ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ანა ქასრაშვილი

#

 

 

 

ანა მიხეილის ასული ქასრაშვილი

 

კომპოზიტორი, გამაორკესტრებელი, სიმღერების ავტორი

 

 

 

 

საავტორო სიმღერის ეროვნული კონკურსი - „სიმღერა ბათუმზე“ - I ადგილი (2010);

საქართველოს თეატრალური საზოგადოების ჯილდო ნომინაციაში წლის საუკეთესო ორიგინალური მუსიკა სპექტაკლისათვის „ჩვენ გველის დიდება“ (2015);

ვალენსიის ბერკლის კოლეჯის კინოს, ტელევიზიისა და ვიდეოთამაშების მუსიკის ფაკულტეტის გამორჩეული კურსდამთავრებულის ჯილდო (2015);

კალიფორნიის დამოუკიდებელი ფილმების ფესტივალის (CAIFF) ფარგლებში გამართული კინომუსიკის კონკურსის გამარჯვებული (2015);

ასკაპის (ASCAP) კინომუსიკის ვორკშოპის მონაწილე (2017);

ხუან ხილის (Juan Gil) კინომუსიკის მე-2 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული (2018);

მსოფლიო საუნდტრეკების დაჯილდოების (World Soundtrack Awards) ახალგაზრდული ნომინაციის გამარჯვებული (კონკურსის ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც ამ ნომინაციაში გაიმარჯვა) (2020);

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1986.11.23. ბათუმი

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2026 წელს დაბადებიდან 40 წელი

განათლება

(სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1991-2001 - ბათუმის საკრავიერი ხელოვნების ექსპერიმენტული სკოლა (ფორტეპიანო - ირინა ხერჟის კლასი, ვიოლინო - თემურ შალვაშვილის კლასი)

1992-2003 - ქ. ბათუმის მე-16 საშუალო სკოლა

2004-2008 - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რომანისტიკის ფაკულტეტი, ესპანური ენა და ლიტერატურა)

2002-2006 - ქ. ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი (საფორტეპიანო განყოფილება)

2014-2015 - ვალენსიის ბერკლის მუსიკის კოლეჯის მაგისტრატურა (კინოს, ტელევიზიისა და ვიდეოთამაშების მუსიკის ფაკულტეტი) ესპანეთი, ვალენსია. პროგრამის ხელმძღვანელი - ლუსიო გოდოი.

2017 - ასკაპის (ASCAP) კინომუსიკის ვორკშოპის მონაწილე (ხელმძღვანელი რიჩარდ ბელისი) - ლოს-ანჯელესი, აშშ.

მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი

 

საქართველო, ესპანეთი, აშშ, ინგლისი

შემოქმედებითი სფერო

 

საკომპოზიტორო შემოქმედება: კინომუსიკა (საორკესტრო, საფორტეპიანო) საესტრადო სიმღერა, მუსიკა სატელევიზიო რეკლამებისათვის

მოღვაეობის (სამუშაო) ადგილი

პოზიცია

 

2017-დან - აშშ-ის საავტორო უფლებათა ორგანიზაციის ასკაპის (ASCAP) წევრი

2018-დან - ვალენსიის ბერკლის მუსიკის კოლეჯის მაგისტრატურის კურსდამთავრებული ელჩი

2018-დან - ლოს ანჯელესში არსებული ქალ კომპოზიტორთა საერთაშორისო ალიანსის (AFWC) წევრი

2020-დან - World Soundtrack Awards-ის აკადემიის წევრი

 

წინაპრები / ოჯახის წევრები

 

მამა - მიხეილ ვარლამის ძე ქასრაშვილი (1947-2022)

დედა - მანანა ივანეს ასული გოგილაშვილი (1959) საბავშვო ბაღის აღმზრდელი

ძმა - მიხეილ მიხეილის ძე ქასრაშვილი  (1982) სპორტსმენი

მეუღლე - ილია ვახტანგის ძე ჯღარკავა (1985) მუსიკოსი, ხმის რეჟისორი

შვილი - მართა ილიას ასული ჯღარკავა (2018)

შთამომავლები / მემკვიდრეები

 

მართა ჯღარკავა

 

მასალის მდებარეობა

 

საოჯახო არქივი