ნანა გველესიანი

ნანა ვლადიმერის ასული გველესიანი
კომპოზიტორი, პედაგოგი, შემსრულებელი
დიპლომი, საუკეთესო სიმღერის ავტორი, კონკურსი „სიმღერა ბათუმზე“ (1997);
დიპლომი, „სლავური ბაზარი ვიტებსკში“, VIII საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი, ვიტებსკი (1999);
დიპლომი, ფესტივალი „შენ გიმღერი ჩემო თბილის-ქალაქო“ (2000);
მედალი, „ბავშვთა ესთეტიკური აღზრდის სფეროში განსაკუთრებული ღვაწლისათვის“, თბილისის მერია (2006);
ჯგუფ „ჯეოპრომაინინგის“ კომპანია „მადნეული“, სპეციალუი პრიზი „ქართული მადანი“ და დიპლომი „საუკეთესო კომპოზიცია“, კონკურსი „პატრინოტი“ (2008);
დიპლომი, ჯილდო „კიკლი-კიკლი“, საბავშვო ლიტერატურის სფეროში აქტიური მოღვაწეობისათვის, მაყვალა მრევლიშვილის ფონდი (2009);
დაბადების თარიღი, ადგილი |
|
1955.09.11. ქალაქი თბილისი (საქართველო)
|
უახლოესი საიუბილეო თარიღი |
|
2025 დაბადებიდან 70 წელი
|
განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი) |
|
1962-1970 - თბილისის მე-60 საშუალო სკოლა; 1963-1970 - თბილისის მე-13 მუსიკალური სკოლა, პედაგოგ თინა ვაშაკიძის საფორტეპიანო კლასი; 1970-1974 - თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახ. მე-3 მუსიკალური სასწავლებელი, ფორტეპიანოს სპეციალობა, პედაგოგ ჩარა ჯაფარიძის საფორტეპიანო კლასი; პედაგოგ ნუგზარ ვაწაძის კომპოზიციის კლასი; 1978-1984 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, მუს. მცოდნეობა - საკომპოზიტორო ფაკულტეტი, კომპოზიციის სპეციალობა, კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის საკომპოზიციო კლასი, დიპლომი N253085; |
მოღვაწეობის გეოგრაფიული მონაცემი |
|
თბილისი (საქართველო); |
მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია |
|
1974-1978 - თბილისის ალექსანდრე თვალჭრელიძისსახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი, ლაბორანტი; 1983-1984 - თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს ხელოვნების კლუბი, აკომპანიატორი; 1986-2006 - თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი, მუს. ნაწილის გამგე; 1990-1993 - თბილისის საბავშვო თეატრალური სტუდია „გალა“, მუსიკის პედაგოგი, კომპოზიტორი; 1993-1996 - თბილისის ბავშვთა ფედერაციის თეატრალური სტუდია, მუსიკალური ნაწილის გამგე; 2007-2019 - თბილისის მე-60 საშუალო სკოლა, მუსიკის მასწავლებელი; 1993-დან - სტუდია „ბასტი-ბუბუ“, კომპოზიტორი, სტუდიის სარეპერტუარო სიმღერების ავტორი; 1985-1987 - თბილისის რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრი, მუსიკალური გაფორმება 2000 - ბორჯომის ბავშვთა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი (I) - „ბროლის ნაძვი“, ჟიურის თავმჯდომარე;
|
შემოქმედებითი სფერო |
|
საკომპოზიტორო შემოქმედება: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, საგუნდო, საესტრადო სიმღერა, საბავშვო მუსიკა, მუსიკა სპექტაკლისთვის;
|
წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები |
|
მამა - ვლადიმერ პავლეს ძე გველესიანი (1913-1979) საქართველოს სსრ დამსახურებული მეღვინე-ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მთავარი შამპანისტი; დედა - ელენე ერმალოზის ასული ხვედელიძე (1925-2006) ეკონომისტი (საკავშირო ეკონომიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებული), დიასახლისი; ძმა - გიორგი ვლადიმერის ძე გველესიანი (1951-2010) მხატვარი-ფერმწერი, საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირი წევრი; |
შემოქმედების მემკვიდრე |
|
|
მასალის მდებარეობა |
|
საოჯახო არქივი; საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო-არქივი; |