ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ბარბარე ამირეჯიბი

#

 

 

 

ბარბარე მიხეილის ასული ამირეჯიბი (ამირაჯიბი)

1873 - 1939

 

 

საქართველოში პირველი ქალი უმაღლესი პროფესიული განათლებით მუსიკის სფეროში,

კომპოზიტორი, პიანისტი, კონცერტმაისტერი, პედაგოგი, ქველმოქმედი,

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების - გორის განყოფილების წევრი,

ქართული ფილარმონიული საზოგადოების წევრი

 

 

დაბადების თარიღი, ადგილი

 

1873.08.11. (ძვ.სტ.) 1873.08.24. (ახ. სტ.), თბილისი (საქართველო)

გარდაცვალების თარიღი, ადგილი

 

1939.04.03. თბილისი (გარდაცვალების ცნობით: ვარვარა ამირაჯიბი) (გარდაიცვალა 66 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი

 

თბილისი, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი

უახლოესი საიუბილეო თარიღი

 

2023 წელს დაბადებიდან 150

2024 წელს გარდაცვალებიდან 75

განათლება (სასწავლებელი, პედაგოგი)

 

საიმპერატორო რუსული სამუსიკო საზოგადოების მოსკოვის განყოფილება (მოსკოვის კონსერვატორია), პროფესორ ვ.ი.საფონოვის (1894-9185) კლასი, მ. იპოლიტოვ-ივანოვის კლასი და სხვ.

მოღვაწეობის გეოგრ. მონაცემი

 

თბილისი, სოფ. ავლევი (გორის რაი.) (საქართველო), მოსკოვი (რუსეთი)

მოღვაწეობის (სამუშაო) ადგილი

პოზიცია

 

„წმ. ნინოს“ გიმნაზია; РМО-ს (რუსული სამუსიკო საზოგადპება) ტფილისის განყოფილების სამუსიკო სასწავლებელი, პედაგოგი (ფორტეპიანო);

ქართული ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო სკოლა, 1908 წ. ზ. ფალიაშვილის მიერ მოწვეული პედაგოგი (ფორტეპიანო);

თბილისის I სახ. კონსერვატორიის პედაგოგი; „ვერის ტექნიკუმი“, პედაგოგი (ფორტეპიანო);

მოსკოვის კონსერვატორიაში მ. იპოლიტოვ-ივანოვთან და ბ. ზარუდნაიას საოპერო კლასის კონცერტმაისტერი;

I სამუსიკო ტექნიკუმი, პედაგოგი (ფორტეპიანო);

შემოქმედებითი სფერო

 

 

საკომპოზიტორო შემოქმედება: კამერულ-ინსტრუმენტული: საფორტეპიანო; კამერულ-ვოკალური: ვოკალური ციკლები, რომანსები, სიმღერები;

წინაპრები, ოჯახის წევრები, შთამომავლები

 

 

მამა - მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირეჯიბი, სამხედრო პირი, კავალერიის გენერალი;

დედა - სოფიო არღუთინსკი-დოლგორუკოვი-ამირეჯიბისა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, პოეტი, მთარგმნელი,  საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი;

ძმა - კონსტანტინე (კოსტა) მიხეილის ძე ამირეჯიბი, პროფესორი, მეცნიერი, ქიმიკოსი, დამსახ. მოღვაწე,  ქველმოქმედი, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის და ელექტროფიკაციის სამეცნიერო ინსტიტუტის დამაარსებელი (ინსტიტუტი ატარებს მის სახელს);

და - ანასტასია მიხეილის ასული ამირეჯიბი, მხატვარი (ვ. სეროვის მოსწავლე);

ძმის შთამომავლები: ქეთევან, თამარ და ირინე ამირეჯიბები;

დაახლოებული პირები

 

ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი, ვარვარა მ.ზარუდნაია, ზაქარია ფალიაშვილი, მოდესტ ჩაიკოვსკი, ვალენტინ სეროვი, კონსტანტინე იგუმნოვი, ივანე თედორეს ძე სარაჯიშვილი, მილიტინა უნდილოვა-სარაჯიშვილი, ვიქტორ ვილშაუ.

ოჯახური მდგომარეობა

 

არ ყოფილა დაოჯახებული

შემოქმედების მემკვიდრე

 

ქეთევან, თამარ და ირინე ამირეჯიბები

საარქივო მასალის მდებარეობა

 

ამირეჯიბების საოჯახო არქივი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;