მანანა ცერცვაძე

მანანა შალვას ასული ცერცვაძე
1948-1983
კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი,
საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი
დაბადების თარიღი, ადგილი |
|
1948.01.05. თბილისი
|
გარდაცვალების თარიღი, ადგილი |
|
1983.02.21. თბილისი (გარდაიცვალა 35 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი |
|
თბილისი, საბურთალოს პანთეონი;
|
უახლოესი საიუბილეო თარიღი |
|
2028 წელს დაბადებიდან 80 წელი 2028 წელს გარდაცვალებიდან 45 წელი
|
განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი) |
|
1954-1968 - თბილისის N 24 საშუალო სკოლა; 1954-1968 - თბილისის N 2 სამუსიკო სკოლა; 1984-1988 - თბილისის N 2 სამუსიკო სასწავლებელი, ფორტეპიანოს პედაგოგი - თამარ (ცაცა) ფხაკაძე, კომპოზიციის პედაგოგი - ბიძინა კვერნაძე, ორკესტრირების პედაგოგი გია ყანჩელი; 1968-1973 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიტორო ფაკულტეტი, ალექსი მაჭავარიანის კომპოზიციის კლასი;
|
მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი |
|
თბილისი (საქართველო) |
მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია |
|
1973-1983 - თბილისის დ. არაყიშვილის სახ. პირველი სამუსიკო სასწავლებელი, პედაგოგი (თეორიული საგნები); 1974-1976 - საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია, კამერული ნაწილის რეჟისორი; 1976-1978 - საქართველოს თეატრალური საზოგადოების მუსიკალური თეატრებისა და ქორეოგრაფიის სამეცნიერო კათედრა, შემოქმედებით კაბინეტის ხელმძღვანელი; 1978-1983 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სკოლა, პედაგოგი (თეორიული საგნები); 1980-1983 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (თანამედროვე მუსიკის პრაქტიკა, მუსიკის თეორიული საგნები);
|
შემოქმედებითი სფერო |
|
სიმფონიური, კამერულ-ვოკალური, კამერულ-ინსტრუმენტული, საესტრადო მუსიკა;
|
წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები |
|
მამა - შალვა ივანეს ძე ცერცვაძე (1909-2004) მეცნიერი, ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის დამაარსებელი, სამმართველოს უფროსი, გეოგრაფიული საზოგადოების წევრი; დედა - მერი ვასილის ასული გაბადაძე (1925-2002) პროვიზორი; მეუღლე - ალექსანდრე ალექსიძე (1937-1991) მეცნიერი, ელინისტი; შვილი - დიმიტრი ალექსიძე (1979) იურისტი, ადვოკატი; რძალი - ნინო ვასაძე (1984) დიზაინური პროგრამირება; შვილიშვილი - ალექსანდრე დიმიტრის ძე ალექსიძე (2005) სტუდენტი; და - ნანა ცერცვაძე (1953) ფილოლოგი (ინგლისური და იტალიური ენების სპეციალისტი), ასწავლიდა პირველ სამუსიკო სასწავლებელში იტალიურ ენას; სამედიცინო უნივერსიტეტის მოსამზადებელ ცენტრი ენას; დისშვილი - მიხეილ ვახტანგის ძე ურუშაძე (1985) იურისტი; დისშვილი - მერი ვახტანგის ასული ურუშაძე (1989) ბიზნეს მენეჯერი;
|
დაახლოებული პირები
|
|
ალექსი მაჭავარიანი, გოგი ჩლაიძე, იოსებ ბარდანაშვილი, მანანა დოიჯაშვილი, ვახტანგ მაჭავარიანი, მარინა ქავთარაძე, ნანა ლორია, თენგიზ შავლოხაშვილი, სევდია უგრეხელიძე, თამრიკო აფაქიძე, მარინა ბერიძე, თინათინ ღვინერია;
|
შემოქმედების მემკვიდრე |
|
დიმიტრი ალექსიძე, ალექსანდრე ალექსიძე;
|
მასალის მდებარეობა |
|
საოჯახო არქივი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი; საქართველოს რადიოს ფონდი; |