თინათინ (დალი) ჩხეიძე
თინათინ (დალი) დავითის ასული ჩხეიძე
1927 - 1992
კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი
კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1950)
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1960)
დაბადების თარიღი, ადგილი |
|
1927.12.26. თბილისი |
გარდაცვალების თარიღი, ადგილი |
|
1992.12.27. თბილისი (გარდაიცვალა 65 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი |
|
თბილისი, ვერის სასაფლაო |
უახლოესი საიუბილეო თარიღი |
|
2027 წელს დაბადებიდან 100 და გარდაცვალებიდან 35 |
განათლებ (სასწავლებელი, პედაგოგი) |
|
1934-1944 - თბილისის მე-5 ქალთა (მე-18 საშუალო) სკოლა; 1935-1943 - თბილისის მე-8 სამუსიკო სკოლა; 1943-1946 - თბილისის მე-2 სამუსიკო სასწავლებელი, საფორტეპიაო ფაკულტეტი, მ. ნუნუპაროვას კლასი; 1944-1949 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიციის ფაკულტეტი, სერგო ბარხუდარიანის კლასი, დაამთავრა იონა ტუსკიას კლასი; 1946-1951 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საფორტეპიანო ფაკულტეტი, ვანდა შიუკაშვილის კლასი; 1989 - გაიარა სტაჟირება მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში, საერთო ფორტეპიანოს კათედრაზე მ. სოკოლოვის ხელმძღვანელობით; |
მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი |
|
თბილისი (საქართველო), მოსკოვი (რუსეთი); |
მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი / პოზიცია |
|
1949-1959 - თბილისის N 1 სამუსიკო სკოლა, ფორტეპიანოს პედაგოგი, ილუსტრატორი; 1949-1959 - თბილისის N 1 სამუსიკო სასწავლებელი, პედაგოგი, ილუსტრატორი; 1951-1959 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია, ილუსტრატორი; 1959-1967 - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია, სავალდებულო ფორტეპიანოს კათედრის პედაგოგი, 1967- 1980 - დოცენტი, 1980-1993 - პროფესორი; საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი 1950 წლიდან |
შემოქმედებითი სფერო |
|
ოპერა, სიმფონიური, ვოკალურ-სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, საგუნდო, ვოკალური, სიმღერები, საბავშვო მუსიკა. |
წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები |
|
მამა - დავით ანდუყაფარის ძე (ჩხეიძე) თურდოსპირელი 1888-1948 (ისტორიკოსი,მწერალი, საზოგადო მოღვაწე, დამსახურებული პედაგოგი, დამფუძნებელი კრების წევრი, 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი); დედა - ელენე ალექსის ასული მიქელაძე 1894-1984 (ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმიფო უნივერსიტეტის საქმეთა მმართველი); ბიძა - გიორგი (ჩხეიძე) ქუჩიშვილი 1886-1947 (მწერალი); მეუღლე - კონსტანტინე დოროთეს ძე ბოკუჩავა 1917-1991 (დამსახურებული არქიტექტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი); და - მზია დავითის ასული ჩხეიძე 1925-2009 (ექიმი, თერაპევტი, კურორტოლოგი); სიძე - გრიგოლ იოსების ძე ჩილინგარიშვილი 1914-1991 (ენერგეტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი); და - ლამზირა დავითის ასული ჩხეიძე 1929-2023 (მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, თბილისის რუსთველის სახ. თეატრის დასის წევრი, საქტელე-რადიო მაუწყებლობის თანამშრომელი); ქალიშვილი - ელისაბედ (ლიზიკო) ბოკუჩავა 1975 დისშვილი - თამარ გრიგოლის ასული ჩილინგარიშვილი 1952 (ექიმი, რევმატოლოგი, რეაბილიტოლოგი, კურორტოლოგი); დისშვილი - დავით გრიგოლის ძე ჩილინგარიშვილი 1955 (ინჟინერი, ჰიდროტექნიკოსი); რძალი - თამარ ბიჭიკოს ასული ნადირაშვილი 1961 (ექიმი, ნევროლოგი); შვილიშვილი - გრიგოლ დავითის ძე ვარდიძე (ჩილინგარიშვილი) 1993 (ბიზნეს-მენეჯერი); შვილიშვილი - ელენე დავითის ასული ვარდიძე (ჩილინგარიშვილი) 1998 (მარკეტოლოგი); |
დაახლოებული პირები |
|
ანდრია ბალანჩივაძე, ჯემალ გოკიელი, თამარ ხუროშვილი, სულხან ცინცაძე, ლინა მიქაბერიძე, ლონდა სამსონიძე |
შემოქმედების მემკვიდრე |
|
თამარ ჩილინგარიშვილი |
მასალის მდებარეობა |
|
საოჯახო არქივი; საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიი მუზეუმი; საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქ. ეროვნული არქივი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი და ბიბლიოთეკა; საქტელე-რადიოს არქივი; |