ელისაბედ (ლილი) შავერზაშვილი
ელისაბედ (ლილი) ვასილის ასული შავერზაშვილი
1940 - 2018
კომპოზიტორი, პედაგოგი, პიანისტი
კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1966)
დაბადების თარიღი, ადგილი |
|
1940.10.28. თბილისი |
გარდაცვალების თარიღი, ადგილი |
|
2018.03.18. თბილისი (გარდაიცვალა 77 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი |
|
თბილისი, მუხათგვერდის სასაფლაო |
უახლოესი საიუბილეო თარიღი |
|
2025 წელს დაბადებიდან 85 2028 წელს გარდაცვალებიდან 10 |
განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი) |
|
1955-1959 - თბილისის პირველი სამუსიკო სასწავლებელი, პედ. გრიგოლ კოკელაძის კომპოზიციის კლასი; 1959-1964 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, პროფ. იონა ტუსკიას და დავით თორაძის საკომპოზიტორო კლასი; |
მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი |
|
თბილისი (საქართველო) |
მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი პოზიცია |
|
1965-1967 - საქ. რადიო, მუს. გადაცემათა რედაქცია, რედაქტორი; 1967 - დან თბილისის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი, მუს. თეორიისა და პოლიფონიის პედაგოგი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, პოლიფონიის პედაგოგი (90-იანი წლები); |
შემოქმედებითი სფერო |
|
საკომპოზიტორო შემოქმედება: ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებები; ვოკალური ციკლები; საგუნდო ციკლები; კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები; კამერული-ვოკალურ ნაწარმოებებისაბავშვო სიმღერები |
წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები |
|
მამა - ვასილ შავერზაშვილი (კომპოზიტორი, საქართველოში საესტრადო მუსიკის ერთერთი ფუძენდებელი, პირველი ქართული კ/ფ მუსიკის ერთერთ პირველი ავტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; დედა - ზოია მიხეილის ასული დიაკოვა (პიანისტი); ძმა - ალექსანდრე (შურა) შავერზაშვილი (ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი, კონსერვატორიის პროფესორი, კომპოზიციის კათედრის გამგე, პრორექტორი; მეუღლე - ალექსანდრე სულაბერიძე (პროკურორი); შვილი - ნოე სულაბერიძე (პროდიუსერი, წამყვანი, ტელეკომპანია „იმედი“-ის პროექტების ავტორი); რძალი - ჯანეტ ქერდიყოშვილი (დიზაინერი, მოდელი) შვილიშვილები: ალექსანდრე, ელისაბედ და ანნა სულაბერიძეები; |
დაახლოებული პირები |
|
ნუნუ გაბუნია (კომპოზიტორი), ეთერ გულისაშვილი (პიანისტი), მზია დიაკვნიშვილი (კომპოზიტორი), ქეთევან თუხარელი (მწერალი, მთარგმნელი) |
შემოქმედების მემკვიდრე |
|
ნოე სულაბერიძე |
საარქივო მასალის მდებარეობა |
|
საოჯახო არქივი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლე, არქივი; |