თამარ ვახვახიშვილი
თამარ ნიკოლოზის ასული ვახვახიშვილი
1894 - 1976
მოდერნისტი კომპოზიტორი, შემსრულებელი (პიანისტი), პირველი ქართული საბალეტო სპექტაკლების (ბალეტის) ავტორი;
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1940)
კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1933 დაარსებიდან)
დაბადების თარიღი, ადგილი |
|
1894.01.04. (ძვ. სტ. 1893.12.23.) ვარშავა (პოლონეთი) |
გარდაცვალების თარიღი, ადგილი |
|
1976.10.31. თბილისი (გარდაიცვალა 82 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი |
|
თბილისი, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი |
უახლოესი საიუბილეო თარიღი |
|
2024 წელს დაბადებიდან 130 2026 წელს გარდაცვალებიდან 50 |
განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი) |
|
1908-1912 - ყოფილი საიმპერატორო რუსული სამუსიკო საზოგადოების თბილისის სამუსიკო სასწავლებელი, კომპოზიტორ ნიკოლოზ ნიკოლაევის კლასი (ფორტეპიანოა, მუსიკის თეორია, კომპოზიცია); 1912-1917 - პეტერბურგის კონსერვატორია, პროფ. ნ. ნ. ჩერეპნინის (კომპოზიცია) და პროფ. თომას ჰარტმანის (პოლიფონია) კლასი; 1918-1921 - თბილისის კონსერვატორია პროფესორ ნ. ნ. ჩერეპნინის კომპოზიციის კლასი; 1926-1927 - პარიზის (საფრანგეთი) კონსერვატორია კომპოზიტორ პროფ. პაულ ვიდალის (1863-1931) საკომპოზიტორო კლასი; |
მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი |
|
პოლონეთი (ვარშავა), საქართველო (თბილისი, გორი), რუსეთი (დაღესტანი, მოსკოვი, ლენინგრადი), საფრანგეთი (პარიზი); |
მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი პოზიცია |
|
1921-1923 - თბილისის II სამუსიკო სასწავლებელი, სასწავლებლის დირექტორი; 1922 წლიდან - სხვადასხვა დროს ქ. თბილისის რუსთაველის სახელობის, ქ. ქუთაისის, ქ. მოსკოვის თეატრები რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლების მუსიკალური გაფორმება, კომპოზიტორი; 1922-1926 - ქ. თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის მუსიკალური განყოფილების გამგე და კომპოზიტორი; 1928-1930 - კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებული მეორე სახელმწიფო თეატრის (ქუთაისი-ბათუმის თეატრი) სპექტაკლების მუსიკალური გაფორმება, კომპოზიტორი; 1930 - ქ. მოსკოვის „კორშის“ თეატრი, სპექტაკლების მუსიკალური გაფორმება, კომპოზიტორი; 1930-1933 - კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით მეორე აკადემიური დრამის თეატრი, სპექტაკლების მუსიკალური გაფორმება, კომპოზიტორი; 1934-1938 - ქ. მოსკოვი, თეატრების - „მცირე აკადემიური“, „ერმოლოვის სახელობის“, „კომედიისა და დრამის“ სპექტაკლების მუსიკალური გაფორმება, კომპოზიტორი; 1938 - ქ. ქუთაისის თეატრი, სპექტაკლების მუსიკალური გაფორმება, კომპოზიტორი; 1945-1969 - ქ. მოსკოვის წამყვანი თეატრების სპექტაკლების მუსიკალური გაფორმება, კომპოზიტორი; ლიტერატურულ-შემოქმედებითი მოღვაწეობა (სტატიები, რეცენზიების და სხვ. პუბლიკაციები); |
შემოქმედებითი სფერო |
|
საკომპოზიტორო შემოქმედება: კამერულ-ინსტრუმენტული: საფორტეპიანო, ანსამბლები; კამერულ-ვოკალური: ვოკალური ციკლები, რომანსები, სიმღერები; სიმფონიური, ბალეტები, მუსიკა პანტომიმებისთვის; მუსიკა დრამატული და კომედიური სპექტაკლებისთვის; საღამოების მუსიკალური გაფორმება, შემსრულებელი (ფორტეპიანო); ლიტერატურული ნაშრომები: მოგონება, რეცენზია, ლიბრეტო და სხვ. |
წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები |
|
მამა - ნიკოლოზ ათანასეს ძე ვახვახიშვილი, სამხედრო პირი - გვარდიის ოფიცერი. ცნობილი იყო როგორც მომღერალი (ლირიკული ტენორი) და მევიოლინე; დედა - ვერ დადგინდა მამიდაშვილი - აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი (ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე); |
დაახლოებული პირები |
|
კოტე მარჯანიშვილი, პეტრე ოცხელი, ვერიკო ანჯაფარიძე |
ოჯახური მდგომარეობა |
|
დაოჯახებული არ ყოფილა |
შემოქმედების მემკვიდრე |
|
სახელმწიფო |
მასალის მდებარეობა |
|
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის არქივი; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლის არქივი; შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მუზეუმი; |