სოფიო საღარაძე

სოფიონიკოლოზისასულისაღარაძე
კომპოზიტორი, პედაგოგი, შემსრულებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, ანდრია ბალანჩივაძის სახელობითი სტიპენდია (2016, 2017, 2018);
კარლ ნილსენისა და ენ მარი კარლ-ნილსენის ფონდის პრიზი „ნიჭიერი“ - საუკეთესო კომპოზიცია (დანია 2022);
დაბადების თარიღი, ადგილი |
1997.06.05. თბილისი |
|
უახლოესი საიუბილეო თარიღი |
2027 დაბადებიდან 30 წელი |
|
განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი) |
2003-2015 - თბილისის 195-ე საჯარო სკოლა; 2004-2015 - თბილისის კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო სკოლა; თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი”, ფორტეპიანოს განხრით, პედაგოგ მარინა ცუხიშვილის; პედაგოგ მაკა ვირსალაძის კომპოზიციის კლასი; 2015-2019 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია (TSC), მუსიკის ბაკალავრი კლასიკურ კომპოზიციაში; პედაგოგი მაკა ვირსალაძე; 2019 - ფერენც ლისტის მუსიკის აკადემია (უნგრეთი), კლასიკური კომპოზიცია (ერასმუს +); 2019-2021 - ორჰუსის მუსიკის სამეფო აკადემია (დანია), მუსიკის მაგისტრი ელექტრონულ კომპოზიციაში, ხელმძღვანელები: ჰენრიკ მუნკი, ჯულიანა ჰოდკინსონი (DIEM); |
|
მოღვაწეობის გეოგრაფიული მონაცემი |
საქართველო, დანია, შვედეთი, ნორვეგია, ჰოლანდია, ავსტრია, გერმანია, იტალია, უნგრეთი; (ამჟამად ცხოვრობს დანიაში); |
|
მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია |
|
2015-2018 - ფესტივალი ,,ქალი და მუსიკა” (თბილისი, საქართველო), თანაორგანიზატორი, მონაწილე; 2016-2017 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, სტუდენტური თვითმმართველობის და ფაკულტეტის საბჭოს წევრი; 2018-2019 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი; 2018-2019 - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (საქართველო), ექსპერტი; 2019 - სასკოლო მუსიკის წიგნი. I -VI კლასები (ავტ. ქუმსიშვილი/ ჯულაყიძე). ფორტეპიანოს სწავლების მეთოდოლოგია, მოკლე კურსი (ნ. კასრაძე), ელექტრონული სანოტო ვერსიის შემსრულებელი; 2019-2020 - ფესტივალი RAMA, პროექტების მენეჯერი, “Art Development Georgia”/RAMA Festival, პროექტის კოორდინატორი; 2020-2021 - მუსიკის სამეფო აკადემია (ორჰუსი), პირდაპირი სტრიმინგის მენეჯერი / ხმის ტექნიკოსი; 2021 - ნაციონალური მოძრაობის ფესტივალი (დანია), პროდიუსერი, ხმის ინჟინერი; 2021 - NMfS ფესტივალი (დანია), ხმის ინჟინერი, თანაპროდიუსერი; 2021-2023 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ხარისხის განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრი; 2021 - მუსიკის სამეფო აკადემია (ორჰუსი), მოწვეული ლექტორი; 2022 აგვისტოდან - სამეფო მუსიკალური აკადემია ორჰუსი/ოლბორგი, ლექტორი (ინტერაქტიური პროექტების სწავლება, პროგრამირება, მრავალარხიანი დაყენება, ხმის ინსტალაცია, entrepreneurship, კომპოზიცია); 2023 დან - ROSA, წარმოების და ხმის მენეჯერი (დანია); 2021 დან - ორჰუსის ხმის ასოციაცია (Aarhus Lydforening), დამფუძნებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი (დანია); 2024 დან - ლუდჰავნენ ასოციაცია (Foreningen Lydhavnen), საბჭოს წევრი (დანია);
|
შემოქმედებითი სფერო |
|
საკომპოზიტორო შემოქმედება: კამერულ-ინსტრუმენტული, მუსიკა სპექტაკლისთვის, ელექტრონული მუსიკა, არტ-პროექტები, ინსტალაციები;
|
წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები |
|
მამა - ნიკოლოზ ნოდარის ძე საღარაძე (1968) ფინანსისტი; დედა - ეკატერინე ავთანდილის ასული გაგნიძე (1971) ქიმიკოსი; და - მარიამ ნიკოლოზის ასული საღარაძე (1993) კედლის მხატვრობის კონსერვაციის დოქტორი; და - ნატალია ნიკოლოზის ასული საღარაძე (2003) კომპიუტერული მეცნიერება; და - თამარ ნიკოლოზის ასული საღარაძე (2008) სკოლის მოსწავლე; |
მასალის მდებარეობა |
|
საოჯახო არქივი; დანიის კულტურის ფონდი; დანიის კომპოზიტორთა კავშირი;
https://nielsen-legat.dk/sophia-sagaradze/
https://issuu.com/komponistforeningen/docs/ansats_2024_web
https://musikkons.dk/om-djm/ansatte/sophia-sagaradze/
https://billetto.dk/e/aeteren-open-sessions-9-sophia-sagaradze-billetter-1154053
https://www.regelbau411.dk/sophia-sagaradze
https://www.newmusicforstrings.org/sophia-sagaradze https://radarlive.dk/blog/2024/october/sophia-sagaradze-jeg-havde-ikke-opnaaet-det-samme-uden-radar/ |