ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

თამარ შავერზაშვილი

#

 

 

 

თამარ ანტონის ასული შავერზაშვილი

1891 - 1955

 

კომპოზიტორი, პედაგოგი, პიანისტი,

ქართული საბავშვო მუსიკის ფუძემდებელი

საქართველოს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1946)

კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1933 დაარსებიდან)

 

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1891.10.02. (ძვ. სტ. 14) (სხვა წყარო: 1893; 1901;) ქუთაისი (საქართველო)

გარდაცვალების თარიღი, ადგილი

 

1955.09.18. თბილისი (საქართველო)

დაკრძალვის ადგილი

 

თბილისი, ვაკის სასაფლაო

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2026 წელს დაბადებიდან 135

2025 წელს გარდაცვალებიდან 70

განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი)

 

-1910 - ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელი;

1910-1917 - თბილისის სამუსიკო სასწავლებელი, ფ-ნოს განხრით,  ი. ს. აისბერგის კლასი;

1917-1923 - თბილისის კონსერვატორია, ფ-ნოს განხრით, პროფ. ი. ს. აისბერგის კლასი;

1931-1935 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიციის განხრით, პროფ. ვ.ვ.შჩებაჩოვის, შემდეგ პროფ. პ.ბ.რიაზანოვი და ი.ი.ტუსკიას კლასი;

1935-1938 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა, კომპოზიციის განხრით;

მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი

 

ქუთაისი, თბილისი (საქართველო)

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი

პოზიცია

 

1923-1925 - თბილისის კონსერვატორია, ფ-ნოს პედაგოგი;

1935-1938  - „ნიჭიერ ბავშვთა ჯგუფი“ (მომავალში ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა - „ნიჭიეთა ათწლედი“, თეორიული საგნების პედაგოგი;

1937-1940 - ქალაქის მეთოდ-კაბინეტის წევრი, მეთოდისტი;

1938 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ასისტენტი, პოლიფონიის კურსი;

1946 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, დოცენტი, პოლიფონიის კურსი;

შემოქმედებითი სფერო

 

საკომპოზიტორო შემოქმედება: საოპერო; სიმფონიური: სიმფ. სუიტები; კამერულ-ინსტრუმენტული: კვარტეტები, ანსამბლები სხვადასხვა შემადგ., საფ-ნო პიესები; კამერულ-ვოკალური: რომანსები, სიმღერები; საბავშვო მუსიკა: სიმღერები, საფ-ნო პიესები;

ოჯახის წევრები

 

მამა - ანტონ შავერზაშვილი (ფარმაცევტი);

დედა - სქოლასტიკ ბაჯ ოღლი (ქართველი, მესხი - კათოლიკე)

გამზრდელი - ვიქტორია ბუდაგოვსკაია - მიზანდარი (ალოიზ მიზანდარი იყო ბიძა) (პიანისტი)

და - მარია შავერზაშვილი მომღერალი (ახალგაზრდა გარდაიცვალა);

ძმა - ალექსანდრე შავერზაშვილი  (პიანისტი) (ახალგაზრდა გარდაიცვალა);

ძმა - ვასილ შავერზაშვილი (კომპოზიტორი, საქართველოში საესტრადო მუსიკის ერთერთი ფუძენდებელი, პირველი ქართული კ/ფ მუსიკის ერთერთ პირველი ავტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე;

ძმის შვილი - ალექსანდრე (შურა) შავერზაშვილი (ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი, კონსერვატორიის პროფესორი, კომპოზიციის კათედრის გამგე, პრორექტორი);

შვილი - იზოლდა შავერზაშვილი (მუსიკოსი)

შვილიშვილი - თამარ გაიოზის ასული ჯავახიშვილი (მხატვარი)

სიძე - გიორგი ბაგრატიონი (ექიმი)

შვილთაშვილი - ანასტასია ბაგრატიონი (ტურიზმის მენეჯერი)

დაახლოებული პირები

 

ქეთევან მაღალაშვილი (მხატვარი), ვანო სარაჯიშვილი (მომღერალი), გრიგოლ ჩხიკვაძე (მუსიკოლოგი, ფოლკლორისტი), თამარ აბაკელია (მოქანდაკე, მხატვარი) და სხვ.

შთამომავლები/ მემკვიდრე

 

თამარ გაიოზის ასული ჯავახიშვილი

 საარქივო მასალის მდებარეობა

 

საქართველოს ეროვნული არქივი;

საოჯახო არქივი;

გიორგი შავერზაშვილის საოჯახო არქივი;

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლის არქივი;

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკა და არქივი;

საქართველოს ტელე-რადიო ფონდი;