სოფიო საღარაძე

სოფიო საღარაძე ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი და შემსრულებელი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს დანიაში. მისი შემოქმედება მოიცავს სივრცულ ელექტრონულ მუსიკას, სივრცულ ხმოვან ინსტალაციებსა და ინტერდისციპლინურ ნაწარმოებებს.
სოფოს შემოქმედება ხშირად ავლებს ზღვარს რეალობასა და წარმოსახვას შორის, ქმნის შთამბეჭდავ გამოცდილებებს.
სოფო დაწყებით მუსიკალურ განათლებას თბილისის „ნიჭიერთა ათწლედში“ ეზიარა, მაგისტრის ხარისხი ელექტრონულ კომპოზიციაში (DIEM) ორჰუსის სამეფო მუსიკის აკადემიაში, ხოლო ბაკალავრის ხარისხი კლასიკურ კომპოზიციაში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო.
2022 წელს სოფოს მიენიჭა კარლ ნილსენისა და ანა მარია კარლ-ნილსენის ფონდის პრემია კომპოზიციის მიმართულებით. როგორც შემსრულებელს, ისე პედაგოგისა და პროექტების ხელმძღვანელს სოფოს მნიშვნელოვან წვლილი შეაქვს დანიასა და სკანდინავიის მუსიკალურცხოვრებაში, ის ამჟამად ლექციებს კითხულობს ორჰუსის/ალბორგის სამეფო მუსიკის აკადემიაში. ასევე მუშაობდა ისეთ წამყვან ინსტიტუციებში, როგორებიცაა კოპენჰაგენის სამეფო მუსიკის აკადემია, რიტმული ცენტრი კოპენჰაგენში და რიტმული მუსიკის კონსერვატორია. როგორც ორგანიზაცია Aarhus Lydforening (ორჰუსის ხმის ასოციაციის)-ის დამფუძნებელი, სოფო მხარს უჭერს ელექტრონული მუსიკისა და ხმოვანი ხელოვნების განვითარებას დანიაში და ქმნის პლატფორმას ახალგაზრდა მუსიკოსების-შემსრულებლებისათვის.
მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალებსა და სივრცეებში, ქვეყნების ჩამონათვალი მრავალფეროვანია - დანია, შვედეთი, ნორვეგია, გერმანია, ავსტრია, ნიდერლანდები, უნგრეთი, ლიტვა, საქართველო და სხვა. სოფო აგრძელებს ხმოვანი ხელოვნების სფეროში ინოვაციური და ღირებულებაზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებას, რაც ავითარებს კულტურულ დიალოგს როგორც დანიაში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
მერი შეყილაძე
2025.05.28.