ეკა ჭაბაშვილი
ეკა ომარის ასული ჭაბაშვილი
კომპოზიტორი, პედაგოგი, შემსრულებელი (ფორტეპიანო)
კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1998)
„2003 წლის საუკეთესო კომპოზიტორი” - კომპოზიტორთა კავშირის ჯილდო
დაბადების თარიღი, ადგილი |
|
1971.01.12. თბილისი (საქართველო) |
უახლოესი საიუბილეო თარიღი |
|
2026 წელს დაბადებიდან 55 |
განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი) |
|
1986-1990 - დ. არაყიშვილის სახ. I მუს. სასწავლ., მუსიკის თეორიის განყ., პედ. მერაბ ოძელაშვილი (თეორია); 1990-1995 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის მიმართულება, კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის (1930-2022) საკომპოზიციო კლასი; 2008-2011 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, ასპირანტურა - სამუსიკო ხელოვნების დოქტორი, კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის საკომპოზიციო კლასი; |
მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი |
|
საქართველო, გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, ბრიტანეთი, სკანდინავიის ქვეყნები, აშშ, ავსტრალია და ა.შ. |
მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი პოზიცია |
|
1995–1996 – „ART Salon“, დირექტორი; 1996-1999 - კინოსტუდია "მემატიანე",მუსიკალური რედაქტორი და კომპოზიტორი; 2003-2006 - საავტორო-საგანმანათლებლო კომპლექსი „ქართული სასწავლებელი“, მუს. სკოლის პედაგოგი; 2004 - საკრავების თეატრი - "სენსუსი", დამაარსებელი და დირექტორი; 2005-2007 - თბილისის შ. რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, მოწვეული პედაგოგი (კომპოზიცია); 2006-2013 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, მოწვეული პედაგოგი (კომპოზიცია); 2008 - დღემდე - ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალუტი მუსიკალური სკოლა - „ნიჭიერთა ათწლედი“, კომპოზიციის პედაგოგი; 2013 - დღემდე - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, ასოცირებული პროფესორი, კომპოზიციის მიმართულება; 2013 - დღემდე - თანამედროვე პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ცენტრი, დირექტორი; 2014 - დღემდე - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, ,,სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი; 2019-2020 - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი; 2022 - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მოწვეული პროფესორი; 2022 - საქართველოს უნივერსიტეტი, კინოაკადემია, მოწვეული პროფესორი; 2022 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოსა და უცხოეთში (აშშ, ლიტვა, ბრიტანეთი) საერთაშორისო კონფერენციების, კონცერტების, ფესტივალების მონაწილე; |
შემოქმედებითი სფერო |
|
მულტიმედია და ახალი ჰიბრიდული ჟანრები, საკრავების თეატრი, კამერულ-ინსტრუმენტული, საფორტეპიანო, სიმფონიური, მუსიკალური თეატრი (მოდერნ ბალეტი, ოპერა), საგუნდო; სამეცნიერო ნაშრომები; პუბლიკაციები; |
წინაპრები, ოჯახის წევრები |
|
მამა - ომარ ჭაბაშვილი 1941 (ინჟინერი); დედა - ნანი ჭაბაშვილი 1949 (ფიზიკოსი, მუსიკოსი); და - ნონა ჭაბაშვილი 1973 (კინომცოდნე, ინტერიერის დიზაინერი); ძმა - დავით ჭაბაშვილი 1975 (მეტყევე); |
მასალის მდებარეობა |
|
ავტორის პირადი არქივი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკა; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ინტერნეტ ვებ-საიტი; ინტერნეტ სივრცე; |