ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ლელა მაქარაშვილი

#

 

 

ლელა მერაბის ასული მაქარაშვილი

 

კომპოზიტორი, პედაგოგი, შემსრულებელი (ფორტეპიანო, მომღერალი), პროექტების მენეჯერი

 

კონკურსი „საბავშვო სიმღერა სოლისტის ან ანსამბლისთვის“, II პრემია (2012)

კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი, კატეგორია „კამერული მუსიკა“, I პრემია (2022)

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი (2010)

 

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1968.01.03. თბილისი

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2028 წელს 60 წელი

განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1973-1975 - თბილისის ეროვნული სასახლე (ყოფილი „პიონერთა სასახლე“), საბალეტო წრე ;

1974-1978 - თბილისის 51-ე საშუალო სკოლა;

1975-1986 - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური მუსიკალური სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“, თეორიული განყოფილება, პედაგოგები: თამარ (ცაცა) ფხაკაძე (ფორტეპიანო), მერი დავითაშვილი (კომპოზიცია);

1986-1991 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიციო ფაკულტეტი, პედაგოგები: ოთარ თაქთაქიშვილი, ნოდარ მამისაშვილი (კომპოზიცია), ამირან გირგვლიანი (ფორტეპიანო);

მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი

                                                    

თბილისი (საქართველო);

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი

პოზიცია

 

1989-1995 - ეკლესია „ჯვარის მამა“ (თბილისი), მგალობელთა გუნდის წევრი, მგალობელი;

1994-1998 - დ. თორაძის სახ. მუსიკალური სტუდია, კომპოზიციის და ფ-ნოს პედაგოგი;

1997-2007 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრა, მეცნიერ-თანამშრომელი;

1999-2000 - თსკ. კომპიუტერული ინფორმატიკის კურსი, ლექტორი;

2012 - გამოცდების ეროვნული ცენტრი, მუსიკის ექსპერტი;

2012-2013 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი, მუსიკის მიმართულება, მოწვეული ლექტორი;

2001-2007 - ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, პროექტების მონაწილე, რედაქტორი, შემსრულებელი;

2003-2006 - ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, პროექტის (დაფინანსდა „იუნესკო“-ს მიერ) მონაწილე, შემსრულებელი;

2005-2015 - ანსამბლი „სათანაო“, ანსამბლის წევრი, მომღერალი, შემსრულებელი;

2016-2019 - აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი, მონაწილე, შემსრულებელი (ფ-ნო);

2016- დან - მუსიკალური კომპოზიციის კურსი (კერძო პრაქტიკა), პედაგოგი;

2022 - პროექტი „ქართველი ქალი კომპოზიტორების მონაცემების და მათი შემოქმედების ციფრული კონვერტირება (მედია-ხელოვნება)“ (I ათეული), პროექტის ავტორი, სარედაქციო ჯგუფის წევრი, თანაგანმხორციელებელი (საქართველოს  კულტურის და სპორტის  სამინისტროს დაფინანსება);

2023-2024  პროექტი „ქართველი ქალი კომპოზიტორების ვებ-პორტალი“ (II და III ათეული), პროექტის ავტორი, სარედაქციო ჯგუფის წევრი, თანაგანმხორციელებელი (საქართველოს  კულტურის და სპორტის  სამინისტროს დაფინანსება);

შემოქმედებითი სფერო

 

სიმფონიური, მუსიკალური თეატრი, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, საგუნდო, საბავშვო, საესტრადო;

             წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები

 

მამა - მერაბი აკაკის ძე მაქარაშვილი 1941-2023 (ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი)

დედა - ნათელა (ლალი) შალვას ასული თევზაძე 1943 (მუსიკოსი, პედაგოგი)

ძმა - გიგა მერაბის ძე მაქარაშვილი 1963 (არქიტექტორი, დიზაინერი)

შვილები:

ქეთევან გურის ასული ხუნწარია 1992 (ჟურნალისტი, მომღერალი)

ელენე მიხეილის ასული მგალობლიშვილი 2007 (მოსწავლე)

შემოქმედების მემკვიდრე

 

ქეთევან ხუნწარია, ელენე მგალობლიშვილი

მასალის მდებარეობა                   

 

საოჯახო არქივი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;