ვალენტინა ჯაიანი
ვალენტინა ანატოლის ასული ჯაიანი
1912 - 1998
კომპოზიტორი, მომღერალი, ანსამბლის ხელმძღვანელი, კონცერტმაისტერი, პიანისტი, პედაგოგი,
შრომის ვეტერანი (1978)
საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1974)
დაბადების თარიღი, ადგილი |
|
1912.05.21. (ძვ. 1912.05.08.) ფოთი (საქართველო) |
გარდაცვალების თარიღი, ადგილი |
|
1998.06.15. თბილისი (გარდაიცვალა 86 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი |
|
თბილისი, ვაკის სასაფლაო |
უახლოესი საიუბილეო თარიღი |
|
2027 წელს დაბადებიდან 105 წელი 2028 წელს გარდაცვალებიდან 30 წელი |
განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი) |
|
1936-1942 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ისტორიულ-თეორიული ფაკულტეტი, პროფესორ პავლე ხუჭუას კლასი; 1937-1942 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სამეცნიერო-საკომპოზიციო ფაკულტეტი, სერგო ბარხუდარიანის კლასი; |
მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი |
|
თბილისი, ფოთი (საქართველო) |
მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია |
|
1942-1952 - ქ. ფოთის სამუსიკო სასწავლებელი, მუს. ისტორიისა და ლიტერატურის პედაგოგი; 1942-1944 - ქ. ფოთის სამოყვარულო ანსამბლის სოლისტი, მომღერალი; 1952-1990 - თბილისის მე-8 სამუსიკო სკოლა, მუს. ისტორიისა და ლიტერატურის პედაგოგი; მასწავლებელთა მეთოდური განვითარების ცენტრის, ე.წ. „მასწავლებლის სახლი“-ს ბაზაზე არსებული ახალგაზრდული სამოყვარულო საესტრადო ანსამბლი „ჰანგი“, დამფუძნებელი, ხელმძღვანელი; |
შემოქმედებითი სფერო |
|
მუსიკა საბავშვო საბალეტო სპექტაკლებისთვის, კამერულ-ვოკალური, კამერულ-ინსტრუმენტული, ვოკალური, სიმღერები, საბავშვო მუსიკა, საესტრადო მუსიკა. |
წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები |
|
მამა - ანატოლ ჯაიანი (სამხედრო ოფიცერი, რეპრესირებული); დედა - ანასტასია დიდია (მეან-გინეკოლოგი); შვილი - თენგიზ ჯაიანი 1937 (კომპოზიტორი, შემსრულებელი (ფ-ნო), დირიჟორი, კომპოზიტორტა კავშირის წევრი 1981, ჯილდო: „ღირსების ორდენოსანი“ 2002); რძალი - ნანა ჟორჟოლიანი (ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ასოცირებული პროფესორი); შვილიშვილი - ნინო ჯაიანი (შემსრულებელი (ფ-ნო), კონცერტმაისტერი); სიძე - ირაკლი ხმალაძე (ექიმი, გასტროენტეროლოგი, მედ. მეცნ. დოქტორი, ასოცირებული პროფესორი); შვილიშვილი - ლაშა ჯაიანი (მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ამერიკის სამედიცინო საზოგადოების დამსახურებული წევრი. ნიუ იორკის Hudson Dermatology კლინიკის წამყვანი სპეციალისტი კლინიკურ, კოსმეტიურ და ქირურგიულ დერმატოლოგიაში); რძალი - ნატალია ნეფარიძე (მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. იელის უნივერსიტეტის ჰემატოლოგია-ონკოლოგის წამყვანი ონკოლოგი, ჰემატოლოგია-ონკოლოგის დეპარტამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი); შვილთაშვილები: ლაშა ხმალაძე (კლინიკური ონკოლოგ-რეზიდენტი); დავით ხმალაძე (საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრანტი); ანა ჯაიანი (ნიუ იორკის ფორდამ უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი); ნინა ჯაიანი (ფეარფილდის საშუალო სკოლის მოსწავლე; ნიუ ჰეივენის საბალეტო სკოლის სტუდენტი); |
შემოქმედების მემკვიდრე |
|
თენგიზ ჯაიანი, ნინო ჯაიანი, ლაშა ჯაიანი |
მასალის მდებარეობა |
|
საოჯახო არქივი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი; |