ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

მარინა ადამია

#

 

მარინა შოთას ასული ადამია

კომპოზიტორი, პედაგოგი

 

პრემია „Creative Scotland“ - „შემოქმედებითი შოტლანდია“ (2001)

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1957.02.25. თბილისი

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2027 წელს 70 წელი

განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი)

 

1964-1972 - თბილისის  საშუალო სკოლა N 57;

1964-1972 - თბილისის  სამუსიკო სკოლა N 3, პედაგოგი თამარ (პუსკა) რუსიშვილი;

1972-1976 - თბილისის  სამუსიკო სასწავლ. N 3, თეორიული განყოფილება, პედაგოგები თამარ (პუსკა) რუსიშვილი (ფორტეპიანო), ნოდარ მამისაშვილი (კომპოზიცია);

1976-1978 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიციო ფაკულტეტი, პედაგოგი ალექსანდრე შავერზაშვილი;

1978-1983 - მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის ფაკულტეტი, კომპოზიციის პედაგოგები: ნიკოლაი სიდელნიკოვი, ედისონ დენისოვი;

1992-1997 - ედინბურგის უნივერსიტეტი, კომპოზიციის ფაკულტეტი, სუპერვაიზერი ნაიჯელ ოზბორნი; 1998 - მიენიჭა დოქტორის ხარისხი (PhD) კომპოზიციაში;

მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი

 

თბილისი (საქართველო), დიდი ბრიტანეთი;

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია

 

1983-1991 - თბილისის I სამუსიკო სასწავლებელი, მუს. თეორიის საგნების პედაგოგი;

1985-1986 - ახალციხის სამუსიკო სკოლა, მუს. თეორიის საგნების პედაგოგი;

1986-1988 - ახალციხის დრამატული თეატრი, მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი;

1992-2006 - ედინბურგის უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტი, ლექტორი;

2007-2008 - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“, ექსპერტ-კონსულტანტი, მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის განყოფილების გამგე;

2008-დღემდე -  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მუსიკის ცენტრი, დირექტორი, ლექტორი, კომპოზიციის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი;

გრანტები:

ედინბურგის თანამედროვე ხელოვნების ფონდი (1994, 2003);

Endymion ანსამბლი (1994);

ედინბურგის უნივერსიტეტის კამერული ორკესტრი (1995);

NKG ანსამბლი (1995);

One Voice ანსამბლი (1996);

Edinburgh კვარტეტი (1998, 2002);

შოტლანდიის ქვემოქმედ მუსიკოსთა ორკესტრი (1999);

ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალი (2000);

შოტლანდიის კამერული ორკესტრი (2001);

შოტლანდიის ხელოვნების საბჭო (2001, 2002, 2005, 2008);

Hebrides ანსამბლი (2003);

BBC შოტლანდიის ორკესტრი (2008);

Artisan ტრიო (2013);

ედინბურგის წმ. მერის სახელობის სამუსიკო სკოლა;

Emperor კვარტეტი;

შემოქმედებითი სფერო

 

საკომპოზიტორო შემოქმედება: სოლო, კამერული და საორკესტრო მუსიკა;

წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები  

 

მამა - შოთა ადამია 1929 (გეოლოგი)

დედა - ციცინო ქიშმარეიშვილი 1929-2018 (გეოლოგი)

ძმა - რევაზ ადამია 1952 - 2014 (ბიოლოგი, პოლიტიკოსი, დიპლომატი)

მეუღლე - პატრიკ ჯოზეფ (ფიჯეი) ჰილერი 1959 - 2020 (ინჟინერ-ელექტრონიკოსი)

ძმის შვილები: ლევან ადამია, ალექსანდრე ადამია

შემოქმედების მემკვიდრე

 

ლევან ადამია, ალექსანდრე ადამია

მასალის მდებარეობა

 

საოჯახო არქივი;