ვებ პორტალი - ქართველი კომპოზიტორი ქალები

ნათელა სვანიძე

#

ნათელა სვანიძე

 

 

ფოტო საოჯახო არქივიდან

 

კომპოზიტორი, პედაგოგი და მეცნიერი - ნათელა დამიანეს ასული სვანიძე ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი კომპოზიტორია, რომლის შემოქმედება დღემდე არაა სათანადოდ შესწავლილი და დაფასებული. მისი მუსიკა დღესაც გვაოცებს საოცარი დინამიკით, ექსპრესიით, გრაფიკულობით, ინტელექტუალიზმით, საკომპოზიტორო ფანტაზიის გაქანებითა და გულწრფელი ემოციურობით.

ნათელა სვანიძე დაიბადა 1926 წლის 4 სექტემბერს, ახალციხეში, ექიმების ოჯახში. მისი დედა, აგრაფინა სვანიძე-კორძაია გახლდათ  გინეკოლოგი, მამა,  დამიანე სვანიძე კი - ინფექციონისტი[1]. ნათელას მამას საბრძოლო დამსახურებებიც ჰქონია, იყო სამედიცინო სამსახურის პოდპოლკოვნიკი, ხოლო ფაშისტი დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლო დავალებების წარჩინებით შესრულებისთვის 1943 წ. წითელი ვარსკვლავით დაუჯილდოებიათ.

ბავშვობიდან ნათელა განსაკუთრებული მონაცემებით გამოირჩეოდა. მშობლები ცდილობდნენ ქალიშვილისთვის მრავალმხრივი განათლება მიეცათ, შედეგად ნ. სვანიძე ჩამოყალიბდა, როგორც ფართო ინტერესების მქონე ინტელექტუალი. თავდაპირველად ნათელა სერიოზულად იყო გატაცებული ლიტერატურით, ლექსებსაც კი წერდა. მუსიკის შექმნის სურვილი კი მას შედარებით გვიან, 14 წლიდან გაუჩნდა.

კომპოზიტორი  ფლობდა სამ უცხო ენას (ფრანგულს, გერმანულსა და რუსულს). ნათელას ახალგაზრდულ პერიოდთან დაკავშირებით მუსიკოლოგი გულბათ  ტორაძე იხსენებს: „ნათელა სვანიძე იყო ჩემი სიყრმის მეგობარი. ერთად ვსწავლობდით ფრანგულ ენას (1938-1940). ძალიან მაკვირვებდა იმით, რომ ზეპირად უკრავდა ნაწყვეტებს ვერდის ოპერებიდან“ (ტორაძე, 2010, გვ. 197). სწორედ განსაკუთრებული მონაცემებისა და სიბეჯითის დამსახურებით, 1944 წ. ნათელამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის ქალთა პირველი საშუალო სკოლა. აქ სწავლის ბოლო ორი წლის განმავლობაში (1942-1944 წწ.), პარალელურად  ნ. სვანიძე  ესწრებოდა  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული პედაგოგიური საწარმოო პრაქტიკის სექტორის კომპოზიტორთა მოსამზადებელ კურსს, რომელიც, ასევე,  წარჩინებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციას მას ასწავლიდა მაშინ ჯერ კიდევ კონსერვატორიის სტუდენტი ალექსანდრე შავერზაშვილი[2].

1944  წელს ნ. სვანიძე აბარებს თბილისის ვ. სარჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიციის სპეციალობაზე და ხვდება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, ანდრია ბალანჩივაძის კლასში. კომპოზიტორი იხსენებდა, რომ მამა ძალიან განიცდიდა შვილის კომპოზიტორობას, უწუნებდა მას პროფესიის არჩევანს და ხუმრობით ამბობდა: ერთადერთი შვილი უმაღლესის გარეშე დამრჩაო... მიუხედავად ამისა, ნ. სვანიძემ ახალგაზრდა ასაკიდანვე თავი მიუძღვნა მუსიკას და შემოქმედებითი პრინციპებისადმი ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე.

საარქივო ცნობებიდან ირკვევა, რომ კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ნათელას მოუწია აკადემიური შვებულების აღება, განსხვავებულია მისი მოსწრება სხვადასხვა დისციპლინებში. თავისი კლასის სტუდენტს ა. ბალანჩივაძე ამგვარ დახასიათებას აძლევს: „სვანიძე, III კურსის სტუდენტი, ავლენს საკუთარ თავს, როგორც შრომისმოყვარე და დაკვირვებული მუსიკოსი. მის ნამუშევრებში შესამჩნევია ფაქტურისა და ფორმის გადაწყვეტის თავისებურება. მას ასევე გააჩნია საკმარისი კომპოზიტორული ფანტაზია“ (ბალანჩივაძე, წ.უ.). არაერთგვაროვანი მონაცემებია სხვადასხვა წყაროში იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ წელს დაასრულა ნ. სვანიძემ სწავლა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის არქივში მოძიებული ცნობის მიხედვით, თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტის საკომპოზიტორო განყოფილების სრული კურსი მან 1950 წელს დაასრულა, შესაბამისად, წყაროებში მითითებული 1951 წ. არასწორად მიგვაჩნია.

გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ნათელა სვანიძე ორ შემოქმედებით გაერთიანებას შეუერთდა: კონსერვატორიის დამთავრებისთანავე გახდა სსრკ კომპოზიტორთა კავშირის  (1951 წ.) და თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი (1959 წ.). ამ პერიოდში იგი ქნის ოჯახს   პეტრე ალექსანდრეს ძე თომაძესთან (1917 – 1996), რომელიც გახლდათ ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ტენორი), საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). 1954 წელს  ნათელას შეეძინა ერთადერთი შვილი - მაია, რომელსაც უნიკალური სოპრანო  აღმოაჩნდება და საოპერო მომღერლის ბრწყინვალე მომავალი ელოდება.[3] შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლის პერიოდში ნათელა შვილის ჩრდილში იმყოფებოდა - მას, პირველყოვლისა, იცნობდნენ, როგორც მაია თომაძის დედას. ნათელას ცხოვრების უდიდესი ტრაგედიაც მაიას უდროოდ გარდაცვალებას უკავშირდება...

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისის ქართული მუსიკალური ხელოვნება, ცხადია,  საბჭოთა მუსიკის კონტექსტში ვითარდებოდა, რომლის კულტურული ეპიცენტრი მოსკოვისა და ლენინგრადის საკომპოზიტორო სკოლები იყო.  აქ მიმდინარე პროცესები ხშირად თანხვედრაშია სხვა საბჭოთა რესპუბლიკების საკომპოზიტორო სკოლებში არსებულ იმპულსებთან; ასევე საერთო იყო ერთგვარი ნახტომი დროში, რომელზედაც ხშირად მიუთითებენ მეცნიერები. აღნიშნულ პერიოდზე საუბრისას მკვლევრები საუბრობენ ესთეტიკურ-სტილურ ფენომენზე -  ე.წ. საბჭოთა ავანგარდზე,რომელიც მომწიფდა1950-იანების შუა პერიოდში – 1960-იანებში. „იგი წარმოადგენდა ერთგვარ  გარღვევას მხატვრულ – მათ შორის მუსიკალურ-შემოქმედებაში. ახალგაზრდებისთვის ორიენტირი გახდა ევროპული ავანგარდის მეორე ტალღა, ასევე სტრავინსკის, ბარტოკის, ახალი ვენის სკოლის კომპოზიტორთა ნოვაციები“ (Высоцкая, 2011, გვ.352).

ენობრივ-სტილისტური განახლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იმპულსი იყო თანამედროვე მუსიკის ფესტივალი „ვარშავის შემოდგომა“, რომელსაც წლების განმავლობაში ესწრებოდნენ საბჭოთა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი- კომპოზიტორები. ამათგან, ზოგიერთი კომპოზიტორი პოლონეთში მოსმენილ ნოვაციებს პრინციპულად არ იღებდა, თუმცა, იყვნენ გამონაკლისებიც, რომელთა შემოქმედება სწორედ ამ ფესტივალის ზეგავლენით რადიკალურად  შეიცვალა.

ამ უკანასკნელთა შორის იყო ნათელა სვანიძე, რომლის დაახლოებით სამოცდაათწლიანი მოღვაწეობა ორ პერიოდად შეიძლება დაიყოს. გასული საუკუნის 40-იანი წლების დასასრულიდან 1963 წლამდე კომპოზიტორი წერს იმ პერიოდის ქართულ პროფესიულ მუსიკაში დამკვიდრებულ ნეორომანტიკულ სტილში[4]. აღნიშნულ პერიოდთან დაკავშირებით გ. ორჯონიკიძე აღნიშნავს: „ქართული მუსიკა არსებითად გულგრილი დარჩა ჰარმონიული სისტემების ექსტრემიზმის მიმართ, ჩვენში ვერ დამკვიდრდა ატონალური აზროვნება, ვერ იკიდებს ფეხს თორმეტტონიანი სისტემაც, თუმცა მისი ათვისების ცალკეული ცდები გვხვდება. სამაგიეროდ, ქართველი კომპოზიტორები დიდ ინტერესს იჩენენ რომანტიკული ჰარმონიის მიღწევებისადმი, თავისებურად ითვისებენ იმპრესიონისტების გამოცდილებასაც (ორჯონიკიძე, 1978, გვ.68).

ნათელასთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 1963 წ. მოგზაურობა პოლონეთში და „ვარშავის ფესტივალზე“ მოხვედრა, რის შედეგადაც რადიკალურად იცვლება მისი შემოქმედებითი თუ მხატვრული ორიენტირები. ამ დროიდან სიცოცხლის ბოლომდე ნ. სვანიძის სტილი ეფუძნება XX საუკუნის საკომპოზიციო ტექნიკის ახალ ტიპებს, იმ დროისათვის `ანტისაბჭოური ორიენტაციის~ თემატიკასა და მუსიკალურ ენას. `60-იანწლებშიმეამოვწურეჩემიშესაძლებლობები, ესრომანტიკულიფორმაAაღარმაკმაყოფილებდადამზადვიყავისიახლისმისაღებადმაშინ, როცაჩემსქვეყანაშიყველაამისთვისარიყომზად~, - იხსენებს კომპოზიტორი (პირადი ინტერვიუ, 2002). საბჭოთა საქართველოს დროის შემოქმედისთვის, მით უფრო ქალი-კომპოზიტორისთვის, ეს იყო საკმაოდ რთული და არამომგებიანი არჩევანი, რის შედეგებსაც ნ. სვანიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში იმკიდა – მის მუსიკას არ ცნობდნენ, ნაკლებად ასრულებდნენ, ერთადერთი საავტორო კონცერტი კი გაიმართა მხოლოდ მაშინ, როდესაც კომპოზიტორი 84 წლის შესრულდა!

ნ. სვანიძის პროფესიულ ზრდაში დიდი მნიშვნელობა იქონია ურთიერთობამ საბჭოთა პერიოდის მოსკოვის მუსიკალურ გარემოსთან. 1963-1968 წლებში იგი   საკომპოზიტორო დაოსტატებას ხვეწს მოსკოვში ჩატარებულ სემინარებზე კომპოზიტორებთან რ. ბუნინთან და ნ. პეიკოსთან, მუსიკისმცოდნე იუ. ფორტუნატოვთან.  გასული საუკუნის 70-იან წლებში ნ. სვანიძე ცხოვრობდა მოსკოვში მეორე მეუღლესთან, გამოჩენილ ეთნომუსიკოლოგთან ედუარდ ალექსეევთან (1937 – 2021)[5]. სწორედ ამ პერიოდში ნათელა მოგზაურობს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. კერძოდ, 1972-1979 წლებში იგი მონაწილეობს სსრკ კომპოზიტორთა კავშირისა და სსრკ ხელოვნების ინსტიტუტის ერთობლივ ფოლკლორულ ექსპედიციებში ადიღეში, ყაბარდოში, სვანეთში, დასავლეთ საქართველოში, ტუვაში, ბურიატიაში, მთიან ალტაიში, იაკუტიაში, ბამზე. ამ ექსპედიციების შედეგების საფუძველზე ნ. სვანიძე  მეცნიერულად იკვლევს მუსიკალური აზროვნების კავკასიურ სტილს და ქართულ-ბასკურ მუსიკალურ კავშირებს. ნიშანდობლივია, რომ ზრდასრული კომპოზიტორი საკუთარ ჰობის ამგვარად აყალიბებს:

 

ფოტო საოჯახო არქივიდან

 

კომპოზიტორის ცხოვრებაში ფოლკლორს დიდი ადგილი ეთმობა. საკუთარი  მუსიკალური სტილის ჩამოყალიბებაში მთავარ კომპონენტად ნ. სვანიძე  დასავლეთ საქართველოს ფოლკლორისთვის მახასიათებელ პოლიფონიურ აზროვნებას მიიჩნევდა, რომლის პრინციპები თავისებურადაა შეხამებული საკომპოზიციო ტექნიკის სხვადასხვა სახეებთან. შედეგად ძალიან საინტერესო, ეროვნული ტრადიციული მუსიკისა და XX საუკუნის მოდერნის სიმბიოზია მიღწეული. ქართულ პროფესიულ მუსიკაში დამკვიდრებული იმდროინდელი ტენდენცია _ ეროვნული ფოლკლორისადმი მიმართვა _ ნ. სვანიძემ თავისებურად გადაიაზრა I სიმფონიაში (1967 წ.)[6], სადაც  სინთეზურ მთლიანობაშია წარმოდგენილი მთის ფოლკლორი და არაორთოდოქსული სერიულობა. სწორედ ამ ნაწარმოებით აღინიშნება კომპოზიტორის შემოქმედების მეორე, ავანგარდული პერიოდის დასაწყისი, მიმართვა არაორთოდოქსული სერიულობისადმი, რომელიც არცთუ ისე მიმზიდველი აღმოჩნდა იმ პერიოდის ქართველი კომპოზიტორებისთვის. მოგეხსენებათ, სერიული ტექნიკის ევოლუცია სერიული მუსიკის კლასიკური პერიოდის შემდეგ (1923-1945 წწ.) მისი საკომპოზიციო წერის სხვა ტიპებთან სინთეზირების გზით წარიმართა. ამგვარადაა იგი წარმოდგენილი ნ. სვანიძის შემოქმედებაშიც, სადაც სერიულობასთან კომბინირებით, მიქსო- და პოლიტექნიკის სახით, გამოყენებულია ტონალობა, სონორისტიკა, რეგლამენტირებული ალეატორიკა და პოლისტილისტიკა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კომპოზიტორის დამოკიდებულება ვოკალისადმი. შემოქმედების მეორე პერიოდის მისი ყველა ვოკალური პარტიტურა sprechstimme-თია წარმოდგენილი. ამ მოვლენის ახსნა შეიძლება, როგორც ზედაპირული მიზეზებით (შონბერგის ტრადიციების გაგრძელება), ისე უფრო სიღრმისეული, სტილური კანონზომიერებებით. კომპოზიტორი ამბობდა, რომ მისი მუსიკა „უფრო გრაფიკაა, ვიდრე ფერწერა (თუმცა ეს უკანასკნელი საბოლოოდ არაა უარყოფილი” (პირადი ინტერვიუ, 2002). ახალგაზრდობაში ნ. სვანიძე გატაცებული იყო პოეზიით, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა სიტყვასთან. „ნაწარმოებში პრიორიტეტულია ლიტერატურული ტექსტი, რომელიც მუსიკალური დეკლამაციით უნდა გამოიხატოს. პირველადია ტექსტის შინაარსი. ის, რომ ჯერ მუსიკას წერენ და შემდეგ უკვე «ადებენ» მასზე ტექსტს, ჩემთვის მიუღებელია”, - აღიარებს კომპოზიტორი (პირადი ინტერვიუ, 2002).

შემოქმედების მეორე პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია კამერული ორატორია „ფიროსმანი“ ბარიტონის, კონტრალტოს, sprechstimme-ს,  ვაჟთა სექსტეტისა და კამერული ორკესტრისთვის (1969)[7]. „სუფთა სტილით აგებული ნაწარმოები მოსაწყენია, ამიტომაც შემოვიდა პოლისტილისტიკა - ყველაფერი ერთად“, - მოგვიანებით იტყვის კომპოზიტორი (მიქაძე, 2008, გვ.35). „ფიროსმანში“ ნათელა სვანიძემ ქართულ მუსიკაში ერთ-ერთმა პირველმა მიმართა პოლისტილისტიკას - ჟანრული ხასიათის IV ნაწილი (სცენა დუქანში) მთლიანად აგებულია ძველი თბილისის მელოდიებზე და დანარჩენ ნაწილებთან კონტრასტულ სტილურ დამოკიდებულებაშია.  

ნ. სვანიძე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა კომპოზიტორებისა და ფოლკლორისტების 9 საკავშირო სემინარში მონაწილეობას, რომლებიც ტარდებოდა კომპოზიტორთა შემოქმედებით სახლებში „ივანოვო“, „რეპინო“ და „დილიჟანი“. აქ მას საშუალება ჰქონდა მთელი დღეების განმავლობაში  ეწერა მუსიკა, შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონოდა წამყვან საბჭოთა კომპოზიტორებთან.

ამ პერიოდში კომპოზიტორი ქმნის საფორტეპიანო პიესას „წრე“ (1972)[8], რომელიც ორი (ჩვეულებრივი და პრეპარირებული)[9] ფორტეპიანოსთვისაა დაწერილი. პიესა ორიგინალურადაა ჩაწერილი, სანოტო დამწერლობაში ვიზუალურად აისახება კომპოზიტორის პოლიფონიური აზროვნება ¬_  ვებერნისეულ სტილში გააზრებული სერიის თითოეულ სეგმენტს აქვს არამარტო საკუთარი ბგერები, არამედ გამოყოფილი აქვს რეგისტრული სივრცე და სანოტო სისტემა (შესაბამისად, ერთდროულად სახეზეა 5, 7, 11 სანოტო სისტემა).

„ძალიანვენდობიგანვითარებისტემპს. არშეიძლებაგაჩერდე. შიშიმაქვს, არჩამოვრჩეთანამედროვეობას, არგავიყინო~, - ამბობდა ნ. სვანიძე (პირადი ინტერვიუ, 2002). მართლაც, იგი იმ იშვიათ კომპოზიტორთაგანია ქართულ მუსიკაში, ვინც უშიშრად მოსინჯა თანამედროვეობის ახალი მუსიკალურ-გამომსახველობითი საშუალებები თუ მეთოდები. ამიტომ, სწორედ ნ. სვანიძე დაინტერესდა ელექტრონული მუსიკით, რომლის განვითარების წინაპირობა იმ პერიოდის საქართველოში არ არსებობდა[10].

მოსკოვის პერიოდს უკავშირდება ნ. სვანიძის ექსპერიმენტები  იმ დროში „ცნობილ“ სინთეზატორზე “Synthi-100”[11]. სწორედ ამ სინთეზატორზეა შექმნილი ე. არტემიევის, ვ. მარტინოვის, ი. ბოგდანოვის ნაწარმოებები, მუსიკა ცნობილი კინოფილმებისთვის (ა. ტარკოვსკის „სტალკერი“, ა. კონჩალოვსკის „სიბირიადა“, ნ. მიხალკოვის „რამდენიმე დღე აბლომოვის ცხოვრებიდან“ და სხვ.).  

1974 წელს შექმნილი ნ. სვანიძის ორატორია `ქართული ლამენტაციები~ (შერეული გუნდის, ქალთა სექსტეტის, ბარიტონი sprechstimme-ს, სოპრანოს, ფლეიტის, ვიოლინოს, ზარების, 12 ჩელოს, ორგანისა და ელექტრონული მუსიკისთვის)[12] ეროვნული ტრადიციული მუსიკის პრინციპებისა და იმ პერიოდის თანამედროვე მუსიკალური ენის, საკომპოზიციო ტექნიკის შერწყმის ბრწყინვალე ნიმუშია. ორატორიის V ნაწილი წარმოადგენს ქართველი ქალი-კომპოზიტორის მიერ შექმნილ პირველ ელექტრონულ ოპუსს (აქ ჩართული ელექტრონული მუსიკა განვითარებულია 4 დინამიკურ ტალღად გუნდების რიტმული ჩურჩულის ფონზე).

დასანანია, რომ არსებული ობიექტური რეალობის გამო, ნათელა სვანიძემ საკუთარი შემოქმედებითი იდეების სრულად  რეალიზება ვერ მოახერხა. ერთხელ საუბრისას მან  სინანულით აღნიშნა: `მეადრევარმოსული... მეელექტრონულიმუსიკისთვისვარგაჩენილი, მაგრამჩვენთანარანაირიტექნიკურისაშუალებაამტიპისმუსიკისშექმნისაიმპერიოდშიაქარიყო...” (პირადი ინტერვიუ, 2002).

ორატორიის შექმნიდან 46 წლის შემდეგ, 2020 წ., ნ. სართანიას თაოსნობით CES Records უშვებს ვინილის ფირფიტას „Natela“, სადაც ჩაწერილია მისი ელექტრონული მუსიკა ორატორიიდან და სხვა ავტორთა ელექტრონული კომპოზიციები. ბედის განგებით, სრულიად შემთხვევით, ფირფიტის გამოცემა ნათელას დაბადების დღეს, 4 სექტემბერს ემთხვევა…

70-იანი წლების ბოლოს ნ. სვანიძე მკვიდრდება საქართველოში, ეწევა პედაგოგიურ და შემოქმედებით მოღვაწეობას. 1981 წ. მას საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდებას ანიჭებენ.  

დარჩენილ პერიოდში დიდი დროითი შუალედებით კომპოზიტორმა დაწერა მხოლოდ სამი ნაწარმოები: სიმფონია-ბალეტი N2 (1983 წ.), მონოდრამა „გულიდან სისხლის წვეთები“ (1999 წ.) და საფორტეპიანო ნაწარმოები „საბურთალოს ქარის მისტერია“ (2010 წ.). ზოგადად, ნ. სვანიძის შემოქმედებითი დანატოვარი არცთუ ისე მრავალრიცხოვანია, რასაც კომპოზიტორი ამგვარად ხსნიდა: „ცოტას ვწერ იმიტომ, რომ არ ვიმეორებ ფორმას. არასდროს დამიწერია მუსიკა ფულისთვის, ოსტატობად არ მაქვს გადაქცეული ჩემი საქმე. როცა რამე მომწიფდება შესაქმნელად, მაშინ ვქმნი. ყველა ნაწარმოებში ახალი სიმაღლეა დაპყრობილი“ (პირადი ინტერვიუ, 2002). მართლაც, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ესა თუ ის ნაწარმოები წარმოადგენს გარკვეულ ეტაპს, რომელსაც უნდა მოსდევდეს სხვა, მანამდე „მოუსინჯავი“ სიმაღლე. მას არა აქვს „გამონახული ერთი ყალიბი, რათა შემდგომ მასში «ასხას» მუსიკა“, ამიტომ ბევრი სხვა კომპოზიტორისგან განსხვავებით, არასდროს უბრუნდება უკვე დაწერილ ქმნილებებს - მისი აზრით, პირველი ვარიანტი ყველაზე სწორია. პირად საუბარში მას ისიც უთქვამს, რომ დიდი დროსა და ენერგიას მოითხოვდა ყოფითი საქმეები თუ პრობლემები, რომ საშუალება არ ჰქონდა სრულად მიეძღვნა თავი კომპოზიციისთვის.

ნ. სვანიძისთვის განსაკუთრებით მძიმე და ტრაგიკული აღმოჩნდა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი - მაია მძიმე სენით ავადდება და იღუპება... შვილის გარდაცვალებიდან ხუთ წელიწადში (1999 წ.) იგი წერს მონოდრამას „გულიდან სისხლის წვეთები“[13] ტერენტი გრანელის პოეტურ ტექსტებზე. ჟანრულად ესაა მონოდრამა ერთი შემსრულებლისთვის, სადაც ინსტრუმენტული თეატრის ტრადიციების თანახმად, პიანისტი მღერის, უკრავს ორ ფორტეპიანოზე და დასარტყამ საკრავებზე, რთავს მაგნიტოფონის ფირებს - ისაა ამ მონოსპექტაკლის ერთადერთი მონაწილე. ნაწარმოები ყველაზე ბიოგრაფიული და რეალისტურია ნ. სვანიძის ქმნილებებიდან, რამეთუ ასახავს მისი შვილის - გამოჩენილი მომღერლის, მაია თომაძის ცხოვრების უკანასკნელი დღეების უმძიმეს სულიერ დრამას. ქმნილებაში სამი კოლაჟური ჩართვიდან პირველში ჟღერს ელიზაბეტის არია  ვერდის ოპერიდან „დონ კარლოსი“. იგი ასოცირდება გმირის ნათელი წარსულის გახსენებასთან და იძენს ციტატა-სიმბოლოს მნიშვნელობას[14], რამეთუ განსაზღვრულია არამარტო მუსიკალური მასალა (ვერდის მუსიკა), არამედ ზუსტადაა მითითებული შემსრულებელიც (მ. თომაძე).

სიცოცხლის ბოლო წლებშიც კომპოზიტორის დამოკიდებულება საკუთარი შემოქმედებისადმი არ შეცვლილა: მხატვრულად ღირებულ ნაწარმოებებად იგი თვლიდა მხოლოდ შემოქმედების მეორე პერიოდში დაწერილ ნაწარმოებებს, ამიტომ რაოდენ დასანანია, რომ ნათელამ შემოქმედების პირველ ნახევარში დაწერილი, ადრეული ტონალური ნაწარმოების თითქმის ყველა პარტიტურა გაანადგურა!

საინტერესოა, რომ ნათელა სვანიძეს არასდროს უმუშავია კონსერვატორიაში, თუმცა უკვე ასაკოვანი კომპოზიტორი არაერთხელ მიიწვიეს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიციის სპეციალობით სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ. თუმცა, არაერთი ათწლეული მიუძღვნა მან პედაგოგიურ მოღვაწეობას შ. რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც 1956 წლიდან, გარკვეული დროითი ინტერვალებით, იყო დასაქმებული - როგორც უფროსი მასწავლებელი (1969 წლიდან), დოცენტი (1983 წლიდან) და პროფესორი (1991 წლიდან).  სწორედ  თეატრალური სფეროს სტუდენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობის შედეგად შექმნა ნ. სვანიძემ უნიკალური სასწავლო კურსი - „მუსიკალურ-თეორიული საგნების ციკლის საგანთაშორისო სწავლების ცდა თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური დისციპლინების კათედრაზე“, სადაც მუსიკა ინტეგრირებულად, სხვადასხვა დისციპლინების კომბინირებით ისწავლებოდა.  კურსი გათვლილი იყო 1,5-2 წელზე, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო, ბოლო წლებში მისი ხანგრძლივობა თანდათან შეიკვეცა და ერთ სემესტრამდეც დავიდა.

საკუთარი მიდგომის მთავარ ასპექტებს კომპოზიტორი მკაფიოდ  აღწერს კურსის წინასიტყვაობაში[15], საიდანაც რამდენიმე ამონარიდს მოვიყვანთ:

 

 

„...ჩვენიეპოქისმთავარიპრობლემააინფორმაციისმაქსიმუმისმიცემადროისმინიმუმისდახარჯვით. ფსიქოლოგიურადძალზეძნელიაუმაღლესსასწავლებელშისწავლებისგარდაქმნა, სწავლებისარატრადიციულფორმაზეგადასვლა. საქართველოსშოთარუსთაველისსახელობისსახელმწიფოთეატრალურინსტიტუტში, მუსიკალურიდისციპლინებისკათედრაზე, მუსიკალურ-თეორიულიციკლისსაგნებისჩვენმიერსწავლებისპერიოდშიგავიარეთგზატრადიციულიდანარატრადიციულისწავლებისაკენ, რაცგანაპირობასტუდენტთაკონტინგენტისცვალებადობამ. 60-იანიწლებისსტუდენტსსულსხვაგზაჰქონდაგასავლელიცოდნისაკენ, 80-იანიწლებისასსულსხვა.

ინფორმატორისდალექტორისროლშიუმაღლესისკოლისპედაგოგსახლაკონკურენციასტელეეკრანიუწევს. ჩვენგადავწყვიტეთგამოგვეყენებინასწორედტელეეკრანისმიერაღზრდილითაობისმიდრეკილებასანახაობითობისადმიდამთელიშესასწავლიმასალამიგვეცავიზუალურადანუკონსპექტიკედელზე”.

გამოვიყენეთ, აგრეთვე, მასობრივიპოპულარულიკულტურისათვისდამახასიათებელითანაშემოქმედებისილუზიადადავარწმუნეთსტუდენტი, რომმასშეუძლიათვითონშექმნასდაჩაწეროსსიმღერა, .. მივეცითმიზანი. ამდიდიმიზნისმისაღწევადისეთ წვრილმანს”, როგორიცაასანოტოსისტემა, ნოტებისწერა, მეტრი, რიტმი, ტემპი, დინამიკურინიშნები, კილო, ტონალობა, მუსიკალურისინტაქსი, სტუდენტიეუფლება, თითქოსდა, თავისთავად, ყოველგვარიძალდატანებისგარეშე, როგორცპრაქტიკიდანმიღებულცოდნასლექციაზეიბადებასტუდენტისდალექტორისთანაშემოქმედება, ერთობლივიმუსიკალურიაზროვნება. პრინციპულადესსულსხვამიდგომაა, რადგანისწავლებაარაცალკესაგანი, არამედყველამუსიკალურ-თეორიულისაგანიერთად, კომპლექსურად, როგორცხელოვნებისკატეგორია-ფორმა.

შემდგომიეტაპიიქნებასაგანთაშორისოკავშირილიტერატურასადამუსიკასშორის. . . კომპლექსურადშეისწავლებაკაცობრიობის /ევროპის/ მიერგავლილისულიერიგზაანუმოცემულიიქნებავერტიკალურიჭრილიანტიკურიდანჩვენიდროისკულტურამდე.

უფროშორსრომწავიდეთდავიოცნებოთ, რომაუდიტორიებშიგვექნება კომპიუტერებიდადისპლეები, სტუდენტისმიერშექმნილმელოდიასკომპიუტერზეაკომპანემენტსდავუპროგრამებთთავისიინსტრუმენტებით, რიტმებითდატემბრებით. ამითსტუდენტიპრაქტიკულად, დარაცმთავარია, ინტერესითდაეუფლებამუსიკალურ-თეორიულისაგნებისციკლს.” (სვანიძე, 2020, გვ.2).

ამგვარად, კურსი შედგება 22 პოსტერი-პლაკატისგან, სადაც სქემატურადაა ასახული ძირითადი ასპექტები სხვადასხვა დისციპლინებისა: ელემენტარული თეორია, სოლფეჯიო, მუს. ფორმის ანალიზი, ინსტრუმენტობა, მუსიკის ისტორია, ფოლკლორი. ლოგიკურადაა აწყობილი სწავლების პროცესუალური ეტაპები: სტუდენტი მუსიკასთან ურთიერთობას იწყებს მსოფლიო  მუსიკალური ნიმუშების გაცნობით, თანდათანობით ეუფლება მუსიკის ელემენტების, ფორმის, ინსტრუმენტობის საფუძვლებს, რაც საბოლოო მიზნის მიღწევას ემსახურება - სტუდენტმა შეძლოს ნაწარმოების შექმნა. იმედს ვიტოვებთ, მომავალში მაინც გახდება შესაძლებელი მუსიკის კომპლექსური სწავლება ნ. სვანიძის მეთოდის მიხედვით.

ექსპრესია, გროტესკი, ლაკონიზმი - სტილის ეს თვისებები, კომპოზიტორის აზრით, შეგნებულადაა მარკირებული მის შემოქმედებაში. ამათგან, პირველი და უკანასკნელი თავისებურება უკავშირდება ექსპრესიონისტულ თუ ნეორომანტიკულ სახეებს, სადაც ვლინდება კიდევ ერთი თავისებურება - ტრაგიზმი. ვფიქრობთ, სწორედ  ტრაგიკული საწყისია უფრო შესამჩნევი და ღრმა (გროტესკთან შედარებით) ნ. სვანიძის შემოქმედებაში. ამავდროულად, ტრაგიკულობა  მისი ქმნილებებისათვის მახასიათებელი, უკიდურესად გამომსახველი ექსპრესიის ლოგიკურ შედეგადაც შეიძლება წარმოვიდგინოთ.

კომპოზიტორმა ნათელა სვანიძემ რთული, ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრება განვლო.  პირად საუბარში  მას არაერთხელ მოუყოლია, რამდენი დაბრკოლება ხვდებოდა მის ნაწარმოებებს სხვადასხვა მიზეზების გამო. მიუხედავად ამისა, ნათელამ ზუსტად და დარწმუნებით იცოდა, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც მის მუსიკას შესაბამისად აღიქვამდნენ და დააფასებდნენ.

ნათელა სვანიძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისში, 2017 წლის 17 ნოემბერს, დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში. ახდა კომპოზიტორის წინასწარმეტყველება: ნათელა სვანიძე ბევრად საინტერესო და მოთხოვნადი გახდა 21-საუკუნეში;  დღეს მისი ნაწარმოებები სრულდება მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე, გამოიცა თითქმის ყველა ნაწარმოები, კომპოზიტორის შემოქმედება შესულია კონსერვატორიის სხვადასხვა სასწავლო კურსებში, ხოლო ელექტრონული მუსიკის დამსახურებით - ნათელას უსმენს აკადემიური და არააკადემიური მუსიკალური ხელოვნების ფართო მსმენელი.

 

ნათელა სვანიძის ნაწარმოებები[16]

შემოქმედების პირველი პერიოდი:

4 სიმფონიური პოემა: „სიმფონიური ცეკვები” (1949), „სამგორი” (1951), „ყვარყვარე” (1963), „ბურლესკა” (1965)

კანტატა „ქართლის ბაღი“ (1953)

სიმფონიური სურათი „1905 წლის გმირებს“ (1956)

ასევე, მუსიკა გუნდისთვის, კამერული ნაწარმოებები ვოკალისთვის, ფორტეპიანოსა და ვიოლინოსთვის.

 

შემოქმედების მეორე პერიოდი:

2 სიმფონია: სიმფონია N1 (1967); სიმფონია-ბალეტი  N2 (1983)

2 ორატორია: „ფიროსმანი” (1969), „ქართული ლამენტაციები” (1974)

მონოდრამა „გულიდან სისხლის წვეთები” (1999)

საფორტეპიანო ნაწარმოებები: „წრე“ (1972),  „საბურთალოს ქარის მისტერია“ (2010); 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ბალანჩივაძე, ა. (წ.უ.). ცნობა [არქივის მასალა]. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის არქივი.

ინტერვიუ ნათელა სვანიძესთან (ჩაწერა მ. ნადარეიშვილმა), 2002 წ., 15 ივნისი

მიქაძე, თ. (2008). შემოქმედებითი იუბილე. მუსიკალურისაქართველო, (1[21]), 34–37

ნათელა სვანიძე. (1999).  თ. მამულაშვილი (რედ), ვინვინაასაქართველოში 1998 - 1999: ქართულიბიოგრაფიულიცნობარი(გვ. 297). თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი.

ნათელა სვანიძის ოჯახის არქივი

ნადარეიშვილი, მ. (2018). „დავწერე ის, რაც არ შეიძლებოდა არ დაწერილიყო …“. შესავალი სიტყვა სანოტო გამოცემისთვის. ნათელასვანიძე. საფორტეპიანონაწარმოებები (გვ.1–54). ვარშავა: PWN.

ნადარეიშვილი, მ. (2003). ნათელა სვანიძის შემოქმედების სტილის საკითხები. თბილისისსახელმწიფოკონსერვატორიისშრომათაკრებულიმუსიკისმცოდნეობისსაკითხები (გვ.36-49) თბილისი: თსკ

ნადარეიშვილი, მ. (2020). ტექსტი ფირფიტისთვის. ალბომი: ნათელა [LP, ვინილი]. თბილისი: CES Records.

ორჯონიკიძე, გ. (1978). აღმავლობისგზისსაფუძვლები. თბილისი: ხელოვნება.

სვანიძე, . (2020). მუსიკალურ-თეორიულისაგნებისციკლისსაგანთაშორისოსწავლებისცდათეატრალურიინსტიტუტისმუსიკალურიდისციპლინებისკათედრაზე. მიღებულია ვებგვერდიდან https://cmdc.ge/wp-content/uploads/2020/12/Ebook-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D.pdf

ტორაძე, გ. (2010). მუსიკისსამყაროში. თბილისი: მუსიკალური ფონდი.

Высоцкая, М., & Григорьева, М. (2011). Музыка XX века – от авангарда к постмодерну. Москва: Московская консерватория.

 

 

მარიკა ნადარეიშვილი,

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის

სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი

2025.05.30.

 



[1] ნათელა ამაყობდა, რომ მისი მშობლები ომამდე გახდნენ პროფესორები.

[2] როგორც კომპოზიტორმა გიორგი შავერზაშვილმა გვიამბო პირად საუბარში, მამამისი (ა. შავერზაშვილი) აღნიშნავდა, რომ ნათელა სვანიძე კომპოზიციაში მისი პირველი სტუდენტი ყოფილა.

[3] საქართველოს სახალხო არტისტი (1987), ბარსელონას ფრანსისკო ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1987, გრანპრი და ოქროს მედალი). საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): მაჟორიტარი,  თბილისის სამგორის #20 საარჩევნო ოლქი, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიასთან არსებული მუსიკის ქვეკომისიის თავმჯდომარე.  ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

[4] პირველი და მეორე პერიოდის ნაწარმოებების ჩამონათვალი იხ. სტატიის ბოლოს.

[5] მეცნიერი, ეთნომუსიკოლოგი, საბჭოთა კომპოზიტორთა კავშირის ფოლკლორის კომისიის თავმჯდომარე, მოსკოვის სახელმწიფო ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის ფოლკლორის ზოგადი თეორიის დეპარტამენტის დირექტორი, ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო საბჭოს (ICTM) წევრი (1987), სახა რესპუბლიკის სულიერების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1996–97). ე. ალექსეევი ხელმძღვანელობდა მრავალ ეთნოგრაფიულ ექსპედიციას იაკუტიაში, აფხაზეთში, ადიღეში, აჭარაში, ალთაიში, ბაშკირეთში, ბელორუსში, ბურიატიაში, ყირიმში, კალმიკეთში, ყირგიზეთში, კრასნოდარის მხარეში, მონღოლეთში, ტუვაში, უზბეკეთში, დასავლეთ საქართველოსა და სვანეთში. ის 100-ზე მეტი ეთნომუსიკოლოგიური ნაშრომისა და მრავალი მუსიკალური ნაწარმოების ავტორია, მათ შორისაა ოპერა „სიმღერა მანჩარიზე“ (თანაავტორი — ჰ. კომრაკოვი; დაიდგა იაკუტსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1967, 1972, 1997 და 2014 წლებში).

[6] პირველი შესრულება შედგა მოსკოვში, 1967 წლის 20 ივნისს. ასრულებდა საკავშირო რადიოსა და ტელევიზიის დიდი სიმფონიური ორკესტრი, დირ. გ. როჟდესტვენსკი. თბილისში კი ნაწარმოები პირველად 1974 წ. 23 დეკემბერს შესრულდა.

 

[7] ნაწარმოების პრემიერა შედგა 1972 წლის 12 მარტს, თბილისში, საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორების  პლენუმზე. ასრულებდნენ: გ. საღარაძე, მ. ეგაძე, ვოკალური ანს. „გორდელა“ და საქარტველოს რადიოსა და ტელევიზიის   სახელმწიფო  სიმფონიური ორკესტრის კამერული შემადგენლობა, დირიჟორი  ლ. კილაძე

[8] ნაწარმოების პრემიერა შედგა საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორების  პლენუმზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, 1979 წლის 23 ოქტომბერს, ასრ. ი. გაბჩვაძე და ი. პაატაშვილი.

[9] პიანისტი ნ. ჟვანია ნაწარმოებს ერთ ფორტეპიანოზე ასრულებს (პრეპარირებას ფურცლების ჩადება/ამოღებით ახდენს).

[10] აღსანიშნავია, ასევე, ნ. მამისაშვილის ძიებები ელექტრონული მუსიკის სფეროში, რაც დაახლოებით ამ პერიოდს ემთხვევა.

[11] სინთეზატორი “Synthi-100” გამოიგონა პ. ზინოვიევმა. 1970-იანების დასაწყისში იგი ინგლისიდან მოსკოვში ჩამოიტანეს.

[12] პრემიერა შედგა 2010 წ.,  თბილისში, ფესტივალ „კონტაპუნქტის“ ფარგლებში გამრთულ კომპოზიტორის საავტორო კონცერტზე (დირიჟორი ა. უშვერიძე).

[13] პირველად შეასრულა პიანისტმა ე. ბუხრაშვილმა ნ. სვანიძის საავტორო კონცერტზე, რომელიც ფესტივალ „კონტაპურნქტის“ ფარგლებში ჩატარდა 2010 წ. 5 დეკემბერს.

[14] ეს მაია თომაძის ბოლო საოპერო როლი იყო.

[15] ნ. სვანიძის კურსის ელექტრონული გამოცემა შესაძლებელი გახდა მხოლოდ კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ, 2020 წ.  (პროექტის ავტორი ეკა ჭაბაშვილი, პროექტის მენეჯერი და რედაქტორი მარიკა ნადარეიშვილი, რეცენზენტი მაკა (მაია) ვირსალაძე).

[16] დეტალური ინფორმაცია ნ. სვანიძის ნაწარმოებების შესახებ იხ. ვებ-გვერდზე, განყოფილებაში „ნაწარმოებები“.