ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ნანული ბრეგვაძე

#

 

 

 

ნანული ვიქტორისასული ბრეგვაძე

კომპოზიტორი, კონცერტმაისტერი, პედაგოგი

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1945.06.03.თბილისი

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2025 წელს დაბადებიდან 80 წელი

განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1953-1957 - თბილისის 57-ე საშუალო სკოლა;

1953-1963 - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური მუს. სკოლა („ნიჭიერთა ათწლედი“), ფორტეპიანოს განხრით, პედაგოგი თამარ (ცაცა) ფხაკაძე;

1968-1973 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საფ-ნო ფაკულტეტი, თინათინ გოგოლაშვილის კლასი;

1975-1980 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიციო ფაკულტეტი, კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის კლასი;

მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი

 

თბილისი (საქართველო)

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია

 

1964 - დან ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზ. აღზრდისა და სპორტული კათედრა. კომპოზიტორი, კონცერტმაისტერი;

1973 - გარდაბანი, სამუსიკო სკოლა, ფორტეპიანოს პედაგოგი, მეთოდისტი;

1980 - დან წყნეთის სამუსიკო სკოლა, ფორტეპიანოს პედაგოგი;

სხვადასხვა წლებში თანამშრომლობა კინოსტუდიასთან;

შემოქმედებითი სფერო

 

კამერულ-ინსტრუმენტული, ვოკალური, სიმღერები, საბავშვო მუსიკა,

მუსიკა მულტიპლიკაციისთვის; მუსიკა სპორტული (ტანმოვარჯიშეთა) წარმოდგენებისთვის;

წინაპრები, ოჯახის წევრები. შთამომავლები

 

მამა - ვიქტორ ოქროპირის ძე ბრეგვაძე 1909-19?? (ხე-ტყის ტექნოლოგი, ინჟინერი);

დედა - ანა ილიას ასული დევიძე 1917-1986 (ფარმაცევტი)

ძმა - გურამ ვიქტორის ძე ბრეგვაძე (ხიდებისა და გვირაბების მშენებელი, ინჟინერი)

ძმა - ვიქტორ ვიქტორის ძე ბრეგვაძე

ძმისშვილები - მაია გურამის ასული ბრეგვაძე, დავით ვიქტორის ძე ბრეგვაძე, ნიკოლოზ ვიქტორის ძე ბრეგვაძე

დაახლოებული პირები

 

თამარ (ცაცა) ექვთიმეს ასული ფხაკაძე (პედაგოგი, ორღანისტი, პიანისტი), ნელი სალაძე (ქართველი ტანმოვარჯიშე, დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი), დინარა ჯანდიერი (კომპოზიტორი), მანანა მირიანაშვილი (მათემატიკოსი);

შემოქმედების მემკვიდრე

 

მაია გურამის ასული ბრეგვაძე, დავით ვიქტორის ძე ბრეგვაძე, ნიკოლოზ ვიქტორის ძე ბრეგვაძე;

მასალის მდებარეობა

 

საოჯახო არქივი;