ლიანა (ლია) რობიტაშვილი

ლიანა (ლია) გიორგის ასული რობიტაშვილი
1930-1994
კომპოზიტორი, პედაგოგი
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1971)
დაბადების თარიღი, ადგილი |
|
1930.10.26. თბილისი |
გარდაცვალების თარიღი, ადგილი |
|
1994.02.17. თბილისი, 64 წლის ასაკში; |
დაკრძალვის ადგილი |
|
თბილისი, საბურთალოს პანთეონი;
|
უახლოესი საიუბილეო თარიღი |
|
2025 დაბადებიდან 95 წელი; 2029 გარდაცვალებიდან 35 წელი;
|
განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი) |
|
1936-1939 - თბილისის მოსამზადებელი მუსიკალური სკოლა; 1937-1946 - თბილისის პირველი საშუალო სკოლა; 1938-1951 - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური მუსიკალური სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“, საფორტეპიანო კლასი, პედაგოგ ანდრია სვანიძის კლასი; 1946-1950 - ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედთან არსებული საშუალო სკოლა; 1948-1950 - ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური მუსიკალური ათწლედი, საკომპოზიციო კლასი, პედაგოგი ალექსანდრე შავერზაშვილი; 1950-1955 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიციო ფაკულტეტი, პედაგოგები: სერგეი ბარხუდარიანი, ანდრია ბალანჩივაძე;
|
მოღვაწეობის გეოგრაფიული მონაცემი |
|
თბილისი (საქართველო) |
მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია |
|
1954 - დან - თბილისის მე-2 სამუსიკო სკოლა, თეორიული საგნების პედაგოგი; 1959 - დან - თბილისის მე-8 სამუსიკო სკოლა, თეორიული საგნების პედაგოგი; 1961-1994 - თბილისის მე-7 სამუსიკო სკოლა, პედაგოგი, ფორტეპიანოს კლასი; 70-იან წლები - თბილისის ვ. აბაშიძის სახ. მუს. კომედიის თეატრი, კონცერტმაისტერი;
|
შემოქმედებითი სფერო |
|
საკომპოზიტორო შემოქმედება: მუსიკალური თეატრი, სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, საგუნდო, კამერულ-ვოკალური, საბავშვო მუსიკა, საესტრადო სიმღერები;
|
წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები |
|
მამა - გიორგი ვლადიმერის ძე რობიტაშვილი (1906-1988) ინჟინერი, გზატკეცილების სამმართველოს უფროსი, საავტომობილო გზების მინისტრი; დედა - ნინო გიორგის ასული ჩიკაშვილი (1906-1977) არქიტექტორი; ძმა - ნური გიორგის ძე რობიტაშვილი (1941-1994) კიბერნეტიკოსი; მეუღლე - მიხეილ კარლოს ძე მერაბიშვილი (1925-1992) ინჟინერ-მექანიკოსი, ავტომატიზაციის საშუალებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ლექტორი; შვილი - მანანა მიხეილის ასული მერაბიშვილი (1957) კომპოზიტორი, პედაგოგი; შვილიშვილი - თამარ გიორგის ასული აფაქიძე (1977) მხატვარ-გობელენისტი; შვილთაშვილი - ნინო ლევანის ასული გრიგოლია (1995) ბრუკლინი, ფიზიოთერაპიული პოლიკლინიკის მენეჯერი; შვილთაშვილი - ნოდარ ლევანის ძე გრიგოლია (1997) იურისტი; შვილთაშვილის შვილი - ანასტასია ნუკრის ასული გიგაშვილი (2021);
|
დაახლოებული პირები |
|
ანდრია ბალანჩივაძე, ნიკოლოზ გუდიაშვილი, გივი აზმაიფარაშვილი, თეიმურაზ ყუბანეიშვილი, ნიცა დვალი, სპარტაკ კორკოტაშვილი, მერი დავითაშვილი, დალი ჩხეიძე, ნორა ექსანიშვილი, ქეთევან ანდრონიკაშვილი, ბაბულია ვაშაძე, ნაზი კილასონია, ეთერ გულისაშვილი, მერაბ მერაბიშვილი, შალვა კოლიაშვილი;
|
შემოქმედების მემკვიდრე |
|
მანანა მერაბიშვილი, თამარ აფაქიძე;
|
მასალის მდებარეობა |
|
საოჯახო არქივი; საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქ. ეროვნული არქივი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი და ბიბლიოთეკა; საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო-არქივი; |