ლეილა ხაფავა
 
              
ლეილა გრიგოლის ასული ხაფავა
1924 - 2016
კომპოზიტორი, პედაგოგი
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1950-1953)
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1978)
საქართველოს სსრ დამსახურებული პედაგოგი
ღირსების მედლის კავალერი (2001)
| დაბადების თარიღი, ადგილი | 
 | 1924.06.27. ბათუმი | 
| გარდაცვალების თარიღი, ადგილი | 
 | 2016.10.13. თბილისი (გარდაიცვალა 92 წლის ასაკში); | 
| დაკრძალვის ადგილი | 
 | თბილისი, საბურთალოს სასაფლაო | 
| უახლოესი საიუბილეო თარიღი | 
 | 2024 წელს დაბადებიდან 100 წელი; 2027 წელს გარდაცვალებიდან 10 წელი; | 
| განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი) | 
 | 1931-1940 - ბათუმის საშუალო სკოლა; 1931-1940 - ბათუმის მუსიკალური სკოლა 1940-1941 - თბილისის საშუალო სკოლა; 1940-1944 - თბილისის I სამუსიკო ტექნიკუმი, საკომპოზიტორო განყოფილება; 1942-1944 - მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტი, დაუსწრებელი განყოფილება; 1944-1949 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საკომპოზიციო ფაკულტეტი, კომპოზიტორ იონა ტუსკიას კლასი; | 
| მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი | 
 | ბათუმი, თბილისი, სოხუმი (საქართველო); | 
| მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია | 
 | 1949-1951 - სოხუმის მუსიკალური სკოლა, სასწავლო ნაწილის გამგე; 1949-1953 - სოხუმის სამუსიკო სასწავლებელი, მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგი; 1949-1953 - სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი, კომპოზიტორი; 1953-1977 - თბილისის კულტსაგანმანათლებლო მხატვრული შემოქმედების სასწავლებელი, მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგი; 1964-1967 - თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკა-ფილოლოგიის კათედრა, უფროსი მასწავლებელი და დეკანის მოადგილე; 1966 - თბილისის I სამუსიკო სასწავლებელი, მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგი. | 
| შემოქმედებითი სფერო | 
 | საკომპოზიტორო შემოქმედება: მუსიკალური თეატრი, სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, საგუნდო, ვოკალურ-ინსტრუმენტული, საბავშვო მუსიკა, მუსიკა სპექტაკლისთვის; სამეცნიერო შემოქმედება: სოლფეჯიოსა და ჰარმონიის სწავლების საკითხები. | 
| წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები | 
 | მამა - გრიგოლ ალექსანდრეს ძე ხაფავა (ელექტროინჟინერი, ოდესის პოლიტექნიკური ინსტიტუ ტის კურსდამთავრებული); დედა - ნინო აბიათარის ასული იაკობაშვილი (ფილოლოგი, ისტორიკოსი, პეტერბურგის უნივერსიტეტის უმაღლესი კურსებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, დამსახურებული პედაგოგი, მეთოდისტი); და - დოდო გრიგოლის ასული ხაფავა 1921-1932; შვილი - მალხაზ გიორგის ძე ხაფავა 1953 (ბიოქიმიკოსი); რძალი - თეა ბიძინას ასული ჭყონია1974 (მხატვარი); შვილიშვილი - ლელა მალხაზის ასული ხაფავა 1974 (ლინგვისტი); შვილიშვილი - ნინო მალხაზის ასული ხაფავა 1979 (გეოგრაფი); შვილიშვილი - მარიამ მალხაზის ასული ხაფავა 1999 (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი); შვილიშვილი - საბა მალხაზის ძე ხაფავა 2002 (გრაფიკული დიზაინერი); შვილთაშვილი - ნატალია ირაკლის ასული ქართველიშვილი 1994 (ბიზნესისა და ფინანსების სპეციალისტი); შვილთაშვილი - ტატა ლევანის ასული ურუშაძე 2005 (ოსლოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი); შვილთაშვილი - ალექსანდრე (სანდრო) ლევანის ძე ურუშაძე 2012 (სკოლის მოსწავლე) | 
| შემოქმედების მემკვიდრე | 
 | მალხაზ ხაფავა, თეა ჭყონია. | 
| მასალის მდებარეობა | 
 | საოჯახო არქივი; საქართველოს მუსფონდი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქ. ეროვნული არქივი; ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი და ბიბლიოთეკა; საქტელე-რადიოს არქივი; | 
