ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ნათია დიასამიძე

#

 

 

ნათია ალექსანდრეს ასული დიასამიძე

 

კომპოზიტორი, მუსიკოლოგი, პედაგოგი, შემსრულებელი (ფორტეპიანო)

 

ალექსანდრე თორაძის სახელობის სტიპენდიანტი (2004)

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1986.09.12. ქალაქი ბათუმი

 

 

 

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2026 დაბადებიდან 40 წელი

 

განათლება

(სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1991-1993 - ბათუმის პირველი კლასიკური გიმნაზია;

1992-1993 - ბათუმი, ედიკა ქიქავას ხელოვნების სტუტია, ირინა ხერჟის საფორტეპიანო კლასი, სოსო ბარდანაშვილის საკომპოზიციო კლასი, ხელოვნების პედაგოგი ნატალია ჭკუასელი;

1993-1995 - თბილისის 51-ე საშუალო სკოლა;

1995-1996 - თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია;

1996-2004 - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ქართული სამუსიკო გიმნაზია „ნიჭიერთა ათწლედი“, ფორტეპიანოს სპეციალობით, პედაგოგების, ნათია ასტახიშვილის და ესმა ქირიას საფორტეპიანო კლასი, კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის კომპოზიციის კლასი;

2004-2010 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის ფაკულტეტი, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სპეციალობა - კომპოზიცია,  კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის კლასი, (დიპლომი N000065);

2005-2006 - საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი თბილისში, კურსდამთავრებული;

2013-2014 – Miraill 2, ტულუზა (საფრანგეთი), ფრანგული ენა და ლიტერატურა, კურსდამთავრებული;

2015-2016 - ბიდისის (BDC) აკადემია, კულტურის მენეჯმენტი, კურსდამთავრებული;

 

მოღვაწეობის გეოგრაფიული მონაცემი

 

ბათუმი, თბილისი (საქართველო);

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია

 

2009-2011 - თეატრი  „სახიობა“, მუსიკალური ხელმძღვანელი;

2014-2018 - ვოკალურ ინსტრუმენტალური სტუდია „მუსიკის კუთხე“, ხელმძღვანელი;

2019-2021 - „კავკასიის ფრანგული საერთაშორისო სკოლა“, ფორტეპიანოს პედაგოგი;

2022-2025 - საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი „თბილისის პიანო ფესტივალი“, მენეჯერი;

2024-2025 - „საერთაშორისო ქართული სკოლა“, პედაგოგი;

2024 დან - მუსიკალურ-საგანმანათლებლო სტუდია „თამარის სივრცე“, ფორტეპიანოს და კომპოზიციის პედაგოგი;

 

შემოქმედებითი სფერო

 

საკომპოზიტორო შემოქმედება: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ- ვოკალური, საგუნდო,  სიმღერები, საბავშვო მუსიკა, მუსიკა სპექტაკლისთვის;

 

წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები

 

მამა - ალექსანდრეს შუქრის ძე დიასამიძე (1943-2025) იურისტ-ეკონომისტი;

დედა - ნანა გიორგის ასული ნიჟარაძე (1952) ფილოლოგი, პედაგოგი, (აჟამად დიასახლისი);

ძმა - ლევან ალექსანდრეს ძე დიასამიძე (1976) დიპლომატი, საქართელოს ელჩი მოლდოვის რესპუბლიკაში;

და - ქეთევან ალექსანდრეს ასული დიასამიძე (1974) ფსიქიატრი, სასამართლო (სამხარაულის) ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ბათუმის ფილიალის ექსპერტი;  

მეუღლე - ლადო ზაალის ძე სადღობელაშვილი (1986) ფიზიკოსი, ეკონომისტი;

შვილი - ლილე ლადოს ასული სადღობელაშვილი (2009) სკოლის მოსწავლე;

შვილი - საბა ლადოს ძე სადღობელაშვილი (2012) სკოლის მოსწავლე;

 

შემოქმედების მემკვიდრე

 

ლადო, ლილე  და საბა სადღობელაშვილები

 

მასალის მდებარეობა

 

 

საოჯახო არქივი;