ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

დაგმარა სლიანოვა-მიზანდარი

#

 

 

დაგმარა ლევანის ასული სლიანოვა-მიზანდარი

1910 - 1983

 

კომპოზიტორი, პედაგოგი (თეორიული საგნები, კომპოზიცია)

ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1956)

კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1934 დაარსებიდან)

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1910.12.28. (ძვ. სტ. 15; სხვა ცნობით - 1908) ქ. ქუთაისი (საქართველო)

გარდაცვალების თარიღი, ადგილი

 

1983.11.23. თბილისი (საქართველო)

დაკრძალვის ადგილი

 

თბილისი, ვაკის სასაფლაო, მიზანდარების საგვარეულო განსასვენებელი

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2025 წელს დაბადებიდან 115

2023  წელს გარდაცვალებიდან 40

განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1930 - დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი, საფ-ნო ფაკულტეტი, ანა თულაშილის კლასი;

1930-1933 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საფორტეპიანო ფაკულტეტი, ანა თულაშვილის კლასი

1933-1935 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიტორო ფაკულტეტი, მიხეილ ბაგრინოვსკის და იონა ტუსკიას კლასი;

1935-1938  - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ასპირანტურა,  საკომპოზიტორო განხრით, ხელმძღვანელები - პეტრე რიაზანოვი, ბორის  არაპოვი;

მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი

 

თბილისი (საქართველო)

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი

პოზიცია

 

1937-1940 - თბილისის  მუსიკალური სასწავლებელი N 4, პედაგოგი, თეორიული საგნები

1938-1943 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიტორო კლასის ასისტენტი (ხელმძღვანელი სერგო ბარხუდარიანი)

1938-1983 - თბილისის ცენტრალური მუსიკალური ათწლედი, პედაგოგი, თეორიული საგნები

1964-1983 - თბილისის სახელმწიფო კონსერბატორია, საკომპოზიტორო ფაკულტეტი, დოცენტი

შემოქმედებითი სფერო

 

საკომპოზიტორო შემოქმედება: სიმფონიური - სიუიტები, პოემა, კონცერტი; კამერულ-ინსტრუმენტული - საფორტეპიანო ნაწარმოებები, ინსტრუმენტული კვინტეტი; კამერულ-ვოკალური: ვოკალური ციკლები, რომანსები, სიმღერები;

სამუსიკისმცოდნეო მემკვიდრეობა: სამეცნიერო  ნაშრომები, საჟურნალო სტატიები, სახელმძღვანელოები მუს. სკოლებისთვის;

წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები

 

პაპა - ფელიქს იოსების ძე მიზანდარი 1843-1896 (პიანისტი, პედაგოგი),

პაპის ძმა - ალოიზ იოსების ძე მიზანდარი 1838-1912 (პიანისტი, კომპოზიტორი, პედაგოგი, ქართული საფ-ნო სკოლის ფუძემდებელი)

მამა - ლევან არტემის ძე სლიანოვი (იურისტი)

დედა - სოფიო ფელიქსის ასული მიზანდარი

ბიძა - ვალერიან ფელიქს  ძე მიზანდარი 1894-1926 (საოპერო დირიჟორი, საქ. სახალხ. გვარდიის ორკესტრის დამაარსებელი)

დაახლოებული პირები

 

დიმიტრი არაყიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი,  ოლღა ბარამიშვილი, რევაზ გაბიჩვაძე, ნიკოლოზ გუდიაშვილი, ალექსანდრე შავერზაშვილი

ოჯახური მდგომარეობა

 

დაოჯახებული არ ყოფილა

შემოქმედების მემკვიდრე

 

სახელმწიფო

საარქივო მასალის მდებარეობა

 

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლე, არქივი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, არქივი; საქართველოს ეროვნული არქივი;