მანანა ალფაიძე
              
მანანა ილიას ასული ალფაიძე
კომპოზიტორი, პედაგოგი, შემსრულებელი (მომღერალი), საზოგადო მოღვაწე
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1994)
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი (2017)
წოდება „ტოლერანტობის ქომაგი” (2017) - საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული საბჭო, UNAG , USAID)
| 
 დაბადების თარიღი, ადგილი  | 
 
  | 
 1957.03.04. რუსთავი  | 
| 
 უახლოესი საიუბილეო თარიღი  | 
 
  | 
 2027 წელს 70 წელი  | 
| 
 განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი)  | 
 
  | 
 1964-1973 - რუსთავის მე-15 საშუალო სკოლა; 1965-1972 - რუსთავის I სამუსიკო სკოლა, ფორტეპიანოს კლასი, პედაგოგები: ვანდა ბუკოვსკაია, კარლო ჩუხრუკიძე; კომპოზიციის კლასი, პედაგოგი ნუგზარ ვაწაძე; 1974-1977 - რუსთავის სამუსიკო ტექნიკუმი, თეორიული განყოფილება, კომპოზიციის კლასი, პედაგოგები: რუბენ კაჟილოტი, რევაზ ჩიტაშვილი; 1980-1985 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიტორო ფაკულტეტი, დავით თორაძის, ალექსი მაჭავარიანის კლასი;  | 
| 
 მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი  | 
 
  | 
 რუსთავი, თბილისი (საქართველო);  | 
| 
 მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია  | 
 
  | 
 1985-2008 - რუსთავის სამუსიკო ტექნიკუმი, თეორიული საგნების (სოლფეჯიო, ჰარმონია, ფორმის ანალიზი, პოლიფონია, საკრავმცოდნეობა, კომპოზიცია, მუს. ლიტერატურა) პედაგოგი; 1987-1990 - საესტრადო კვარტეტი „იასამანი”, ანსამბლის წევრი; 1991-1994 - თბილისი, ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე”, ფორტეპიანოს პედაგოგი; 1994-1996 - ტელეკომპანია „რუსთავი-2”, მუსიკალური რედაქტორი; 2006-2008 - რუსთავის ჯაზ-ვოკალ ბენდი, ხელმძღვანელი; 2008-2021 - თბილისის ალოიზ მიზანდარის სახ. N1 ხელოვნების სკოლა, თეორიული საგნების (სოლფეჯიო, მუს. ლიტერატურა) პედაგოგი; 2022-დან დღემდე - თბილისის სულხან ცინცაძის სახ. მე-16 ხელოვნების სკოლა, თეორიული საგნების (სოლფეჯიო, ელ. თეორია, მუს. ლიტერატურა) პედაგოგი; 2007-2019 - მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი”, დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 2007-დან დღემდე - საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის რეგიონებთან ურთიერთობის კოორდინატორი;  | 
| 
 შემოქმედებითი სფერო  | 
 
  | 
 სიმფონიური, მუსიკალური თეატრი, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, საგუნდო, საბავშვო, საესტრადო;  | 
| 
 წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები  | 
 
 
  | 
 დიდი ბაბუა (მამის ბაბუა) - ილარიონ ტაბიძე (გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების ბიძაშვილი) ბებია (მამის დედა) - პარასკევა ილარიონის ასული ტაბიძე 1907-1990 ბაბუა (მამის მამა) - ამბროსი ანდროს ძე ალფაიძე 1907-1966 (სამხედრო) ბებია (დედის დედა) - კლარა ნიკიფორეს ასული სიხარულიძე ბაბუა (დედის მამა) - ნიკოლოზ ჩადუნელი (ცხოვრობდა და მოღვაწეობდა უკრაინაში, დაკრძალულია ქალაქ ვინიცაში) დედა - ლილი ნიკოლოზის ასული ჩადუნელი 1936-2019 (ინჟინერი, მეტალურგი) მამა - ილია ამბროსის ძე ალფაიძე 1934-2019 (ინჟინერი, მშენებელი) და - მადონა ალფაიძე 1958 (ექიმი, სტომატოლოგი) შვილი - კახაბერ ვალერიანის ძე მჭედლიშვილი 1980 (კიოლნის სახელმწ. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, RMG -ს (არემჯი) კორპორაციული დირექტორი რძალი - ვინეტა ბოიცოვა 1982 (ლინგვისტი, ფილოლოგი) შვილი - თორნიკე ვალერიანის ძე მჭედლიშვილი 1984 (ბონის სახელმწ. უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ბიზნესმეწარმე, „გეონუშის“ დამფუძნებელი) რძალი - მარიამ მიშველიძე 1989 (გრაფიკული დიზაინერი) შვილიშვილი - მონტა კახაბერის ასული მჭედლიშვილი 2011 (სკოლის მოსწავლე) შვილიშვილი - მართა კახაბერის ასული მჭედლიშვილი 2015 (სკოლის მოსწავლე) შვილიშვილი - ვაჩე თორნიკეს ძე მჭედლიშვილი 2015 (სკოლის მოსწავლე) შვილიშვილი - უტა თორნიკეს ძე მჭედლიშვილი 2019 (სკოლის მოსწავლე)  | 
| 
 შემოქმედების მემკვიდრე  | 
 
  | 
 მარიამ მიშველიძე  | 
| 
 მასალის მდებარეობა  | 
 
  | 
 საოჯახო არქივი; საქართველოს მუსფონდი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;  |