დარეჯან ოქრომჭედლიშვილი
დარეჯან მიხეილის ასული ოქრომჭედლიშვილი
1942 - 2018
კომპოზიტორი, პედაგოგი, რედაქტორი
დაბადების თარიღი, ადგილი |
|
1942.01.25. ურავი (სოფ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, რაჭა, საქართველო) |
გარდაცვალების თარიღი, ადგილი |
|
2018.07.03. თბილისი (76 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი |
|
თბილისი, კუკიას სასაფლაო |
უახლოესი საიუბილეო თარიღი |
|
2027 წელს დაბადებიდან 85 წელი 2028 წელს გარდაცვალებიდან 10 წელი |
განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი) |
|
1948-1956 - ქუთაისის ქალთა I საშუალო სკოლა (მოგვიანებთ მე-3 საშუალო); 1949-1956 - ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. მუს. სკოლა, ფორტეპიანოს განხრა; 1956-1961 - ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. მუსიკალური სასწავლებელი, დამსახურებული პედაგოგ იდა ნამიოტის (ღირსების ორდენოსანი) კლასი; 1964-1968 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, დავით თორაძის საკომპოზიციო კლასი; |
მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი |
|
ქუთაისი, თბილისი (საქართველო) |
მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია |
|
1956-1961 - ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. მუს. სასწავლებელი, კომკავშირის მდივანი; 1956-1961 - ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. მუს. სასწავლებელი, სასწავლებლის გაზეთის „მუსიკის ხმა“, რედაქტორი; 1961-1964 - საქართველოს ხელოვნების მუშაკთა სახლთან არსებული მუსიკალური ჯგუფი (თბილისი), ფორტეპიანოს პედაგოგი; |
შემოქმედებითი სფერო |
|
კამერულ-ინსტრუმენტული, ვოკალურ-ინსტრუმენტული, საგუნდო |
წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები |
|
მამა - მიხეილ ნიკოლოზის ძე ოქრომჭედლიშვილი 1893-1967 (გეოლოგი, სამთო ინჟინერი) დედა - მარგალიტა ნოეს ასული ხვინგია 1910-1979 (გეოლოგი) მეუღლე - ალექსი გრიგოლის ძე ვეფხვიაშვილი 1934-2009 (ფინანსისტი) შვილი - ნატალია ალექსის ასული ვეფხვიაშვილი 1970 (ჰიდრო ინჟინერ-გეოლოგი, დოქტორი) შვილი - ნათია ალექსის ასული ვეფხვიაშვილი 1971 (ისტორიკოსი) |
დაახლოებული პირები |
|
დავით თორაძე, მაყვალა ქასრაშვილი, ლევან ფალიაშვილი, შალვა დავიდოვი, ალექსანდრე შავერზაშვილი, ანდრია ბალანჩივაძე; |
შემოქმედების მემკვიდრე |
|
ნატალია ვეფხვიაშვილი, ნათია ვეფხვიაშვილი |
მასალის მდებარეობა |
|
საოჯახო არქივი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; |