დაგმარა სლიანოვა-მიზანდარი
დაგმარა ლევანის ასული სლიანოვა-მიზანდარი
1910 - 1983
კომპოზიტორი, პედაგოგი (თეორიული საგნები, კომპოზიცია)
ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1956)
კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1934 დაარსებიდან)
დაბადების თარიღი, ადგილი |
|
1910.12.28. (ძვ. სტ. 15; სხვა ცნობით - 1908) ქ. ქუთაისი (საქართველო) |
გარდაცვალების თარიღი, ადგილი |
|
1983.11.23. თბილისი (საქართველო) (გარდაიცვალა 72 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი |
|
თბილისი, ვაკის სასაფლაო, მიზანდარების საგვარეულო განსასვენებელი |
უახლოესი საიუბილეო თარიღი |
|
2025 წელს დაბადებიდან 115 2023 წელს გარდაცვალებიდან 40 |
განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი) |
|
1930 - დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი, საფ-ნო ფაკულტეტი, ანა თულაშილის კლასი; 1930-1933 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საფორტეპიანო ფაკულტეტი, ანა თულაშვილის კლასი 1933-1935 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიტორო ფაკულტეტი, მიხეილ ბაგრინოვსკის და იონა ტუსკიას კლასი; 1935-1938 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ასპირანტურა, საკომპოზიტორო განხრით, ხელმძღვანელები - პეტრე რიაზანოვი, ბორის არაპოვი; |
მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი |
|
თბილისი (საქართველო) |
მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი პოზიცია |
|
1937-1940 - თბილისის მუსიკალური სასწავლებელი N 4, პედაგოგი, თეორიული საგნები 1938-1943 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიტორო კლასის ასისტენტი (ხელმძღვანელი სერგო ბარხუდარიანი) 1938-1983 - თბილისის ცენტრალური მუსიკალური ათწლედი, პედაგოგი, თეორიული საგნები 1964-1983 - თბილისის სახელმწიფო კონსერბატორია, საკომპოზიტორო ფაკულტეტი, დოცენტი |
შემოქმედებითი სფერო |
|
საკომპოზიტორო შემოქმედება: სიმფონიური - სიუიტები, პოემა, კონცერტი; კამერულ-ინსტრუმენტული - საფორტეპიანო ნაწარმოებები, ინსტრუმენტული კვინტეტი; კამერულ-ვოკალური: ვოკალური ციკლები, რომანსები, სიმღერები; სამუსიკისმცოდნეო მემკვიდრეობა: სამეცნიერო ნაშრომები, საჟურნალო სტატიები, სახელმძღვანელოები მუს. სკოლებისთვის; |
წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები |
|
პაპა - ფელიქს იოსების ძე მიზანდარი 1843-1896 (პიანისტი, პედაგოგი), პაპის ძმა - ალოიზ იოსების ძე მიზანდარი 1838-1912 (პიანისტი, კომპოზიტორი, პედაგოგი, ქართული საფ-ნო სკოლის ფუძემდებელი) მამა - ლევან არტემის ძე სლიანოვი (იურისტი) დედა - სოფიო ფელიქსის ასული მიზანდარი ბიძა - ვალერიან ფელიქს ძე მიზანდარი 1894-1926 (საოპერო დირიჟორი, საქ. სახალხ. გვარდიის ორკესტრის დამაარსებელი) |
დაახლოებული პირები |
|
დიმიტრი არაყიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, ოლღა ბარამიშვილი, რევაზ გაბიჩვაძე, ნიკოლოზ გუდიაშვილი, ალექსანდრე შავერზაშვილი |
ოჯახური მდგომარეობა |
|
დაოჯახებული არ ყოფილა |
შემოქმედების მემკვიდრე |
|
სახელმწიფო |
საარქივო მასალის მდებარეობა |
|
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლე, არქივი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, არქივი; საქართველოს ეროვნული არქივი; |