მაია (მაკა) ვირსალაძე
მაია (მაკა) მიხეილის ასული ვირსალაძე
კომპოზიტორი, პედაგოგი
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1998),
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი (2008 - დან)
ლევან ხერხეულიძის საავტორო ფოტო
დაბადების თარიღი, ადგილი |
|
1971.05.23. თბილისი |
უახლოესი საიუბილეო თარიღი |
|
2026 წელს 55 წელი |
განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი) |
|
1977-1983 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტულლი სკოლა, პედაგოგები: რუბენ კაჟილოტი (კომპოზიცია) და თინათინ ზაუტაშვილი (ფორტეპიანო); 1984-1989 - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა („ნიჭიერთა ათწლედი"), პედაგოგები: ნინო მამრაძე (ფორტეპიანო), მერი დავითაშვილი (კომპოზიცია), ნათელა ტოგონიძე (თეორია); 1990-1995 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმ. კონსერვატორია, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, ბიძინა კვერნაძის კომპოზიციის კლასი, ლია დოლიძე (მუსიკის ისტორია); 1994-1996 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმ. კონსერვატორია, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი; 1996-1998 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმ. კონსერვატორია, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, ასისტენტურა, სტაჟირება, ნოდარ მამისაშვილის საკომპოზიციო კლასი; კომპოზიციის გაკვეთილების 3 თვიანი კურსი მიხეილ შუღლიაშვილთან; 2009-2011 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმ. კონსერვატორია, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, დოქტორანტურა კომპოზიციის სპეციალობით, ნოდარ მამისაშვილის საკომპოზიციო კლასი; 2009-2011 - დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი მარიკა ნადარეიშვილი; |
მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი |
|
თბილისი (საქართველო), შვეიცარია, ჰოლანდია, უკრაინა, გერმანია, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი |
მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია |
|
1998 -დან დღემდე ,,ახალგაზრდა კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა ასოციაცია” - თანადამფუძნებელი და წევრი; 2013 - დან დღემდე ,,თანამედროვე პროფესიული სამუსიკო ხელოვნების განვითარების ცენტრი" - თანადამფუძნებელი და თანადირექტორი (თანადირექტორი ეკა ჭაბაშვილი); 2001-2007 - არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი" შემოქმედებითი სესიების წამყვანი ტრენერი; 2006-2007 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის კომპოზიციის მიმართულების მოწვეული პედაგოგი; 2007 - დან დღემდე - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის კომპოზიციის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2006 - დან დღემდე - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა („ნიჭიერთა ათწლედი"), მუს. თეორიულ საგნების და კომპოზიციის პედაგოგი; 2007 - დან დღემდე - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა („ნიჭიერთა ათწლედი"), კომპოზიციის მიმართულების ხელმძღვანელი; 2010 - დან დღემდე - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმ. კონსერვატორიის სემინარია, პედაგოგი მუს. თეორიულ საგნებსა და კომპოზიციაში; 2013 - დან დღემდე - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმ. კონსერვატორია, კომპოზიციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2013-2014 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმ. კონსერვატორია, სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი; 2014-2022 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმ. კონსერვატორია, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; |
შემოქმედებითი სფერო |
|
სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, საგუნდო, კინო-მუსიკა, მუსიკა თეატრისთვის, ვოკალურ-ინსტრუმენტული, ბალეტი, სოლო-საფორტეპიანო; |
წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები |
|
მამა - მიხეილ დავითის ძე ვირსალაძე 1938 (ექიმი, ნევროპათოლოგი, მედიცინის დოქტორი); დედა - სვეტლანა ალექსის ასული ჯიჯიხია 1938-2018 (მუსიკისმცოდნე); და - დინარა (დინი) მიხეილის ასული ვირსალაძე (ჯაზის მუსიკოსი, პიანისტი); დისშვილი - როსტომ პაატას ძე ბარათაშვილი მეუღლე - მუხრან (მამუკა) ჯუმბერის ძე შერვაშიძე (არქიტექტორი); შვილი - ლუკა მუხრანის ძე შერვაშიძე (ფსიქოლოგის ფაკ. სტუდენტი); |
შემოქმედების მემკვიდრე |
|
ლუკა მუხრანის ძე შერვაშიძე |
მასალის მდებარეობა |
|
პირადი არქივი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმ. კონსერვატორიის ბიბლიოთეკა; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; შვვეიცარიის სორდინოს (Sordino) საგამომოცემლო ოფისი; სიმონ კამარტინის (Simon Camartini) სანოტო არქივი; |