ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ლეილა ხაფავა

#

 

ლეილა  გრიგოლის  ასული ხაფავა

1924 - 2017

კომპოზიტორი, პედაგოგი

 

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1978)

საქართველოს სსრ დამსახურებული პედაგოგი

ღირსების მედლის კავალერი (2001)

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1924.06.27. ბათუმი

გარდაცვალების თარიღი, ადგილი

 

2016.10.13. თბილისი (გარდაიცვალა 92 წლის ასაკში);

დაკრძალვის ადგილი

 

თბილისი, საბურთალოს სასაფლაო

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2024 წელს დაბადებიდან 100 წელი;

2027 წელს გარდაცვალებიდან 10 წელი;

განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1931-1940 - ბათუმის  საშუალო სკოლა;

1931-1940 - ბათუმის მუსიკალური სკოლა

1940-1941 - თბილისის საშუალო სკოლა;

1940-1944 - თბილისის I სამუსიკო ტექნიკუმი, საკომპოზიტორო განყოფილება;

1942-1944 - მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტი, დაუსწრებელი განყოფილება;

1944-1949 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიციო ფაკულტეტი, კომპოზიტორ იონა ტუსკიას კლასი;

მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი

 

თბილისი, სოხუმი (საქართველო);

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია

 

1949-1951 - სოხუმის მუსიკალური სკოლა, სასწავლო ნაწილის გამგე;

1949-1953 - სოხუმის სამუსიკო სასწავლებელი, მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგი;

1949-1953 - სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი, კომპოზიტორი;

1953-1977 - თბილისის კულტსაგანმანათლებლო მხატვრული შემოქმედების სასწავლებელი, მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგი;

1964-1967 - თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკა-ფილოლოგიის კათედრა, უფროსი მასწავლებელი და დეკანის მოადგილე;

1966 - თბილისის I სამუსიკო სასწავლებელი, მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგი.

შემოქმედებითი სფერო

 

საკომპოზიტორო შემოქმედება: მუსიკალური თეატრი,  სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, საგუნდო, ვოკალურ-ინსტრუმენტული,  საბავშვო მუსიკა, მუსიკა სპექტაკლისთვის;

სამეცნიერო შემოქმედება: სოლფეჯიოსა და ჰარმონიის  სწავლების საკითხები.

წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები

 

მამა - გრიგოლ ალექსანდრეს ძე ხაფავა (ელექტროინჟინერი, ოდესის პოლიტექნიკური ინსტიტუ ტის კურსდამთავრებული);

დედა - ნინო აბიათარის ასული იაკობაშვილი (ფილოლოგი, ისტორიკოსი, პეტერბურგის უნივერსიტეტის უმაღლესი კურსებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, დამსახურებული პედაგოგი, მეთოდისტი);

და - დოდო გრიგოლის ასული ხაფავა 1921-1932;

შვილი - მალხაზ გიორგის ძე  ხაფავა 1953 (ბიოქიმიკოსი);

რძალი - თეა ბიძინას ასული ჭყონია1974 (მხატვარი);

შვილიშვილი - ლელა მალხაზის ასული ხაფავა  1974 (ლინგვისტი);

შვილიშვილი - ნინო მალხაზის ასული ხაფავა 1979 (გეოგრაფი);

შვილიშვილი - მარიამ მალხაზის ასული ხაფავა 1999 (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი);

შვილიშვილი - საბა მალხაზის ძე ხაფავა 2002 (გრაფიკული დიზაინერი);

შვილთაშვილი - ნატალია ირაკლის ასული  ქართველიშვილი 1994 (ბიზნესისა და ფინანსების სპეციალისტი);

შვილთაშვილი - ტატა ლევანის ასული ურუშაძე 2005 (ოსლოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი);

შვილთაშვილი - ალექსანდრე (სანდრო) ლევანის ძე  ურუშაძე 2012 (სკოლის მოსწავლე)

შემოქმედების მემკვიდრე

 

მალხაზ ხაფავა, თეა ჭყონია.

მასალის მდებარეობა

 

საოჯახო არქივი;  საქართველოს მუსფონდი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქ. ეროვნული არქივი; ვ. სარაჯიშვილის  სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი და ბიბლიოთეკა; საქტელე-რადიოს არქივი;