ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

თამარ სალუქვაძე

#

 

 

 

თამარ გიორგის ასული სალუქვაძე

 

 

კომპოზიტორი, პედაგოგი, შემსრულებელი

 

 

 

 

 

პრემია, საერთაშორისო კონკურსი „XXI საუკუნის მუსიკა“, ტაშკენტი 2000;

მეორე პრემია, პატრიოტული სიმრერების კონკურსი ,,პატრინოტი 2002“;

გრანპრი, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება, საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „დებიუტი“, საქართველო 2004;

I პრემია, სერგეი ესენინის ლექსზე შექმნილი ვოკალური რომანსი,  კონკურსი, მუს. საზოგადოება „რელიკვია“ 2005;

III პრემია, აფხაზეთის თემაზე შექმნილი საფორტეპოიანო პიესა, კონკურსი საქართველოს კულტურის სამინისტრო 2006;

I პრემია, კონკურსი საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისათვის, ,,არტარეა’’ 2009;

 

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი 2005;

International Alliance Women in Music (ISWM) საერთაშორისო ასოციაციის წევრი 2006;

 

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1979.09.14. ქალაქი თბილისი

 

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2029 დაბადებიდან 50 წელი

 

განათლება

(სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1988-1998 - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. სამუსიკო გიმნაზია („ნიჭიერთა ათწლედი“), ფორტეპიანოს პედაგოგ თამარ აფაქიძის კლასი, კომპოზიციის პედაგოგ მერი დავითაშვილის კლასი;

1998-2002 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიციო ფაკულტეტი, ბაკალავრიატი , კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის კლასი, (დიპლომი N000291);

2002-2003 - მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიციის ფაკულტეტი, სტაჟირება (2003 დიპლომი N 0001) კომპოზიტორ ბ.გ.აგაფონიკოვის კლასი;

2002-2004 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიციო ფაკულტეტი, მაგისტრატურა, (2024 დიპლომი N 0000205) კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის კლასი;

2006-2007 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიციო ფაკულტეტი, ასპირანტურა, კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის  კლასი;

2008-2010 - ლიუბეკის ( გერმანია )  მუსიკალური აკადემია. კვალიფიკაციის ამაღლება, პროფ. დიტერ მაკის კლასი.

2017 -2020 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დოქტურატურა ,ხელოვნებათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამა. (2020 დიპლომი N 000018 )

 

 

მოღვაწეობის გეოგრაფიული მონაცემი

 

თბილისი (საქართველო), მოსკოვი (რუსეთი); ლუბეკი (გერმანია); ნიუ იორკი (აშშ);

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია

 

1997-დან - თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის მუს-კულტურული განყოფილების ხელმძღვანელი.

(ჰიმნის კონკურსის გამარჯვებული, თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია 1997);

2003 - დან - თეატრალური უნივერსიტეტი. სპექტაკლების მუსიკალური გაფორმება;

2003 - დან - საფრანგეთის და რუმინეთის საელჩო, ღონისძიებების და კონცერტების ორგანიზატორი, მონაწილე;

2004 - დან - ა. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრი, სიმებიანი სექსტეტი, ხელმძღვანელი ფრანსუა ლორანი, თანამშრომლობა (მუსიკალური ქმნილებების ავტორი, კომპოზიტორი);

2006 - დან - ამერიკის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში, თანამშრომლობა, პუბლიკაციების ავტორი;

2007-2008 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, სტუდენტთა კომპიუტერული ცენტრის ხელმძღვანელი;

 

შემოქმედებითი სფერო

 

საკომპოზიტორო შემოქმედება: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, საგუნდო, ვოკალური,  საბავშვო მუსიკა, მუსიკა სპექტაკლისთვის, კომპიუტერული მუსიკა;

 

წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები

 

ბაბუა - გიორგი ისაკის ძე სალუქვაძე (1913-1990) საქართველოს სახალხო არტისტი, ლოტბარი, ქორეოგრაფი;

ბებია - თამარ ფარცვანია (1923-1997) ლოტბარი, პედაგოგი;

მამა - გიორგი (გოგი) გიორგის ძე სალუქვაძე (1942) არქიტექტორი, აკადემიკოსი;

დედა - ლიანა ვამირის ასული ნაცვალაძე (1952) პედაგოგი;

მეუღლე - დავით ძნელაძე (1982) პოლიტოლოგი, იურისტი. საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი;

შვილი - კარდუ დავითის ძე ძნელაძე - სკოლის მოსწავლე;

შვილი - ნატინე დავითის ასული ძნელაძე - სკოლის მოსწავლე;

შვილი - ნამია დავითის ასული ძნელაძე -  სკოლის მოსწავლე;

 

 

 

 

შემოქმედების მემკვიდრე

 

კარდუ, ნატინე და ნამია ძნელაძეები

 

მასალის მდებარეობა

 

საოჯახო არქივი; საავტორო უფლებადა დაცვის ასოციაცია ,,იპოა’’; საავტორო უფლებათა დაცვის ორგანიზაცია ,,საქპატენტი’’; საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქ. ეროვნული არქივი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი და ბიბლიოთეკა; საქტელე-რადიოს არქივი;