ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ვალენტინა ჯაიანი

#

 

 

ვალენტინა  ანატოლის ასული ჯაიანი

1912 - 1998

 

კომპოზიტორი, მომღერალი, ანსამბლის ხელმძღვანელი, კონცერტმაისტერი, პიანისტი, პედაგოგი,

 

შრომის ვეტერანი (1978)

საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1974)

 

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1912.05.21. (ძვ. 1912.05.08.) ფოთი (საქართველო)

გარდაცვალების თარიღი, ადგილი

 

1998.06.15. თბილისი (გარდაიცვალა 86 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი

 

თბილისი, ვაკის სასაფლაო

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2027 წელს დაბადებიდან 105 წელი

2028 წელს გარდაცვალებიდან 30 წელი

განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1936-1942 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ისტორიულ-თეორიული ფაკულტეტი, პროფესორ პავლე ხუჭუას კლასი;

1937-1942 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სამეცნიერო-საკომპოზიციო ფაკულტეტი, სერგო ბარხუდარიანის კლასი;

მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი

 

თბილისი, ფოთი (საქართველო)

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია

 

1942-1952 - ქ. ფოთის სამუსიკო სასწავლებელი, მუს. ისტორიისა და ლიტერატურის პედაგოგი;

1942-1944 - ქ. ფოთის სამოყვარულო ანსამბლის სოლისტი, მომღერალი;

1952-1990 - თბილისის მე-8 სამუსიკო სკოლა, მუს. ისტორიისა და ლიტერატურის პედაგოგი;

მასწავლებელთა მეთოდური განვითარების ცენტრის, ე.წ. „მასწავლებლის სახლი“-ს ბაზაზე არსებული ახალგაზრდული სამოყვარულო საესტრადო ანსამბლი „ჰანგი“, დამფუძნებელი, ხელმძღვანელი;

შემოქმედებითი სფერო

 

მუსიკა საბავშვო საბალეტო სპექტაკლებისთვის, კამერულ-ვოკალური, კამერულ-ინსტრუმენტული, ვოკალური, სიმღერები, საბავშვო მუსიკა, საესტრადო მუსიკა.

წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები

 

მამა - ანატოლ ჯაიანი (სამხედრო ოფიცერი, რეპრესირებული);

დედა - ანასტასია დიდია (მეან-გინეკოლოგი);

შვილი - თენგიზ ჯაიანი 1937 (კომპოზიტორი, შემსრულებელი (ფ-ნო), დირიჟორი);

რძალი - ნანა ჟორჟოლიანი (ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ასოცირებული პროფესორი);

შვილიშვილი - ნინო ჯაიანი (შემსრულებელი (ფ-ნო), კონცერტმაისტერი);

სიძე - ირაკლი ხმალაძე (ექიმი, გასტროენტეროლოგი, მედ. მეცნ. დოქტორი, ასოცირებული პროფესორი);

შვილიშვილი - ლაშა ჯაიანი (მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ამერიკის სამედიცინო საზოგადოების დამსახურებული წევრი. ნიუ იორკის Hudson Dermatology კლინიკის წამყვანი სპეციალისტი კლინიკურ, კოსმეტიურ და ქირურგიულ დერმატოლოგიაში);

რძალი - ნატალია ნეფარიძე (მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. იელის უნივერსიტეტის ჰემატოლოგია-ონკოლოგის წამყვანი ონკოლოგი, ჰემატოლოგია-ონკოლოგის დეპარტამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი);

შვილთაშვილები:

ლაშა ხმალაძე (კლინიკური ონკოლოგ-რეზიდენტი);

დავით ხმალაძე (საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრანტი);

ანა ჯაიანი (ნიუ იორკის ფორდამ უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი);

ნინა ჯაიანი (ფეარფილდის საშუალო სკოლის მოსწავლე; ნიუ ჰეივენის საბალეტო სკოლის სტუდენტი);

შემოქმედების მემკვიდრე

 

თენგიზ ჯაიანი, ნინო ჯაიანი, ლაშა ჯაიანი

მასალის მდებარეობა

 

საოჯახო არქივი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი;