ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

თინათინ თოდაძე

#

თინათინ კახაბერის ასული თოდაძე

კომპოზიტორი, შემსრულებელი (ვოკალი, ფორტეპიანო), პედაგოგი

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1994.03.07. ქალაქი ჭიათურა (საქართველო)

 

 

 

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2029 დაბადებიდან 35 წელი

 

განათლება

(სასწავლებელი, პედაგოგი)

 

2000-2012 - თბილისის N 90 საჯარო სკოლა; 

2000-2012 - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედი", პედაგოგები: გოჩა ბეჟუაშვილი (კლასიკური ვოკალი), ეკა ჭაბაშვილი (კომპოზიცია);

2013-2018 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, სამუსიკო ხელოვნების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი „კომპოზიციის“ მიმართულებით; კომპოზიტორ ეკა ჭაბაშვილის კლასი;

 

მოღვაწეობის გეოგრაფიული მონაცემი

 

თბილისი (საქართველო)

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია

 

2020-დან  სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლა, მუსიკის მასწავლებელი;

2020-დან  სსიპ ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N 50 საჯარო სკოლა, მუსიკის მასწავლებელი;

 

შემოქმედებითი სფერო

 

საკომპოზიტორო შემოქმედება: კამერულ-ინსტრუმენტული (ანსამბლები სხვადასხვა შემადგენლობისათვის, საფორტეპიანო პიესები), საგუნდო, კამერულ-ვოკალური;

 

წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები

 

მამა - კახაბერ ნოდარის ძე თოდაძე (1966), სამთო ინჟინერი;

დედა - მაკა ომარის ასული მამასახლისი (1972), ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი;

ძმა - ნოდარ კახაბერის ძე თოდაძე (1992), ტურიზმის მენეჯერი;

მეუღლე - ზურაბ ზურაბის ძე ანჯაფარიძე (1989), საოპერო  მომღერალი;

შვილი - მარიამ ანჯაფარიძე (2014);

შვილი - ლიზა ანჯაფარიძე (2017);

შვილი - ნიცა ანჯაფარიძე (2022);

 

შემოქმედების მემკვიდრე

 

ზურაბ ანჯაფარიძე, მარიამ ანჯაფარიძე, ლიზა ანჯაფარიძე, ნიცა ანჯაფარიძე;

 

მასალის მდებარეობა

 

საოჯახო არქივი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი და ბიბლიოთეკა;  საქ. საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო-არქივი.