ნათელა სვანიძე

ნათელა დამიანეს ასული სვანიძე
1926-2017
კომპოზიტორი, პედაგოგი, მეცნიერი
სსრკ კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1951)
თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი (1959)
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1981)
დაბადების თარიღი, ადგილი |
|
1926.09.04. ახალციხე (საქართველო) |
გარდაცვალების თარიღი, ადგილი |
|
2017.11.17. თბილისი, 91 წლის ასაკში |
დაკრძალვის ადგილი |
|
თბილისი, საბურთალოს პანთეონი |
უახლოესი საიუბილეო თარიღი |
|
2026 - დაბადებიდან 100 წელი 2027 - გარდაცვალებიდან 10 წელი |
განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი) |
|
1944 - თბილისის ქალთა პირველი საშუალო სკოლა (წარჩინებით) 1942-1944 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული პედაგოგიური საწარმოო პრაქტიკის სექტორის კომპოზიტორთა მოსამზადებელი კურსი, პედაგოგ ალექსანდრე შავერზაშვილის საკომპოზიციო კლასი, წარჩინებით; 1944-1950 - დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტი, ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით;
|
მოღვაწეობის გეოგრაფიული მონაცემი |
|
თბილისი (საქართველო), მოსკოვი (რუსეთი) |
მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია |
|
1956-1972, 1979-დან - შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, პედაგოგი; 1969 - დან - შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი; 1989 - დან - შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დოცენტი; 1991 - დან - შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორი კომპოზიციის სპეციალობაში სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე (მრავალგზის).
|
შემოქმედებითი სფერო |
|
საკომპოზიტორო შემოქმედება: ოპერა, საორკესტრო, ვოკალურ-სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, საგუნდო მუსიკა;
სამეცნიერო-მეთოდური შემოქმედება: მუსიკალურ-თეორიული საგნების ციკლის საგანთაშორისო სწავლების ცდა თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური დისციპლინების კათედრა
|
წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები |
|
მამა - დამიანე პეტრეს ზე სვანიძე (ექიმი) დედა - აგრაფინა იულონის ასული სვანიძე-კორძაია (ექიმი) მეუღლე - პეტრე ალექსანდრეს ძე თომაძე (1917 – 1996) - მომღერალი, პედაგოგი, ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ტენორი), საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). მეუღლე - ედუარდ ალექსეევი (1937 – 2021) - მეცნიერი, ეთნომუსიკოლოგი). საბჭოთა კომპოზიტორთა კავშირის ფოლკლორის კომისიის თავმჯდომარე (1972–1992), მოსკოვის სახელმწიფო ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის ფოლკლორის ზოგადი თეორიის დეპარტამენტის დირექტორი, ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო საბჭოს (ICTM) წევრი (1987), სახა რესპუბლიკის სულიერების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1996-1997). ალექსეევი ხელმძღვანელობდა მრავალ ეთნოგრაფიულ ექსპედიციას იაკუტიაში, აფხაზეთში, ადიღეში, აჭარაში, ალთაიში, ბაშკირეთში, ბელორუსში, ბურიატიაში, ყირიმში, კალმიკეთში, ყირგიზეთში, კრასნოდარის მხარეში, მონღოლეთში, ტუვაში, უზბეკეთში, დასავლეთ საქართველოსა და სვანეთში. ე. ალექსეევი მრავალი მუსიკალური ნაწარმოების ავტორია, მათ შორისაა ოპერა „სიმღერა მანჩარიზე“ (თანაავტორი — ჰ. კომრაკოვი; დაიდგა იაკუტსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1967, 1972, 1997 და 2014 წლებში), ასევე 100-ზე მეტი ეთნომუსიკოლოგიური ნაშრომისა. შვილი - მაია პეტრეს ასული თომაძე (1954.06.26 – 1994.12.18) - მომღერალი (სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1987), ბარსელონას ფრანსისკო ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1987, გრანპრი და ოქროს მედალი). საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): მაჟორიტარი, თბილისის სამგორის #20 საარჩევნო ოლქი, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიასთან არსებული მუსიკის ქვეკომისიის თავმჯდომარე. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). შვილიშვილი - გიორგი ირაკლის ძე რუხაძე (იურისტი) რძალი (შვილიშვილის მეუღლე) - ანა ედუარდის ასული ნებიერიძე (პოლიტოლოგი) შვილთაშვილები - მაია გიორგის ასული რუხაძე, ია გიორგის ასული რუხაძე და მერი გიორგის ასული რუხაძე (სტუდენტები) |
დაახლოებული პირები |
|
მერი დავითაშვილი, ალფრედ შნიტკე, გენადი რაჟდენსტვენსკი, ნანა ქავთარაძე, ნატალია ჭანტურიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ეთერ ბუხრაშვილი, მარიკა ნადარეიშვილი, ეკა ჭაბაშვილი, ნინო ჟვანია, თამარ წულუკიძე. |
შემოქმედების მემკვიდრე |
|
გიორგი რუხაძე
|
მასალის მდებარეობა
|
|
საოჯახო არქივი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი და ბიბლიოთეკა; საქ. ეროვნული ბიბლიოთეკა; ინტერნეტ რესურსები; |