ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ნანული (ნანა) კობალაძე

#

 

 

ნანული (ნანა) ვლადიმერისასული კობალაძე

 

კომპოზიტორი, პედაგოგი, შემსრულებელი (ფორტეპიანო, ვოკალი)

 

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი (2002)

მონღოლეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1954.01.03. რუსთავი (საქართველო)

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2024 წელს დაბადებიდან 70

განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი)

 

თბილისის მე-3 მუს. სკოლა, მე-3 სამუსიკო სასწავლებელი (საფ-ნო განყ.) ფიდელმან რაზმატის კლასი; 1971-1976 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია, საფ-ნო განყოფილება, გაიანე მაჩუტაძის და ბეჟან ნამგლაძის კლასი;

1987-1992 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია, საკომპოზიციო განყოფილება, ოთარ თაქთაქიშვილის და ალექსანდრე შავერზაშვილის კლასი;

მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი

 

რუსთავი, თბილისი (საქართველო), მონღოლეთი, ჩეხეთი;

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი, პოზიცია

 

1976-1984 - საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი, კონცერტმაისტერი;

1976-1984 - სამუსიკო სკოლის პედაგოგი;

1995-2004 - მუსიკალურ-საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი;

2000 - ებრაული საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებული  თოჯინების თეატრის რეჟისორი და კომპოზიტორი:

2002 - სახ. ფილარმონიის ინსტრუმენტული ანსამბლ „ტრიო“-ს სოლისტი;

2001 - ინსტრუმენტული ტრიო „ბრავო“-ს სოლისტი;

2004-2008 - ულანბატორის  (მონღოლეთი)  ოპერისა და ბალეტის  თეატრი, კონცერტმაისტერი, პედაგოგი. მინიჭებული აქვს  მონღოლეთის „კულტურის დამსახურებული მოღვაწის“ წოდება;

2014 - დან დღემდე - ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბრანდისის ხელოვნების სკოლის  ფორტეპიანოს, ვოკალის  პედაგოგი, კონცერტმაისტერი; აქტიური საკონცერტო მოღვაწეობა;

შემოქმედებითი სფერო

 

საკომპოზიტორო შემოქმედება: კამერულ-ინსტრუმენტული: საფორტეპიანო; კამერულ-ვოკალური: ვოკალური ციკლები, რომანსები, სიმღერები; კამერულ ინსტრუმენტული; საკონცერტო; საგუნდო; საბავშვო რეპერტუარი; საესტრადო; მუს. თეატრი;

წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები

 

მამა - ვლადიმერ ალექსანდრეს ძე კობალაძე (მეტალურგი);

დედა - ლიზა იასონის ასული კობალაძე (ექიმი-სტომატოლოგი);

ქალიშვილი - თამარ გიორგის ასული ნატროშვილი (მუსიკისმცოდნე);

მეუღლე - ირჟი ნეკვასილ (ყოფილი სამხედრო, დიპლომატი);

დაახლოებული პირები                                    

 

ლალი ბაქრაძე, ლამარა გოგლიჩიძე, მედეა ფანიაშვილი, მანანა ეგაძე, გოგი ტოროშელიძე, რომან გორელაშვილი, სულხან ნასიძე, თენგიზ შავლოხაშვილი, ალა სხირტლაძე, გოგა შავერზაშვილი, კახა ცაბაძე, ვაჟა აზარაშვილი;

შემოქმედების მემკვიდრე

 

თამარ ნატროშვილი

მასალის მდებარეობა

 

პირადი არქივი;