

 

მამის პაპა - გრიგოლ როსტომის ძე დავითაშვილი („ბლაღოჩინი“, დეკანოზი, მისიონერი, დაკრძალულია სამცხეჯავახეთში, ახალციხის რაბათის წმინდა მარინეს სახ. ტაძრის მარცხენა კარიბჭეში);

დიდი ბებია, გრიგოლის მეუღლე - მარიამი;

პაპა - ივანე გრიგოლის ძე დავითაშვილი (ბორჯომ-ბაკურიანის მთავარი მეტყევე);

ბებია (ივანეს მეუღლე) - მარიამ დიმიტრის ასული ბერძენიშვილი;

პაპა (დედის მხრიდან) - ლაზარე თევდორეს ძე ბეროზაშვილი (წარმოშობით ჯაფარიძე რაჭიდან);

დიდედა - ეკატერინე;

მამა - შალვა ივანეს ძე დავითაშვილი (საქ. სსრ დამსახ. ექიმი, რენტგენოლოგი და ფიზიოთერაპევტი);

დედა - მარიამ ლაზარეს ასული ბეროზაშვილი-დავითაშვილი (იურისტი);

ძმა - თამაზ შალვას ძე დავითაშვილი (ფიზიკოსი);

მეუღლე - გივი გიორგის ძე დოლიძე 1920-1972 (ენათმეცნიერი, მთარგმნელი, ა. პუშკინის სახ. პედაგოგიური  ინსტიტუტის პრორექტორი, უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილე);

შვილი - მამუკა გივის ძე დოლიძე 1948 (დრამატურგი, მეცნიერი, მწერალი, ფილოსოფოსი, ლექტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი);

რძალი - თამარ კვანტალიანი 1952 (ექიმი, კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი);

შვილიშვილი - ნინო მამუკას ასული დოლიძე 1971 (ფილოლოგი; სოც. მეცნიერებათა დოქტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი);

შვილიშვილი - გივი მამუკას ძე დოლიძე 1987 (ფინანსისტი, აუდიტისა და ქონსალთინგის მენეჯერი);

შვილთაშვილი - ლევან გიორგის ძე ბოკერია 1991 (ნეირომეცნიერებების დოქტორი);

დაახლოებული პირები

 

ანდრია ბალანჩივაძე, ოთარ თაქთაქიშვილი, ალექსი მაჭავარიანი, ალექსანდრე შავერზაშვილი, გოგი ცაბაძე, რევაზ ლაღიძე, სულხან ცინცაძე, სულხან ნასიძე, გია ყანჩელი,  ანა კალანდაძე, მაყვალა მრევლიშვილი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ეთერ ანდრონიკაშვილი, ჯიბსონ ხუნდაძე, ედმონდ კალანდაძე, მერაბ და ელგუჯა ბერძენიშვილები, ნიტა ტაბიძე, სტანისლავ ნეიჰაუზი, ნანი შალიკაშვილი, მამია მალაზონია, გულნარა ქავთარაძე, ელისო ვირსალაძე და იური ბეროზაშვილი, მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი, ნუგეშა მესხი და ბიძინა კვერნაძე, აკაკი ხინთიბიძე, მიხეილ ჭიაურელი და სხვ.

შემოქმედების მემკვიდრე

 

მამუკა დოლიძე

მასალის მდებარეობა

 

საოჯახო არქივი; საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიი მუზეუმი; საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქ. ეროვნული არქივი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი და ბიბლიოთეკა; საქტელე-რადიოს არქივი;