ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

თინათინ (დალი) ჩხეიძე

#

 

 

 

  თინათინ (დალი) დავითის ასული ჩხეიძე

1927 - 1992

 

კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი

 

კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1950)

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1960)

 

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1927.12.26. თბილისი

გარდაცვალების თარიღი, ადგილი

 

1992.12.27. თბილისი, 65 წლის ასაკში

დაკრძალვის ადგილი

 

თბილისი, ვერის სასაფლაო

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2027 წელს დაბადებიდან 100 და გარდაცვალებიდან 35

განათლებ (სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1934-1944 - თბილისის მე-5 ქალთა (მე-18 საშუალო) სკოლა;

1935-1943 - თბილისის მე-8 სამუსიკო სკოლა;

1943-1946 - თბილისის მე-2 სამუსიკო სასწავლებელი, საფორტეპიაო ფაკულტეტი, მ. ნუნუპაროვას კლასი;

1944-1949 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიციის ფაკულტეტი, სერგო ბარხუდარიანის კლასი, დაამთავრა იონა ტუსკიას კლასი;

1946-1951 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საფორტეპიანო ფაკულტეტი, ვანდა შიუკაშვილის კლასი;

1989 - გაიარა სტაჟირება მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში, საერთო ფორტეპიანოს კათედრაზე მ. სოკოლოვის ხელმძღვანელობით;

მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი

 

თბილისი (საქართველო)

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია

 

1949-1959 - თბილისის N 1 სამუსიკო სკოლა, ფორტეპიანოს პედაგოგი, ილუსტრატორი;

1949-1959 - თბილისის N 1 სამუსიკო სასწავლებელი, პედაგოგი, ილუსტრატორი;

1951-1959 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია, ილუსტრატორი;

1959-1967 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია, სავალდებულო ფორტეპიანოს კათედრის პედაგოგი, 1967- 1980 - დოცენტი, 1980-1993  - პროფესორი;

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი 1950 წლიდან

შემოქმედებითი სფერო

 

ოპერა, სიმფონიური, ვოკალურ-სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, საგუნდო, ვოკალური, სიმღერები, საბავშვო მუსიკა.

წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები

 

მამა - დავით ანდუყაფარის ძე (ჩხეიძე) თურდოსპირელი 1888-1948 (ისტორიკოსი,მწერალი, საზოგადო მოღვაწე, დამსახურებული პედაგოგი, დამფუძნებელი კრების წევრი, 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი);

დედა - ელენე ალექსის ასული მიქელაძე 1894-1984 (ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმიფო უნივერსიტეტის საქმეთა მმართველი);

ბიძა - გიორგი (ჩხეიძე) ქუჩიშვილი 1886-1947 (მწერალი);

მეუღლე - კონსტანტინე დოროთეს ძე ბოკუჩავა 1917-1991 (დამსახურებული არქიტექტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი);

და - მზია დავითის ასული ჩხეიძე 1925-2009 (ექიმი, თერაპევტი, კურორტოლოგი);

სიძე - გრიგოლ იოსების  ძე ჩილინგარიშვილი 1914-1991 (ენერგეტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი);

და - ლამზირა დავითის ასული ჩხეიძე 1929-2023 (მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, თბილისის  რუსთველის სახ. თეატრის დასის წევრი, საქტელე-რადიო მაუწყებლობის თანამშრომელი);

ქალიშვილი - ელისაბედ (ლიზიკო) ბოკუჩავა 1975

დისშვილი  - თამარ გრიგოლის ასული ჩილინგარიშვილი 1952 (ექიმი, რევმატოლოგი, რეაბილიტოლოგი, კურორტოლოგი);

დისშვილი - დავით გრიგოლის ძე ჩილინგარიშვილი 1955 (ინჟინერი, ჰიდროტექნიკოსი);

რძალი - თამარ ბიჭიკოს ასული ნადირაშვილი 1961 (ექიმი, ნევროლოგი);

შვილიშვილი - გრიგოლ დავითის ძე ვარდიძე (ჩილინგარიშვილი) 1993 (ბიზნეს-მენეჯერი);

შვილიშვილი - ელენე დავითის ასული ვარდიძე (ჩილინგარიშვილი) 1998 (მარკეტოლოგი);

დაახლოებული პირები

 

ანდრია ბალანჩივაძე, ჯემალ გოკიელი, თამარ ხუროშვილი, სულხან ცინცაძე, ლინა მიქაბერიძე, ლონდა სამსონიძე

შემოქმედების მემკვიდრე

 

თამარ ჩილინგარიშვილი

მასალის მდებარეობა

 

საოჯახო არქივი; საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიი მუზეუმი; საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქ. ეროვნული არქივი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი და ბიბლიოთეკა; საქტელე-რადიოს არქივი;